სიგარეტის კვამლს გავატან
მე ამ დამპალ გრძნობას,
მაგრამ ისევ მომინდება
ღმერთს დავუწყებ თხოვნას,
მე ვერ გავძლებ მის გარეშე
ვერც წუთი და წამი,
ეფინება ჩემს გონებას
როგორც დილის ნამი.
ის მეტია ყველაფერზე,
ის განაგებს დროს,
მისი ნაზი გამოხედვა
შეყვარებას მთხოვს,
მე არ ძალმიძს, რომ გავაგდო
ის ვინც გულში მყავს,
ეს ცალმხრივი სიყვარული
ლამაზ კოშმარს გავს.
და მე მაინც
ამ სიგარეტს, ღერი ღერზე ვწვავ,
თუ გავატან ამ სიყვარულს
თავსაც მოვიკლავ.
ვერ წამართმევს მასზე ფიქრებს
მე ვერცერთი ქალი
ის ჩემშია ჩარჩენილი
და მწვავს მისი ალი,
ოცნებებში ღამის თევა,
ცივი მთვარის ცქერა,
მისი მზერის გახსენება
და მთვარისგან ღრენა
უკვე ჩვეულ ამბად იქცა
ყოველი დღის ტანჯვად,
იმ სურნელის მოგონება,
ის რომ აფრქვევს ნაზად.
კვლავ ვუკიდებ მე სიგარეტს,
კვამლს არ მოაქვს გრძნობა,
მას ვერავინ ვერ წამართმევს,
ვერც ქარების ქროლვა,
მან კი ალბათ არც კი იცის
მე რომ მართლა მიყვარს,
ოცნებებში მთელი ღამე
მთვარეც ვეღარ მიტანს.
ვერ ვჩერდები და ისევ ვწერ,
ისევ, განდობთ ფიქრებს,
მე ამ ძლიერ, ძლიერ გრძნობას,
ვუკავშირებ სიტყვებს.