უსასრულოდ..

  • კატეგორია:
  • სუსხიანი ზამთარი,უღიმღამო დღეები
    შენზე ფიქრით დამთვრალი
    ვერა,ვერ შეგელევი.
    საოცარი ზღაპარი,საოცარი დღეები
    ხან ფხიზელი ხან მთვრალი
    ვერა,ვერ შეგელევი.
    მარტოობის ამტანი,შენთან ყოფნის დღეები
    შენზე ტრფობით დამწვარი
    ვერა,ვერ შეგელევი.
    უღიმღამო პოეტის პოეზიის დღეები
    ხან გონებით,ხან კალმით
    ვერა,ვერ შეგელევი.
    მწოლიარე სხეული პახმელიის დღეები
    შენზე ღვინით ნასვამი
    ვერა,ვერ შეგელევი.
    მხიარული კაცი და მტირალა დღეები
    ხან გულით და ხან თვალით
    ვერა,ვერ შეგელევი.
    ყვავილების კოლონა,ვარდიანი დღეები
    ხან უეკლოთ ხან ეკლით
    ვერა,ვერ შეგელევი.
    უსასრულოდ გრძელდება ეს სიტყვები დღეები
    და მე წერტილს არ დავწერ,როცა შენ შემელევი...