ხანდახან მინდა გავსცილდე მიწას
ავიჭრა მაღლა მდუმარე ცისკენ
თვალი მოვავლო ყოველს, მიწიერს
და გავუსწორდე ღრუბლის ნაპირებს...

მინდა გავსცილდე ამ წუთისოფელს
დავყო წამები სულის პირისპირ
მოვავლო თვალი ცხოვრების წარსულს
ვევედრო უფალს: ცხონება სულის...

მინდა შევხედო ფშავ-ხევსურთ ვაჟებს
მოიერიშე, ლაშქართ ხმლიანებს
დარაზმულთ მცველად სალოცავისა
მთებს გააქვთ ბანი ვაჯკაცთ გრგვინვისა...

მაგრამ აღარსად სჩანს ფშავ-ხევსურთ ძალა
დრომ გაიარა, მოისრნა ყველა
მხოლოდ ვაჟაი, მისი მხსენები
ჩვენში კვლავ ღვივის სული ქართველის...

ღმერთს ვევედრები ღამით დილამდე:
აენთოს ქართველთ, ვაჟთა გულები
რომ გამთლიანდეს ქართველთ ერობა
და განვიმტკიცოთ სულის მხნეობა...