Leqseebii

  • კატეგორია:
  • ძილი უკვე მომერია ძლიერ,
    გულსაც ისევ დაავიწყდა ფეთქვა,
    არ მინდოდა დამეძინა ისე,
    მენატრები შენთვის რომ არ მეთქვა!

    ****************

    მენატრები!!! ჰკივის ჩემში, ისევ შენი მონატრება
    მენატრები!!! და სიშორეს მწარე სევდაც ემატება,
    მენატრები!!! რა ვქნა თუკი უშენობა ცრემლებს ბადებს
    მენატრები!!! მინდა გითხრა ვეღარ უძლებს გული ამდენს…
    მენატრები!!! სულ გახსოვდეს უსაზღვროა ჩემი სევდა
    მენატრები!!!მაგრამ ტირილს მხოლოდ ჩემთვის ჩუმად ვბედავ
    მენატრები!!!რა ვქნა თუკი უშენობას ვეღარ ვუძლებ,
    მენატრები!!! სევდიანი კვლავ გავყურებ ნაცნობ ქუჩებს…
    შენს ლოდინში ცრემლიანი კვლავ ავივლი ნაცნობ აღმართს
    შენზე ფიქრში უშენობის კიდევ ბევრი ღამე გავა,
    შენზე ფიქრში სწრაფად გადის მარტოობის მწარე წლები
    მაგრამ რა ვქნა მე თუ მაინც ძლიერ,ძლიერ მენატრები..

    *************************

    ვერ ვიძინებ იმიტომ,
    რომ შენზე ვფიქრობ.
    შენზე ვფიქრობ იმიტომ,
    რომ მენატრები.
    მენატრები იმიტომ,
    რომ კარგი ხარ და…
    კარგი ხარ და
    უსაშველოდ მედარდები.
    მედარდები იმიტომ,
    რომ ძლივს გიპოვე.
    გიპოვე და,
    დასაკარგად მენანები.
    მოდი ჩემთან,
    შემოაღე გულის კარი…
    მონატრებავ,
    უსაშველოდ მენატრები.

    ********************

    მინდა შენი სიცოცხლე მერქვას
    შენი უზადო ფიქრი ვიყო...
    მინდა შენი ოცნება მერქვას,
    შენი სითბო და სიგიჟე ვიყო.
    იცი?მიყვარხარ მინდოდა მეთქვა
    მაგრამ დრო უფრო ძლიერი იყო...
    ვერ გავქცევივარ წერას და გეტყვი,
    ჩემზე მწყურვალი დრო უფრო იყო.
    დრომ მოიტანა,რაც ახლა ხდება
    გინდა მიყვარდე...თან სხვისი იყო,
    აი ეს არის მწარე სიმართლე...

    ********************

    შენ არ იცი თუ რა ხდება ჩემს გულში,
    აღარ არის ის, რაც იყო წარსულში,
    მომეძალა შენზე ფიქრი ტანჯული,
    ოჰ, რა ძნელი ყოფილა სიყვარული...

    გული მტკივა, როცა შენს თავს ვისხენებ,
    ჩემს ფიქრებში ოცნების კოშკს ვიშენებ...
    რა ძნელია თურმე ასე ცხოვრება,
    როცა ძველი ტკბილად მოგაგონდება...