7 წლის წინ....
ზაფხულის ცხელი მზე ანათებდა, მდინარე სავსე იყო გოგო-ბიჭებით, მათი მხიარული ჟივილ-ხივილი არემარეს არყრუებდა. თათა რომელიც ბებოსთან იყო ჩასული არდადეგებზე, თავის მეგობრებთან ერთად მდინარეზე წავიდა გასაგრილებლად. მათმა გამოჩენამ ყველას ყურადღება მიიქცია,განსაკუთრებით ბიჭების გუნდმა,რომლებიც იქვე ჩრდილში წამოწოლილიყვნენ და მხიარულ ისტორიებს ყვებოდნენ.
-ეს მზეთუნახავი ვინაა პირველად ვხედავ,-გადაულაპარაკა ზურამ ნოდარის,- აქაური არ უნდა იყოს თორე მისი სილამაზე შეუჩნეველი არ დამრჩებოდა. მიშა საკმაოდ ათლეტური და სიმპატიური ბიჭი იყო,რომელიც გოგოებში პოპულარობით სარგებლობდა. მან ეს კარგად იცოდა ამიტომ ყოველთვის სარგებლობდა ამით. რამდენი გოგოსთვის უტკენია გული და მის გამო რამდენი ცრემლი დაღვრილა,მაგრამ მას ეს სრულებით არ ანაღვლებდა.
-ეს თათაა, -უპასუხა ნოდარიმ,-ერთი კვირაა აქეთაა 2 მეგობართან ერთად, მარა სახლიდან არ გამოდის, მაგარი უკარება გოგოა,ეხლაც მიკვირს აქ რომ ვხედავ.
-ხოდა მე მოვარჯულებ მაგას- ამაყად წარმოთქვა ზურამ და გოგოებისკენ გაემართა.
-გამარჯობათ გოგოებო,შეგაწუხათ ხომ სიცხემ,რაღას უდგახართ წყალი ისეთი სასიამოვნოა ნაპირზე დასაჯდომად ხო არ ჩამოსულხართ წამო გავგრილდეთ. ისე ამ ლამაზ გოგოებს პირველად ვხედავ და არავინ გამაცნოობთ?-და თავისი ლურჯი თვალები შეანათა გოგონას
-მგონი უშენოდაც მშვენივრად მივხვდებით რა უნდა გავაკეთოთ,ჭკუის დამრიგებელი არაფერში გვჭირდება- უხეშად მიუგო თათამ და ბიჭისკენ ზურგით შეტრიალდა.
-ერთი ამას დამიხედეთ, ასეთი მშვენების მიღმა თურმე ნამდვილი ალქაჯი იმალება, რა იყო ზრდილობა არავის უსწავლებია შენთვის? თავაზიან მისალმებას ეგრე ქაჯურად არ უნდა უპასუხო პატარა გოგო.
-მგონი ჩემი ზრდილობა შენი განსასჯელი სულაც არაა და თუ არ გსიამოვნებს ასეთ უჟმურ და უზრდელ გოგოსთან ლაპარაკი შეგიძლია გზა გააგრძელო და აღარ შეგვაწუხო. ამაზე გოგოებმა ერთხმად გადაიხარხარეს.ზურას სიმწრის ღიმილი გამოესახა სახეზე და გადაწყვიტა რადაც არ უნდა დაჯდომოდა თათა გაემწარებინა, ის ხომ გოგოებისგან ასეთ მოქცევას არ იყო მიჩვეული, მისი კაცური თავმოყვარეობა შელახული იყო. ვერაფრით მოინელა ასეთი დამცირება, თან ამდენი ხალხის თანდასწრებით. გადიოდა დღეები, ზურა საგონებელში იყო ჩავარდნილი როგორ ეძია შური,თათა ისევ არ გამოდიოდა გაერეთ და თუ გამოდიოდა მარტო არასოდეს არ იყო.
ახლოვდებოდა სოფლის დღესასწაული სადაც ყველა იყრიდა თავს განურჩევლად ასაკისა. შუა საუკუნეების დროინდელი პატარა ტაძარი იდგა სადაც ღამისთევით იყრიდნენ თავს მახლობელი სოფლებიდანაც. ლოცვის დამთავრების შემდეგ იშლებოდა დიდი სუფრა და მიდიოდა ქეიფი დილამდე. მეორე დღეს იმართემოდა შეჯიბრები ჭიდაობაში, ცხენოსნობაში, მკლავჭიდში და იყო დიდი მხიარულება.
ღამისთევის ლოცვაზე თათაც გამოჩნდა თავის მეგობრეთან სალისთან და ნატასთან. თათა ისეთი ლამაზი იყო პატარა ანგელოზს გავდა. გარშემო ყველამ მას დაუწყო ყურება. მისი ცისფერი თვალები ისეთი გამჭვირვალე და სუფთა იყო, რომ ჩაგეხედა მის სულსაც დაინახავდი. ჩამოსხმულ ტანზე ლამაზად ჩამოშლოდა მისი თვალის ფერისვე სარაფანი. ხშირი და ძალიან ხვეული ქერა თმა წელამდე წვდებოდა. თათას დანახვაზე ზურას გული უცნაურად აუჩქარდა, ისეთი სითბო ჩაეღვარა როგორიც არავის მიმართ არ გასჩენია. ბიჭი ხვდებოდა რომ მის მიმართ გულგრილი არ იყო, მაგრამ თავმოყვარეობა მასზე ძლიერი იყო. ის დაამცირეს, კაი ტიპის სახელი შეურცხვინეს და ის თავს უფლებას არ მისცემდა შეყვარებოდა . ზურა მიუახლოვდა გოგოს და ყურში ჩასჩურჩულა:
-ალათ ღმერთს შენდობას სთხოვ შენი უხეში საქციელისთვის, რომელმაც გული მომიკლა
-სიმართლისთვის შენდობას არ ითხოვენ არ იცოდი?-ცივად უპასუხა თათამ
-კაი ვაღიარებ რომ მეც თავხედურად გამომივიდა, მაგრამ მოდი რა აღარ გვინდა იმ საშინელი მომენტის გახსენება, უბრალოდ ვიმეგობროთ, მგონი ამით არაფერი დაშავდება.
-მე მეგობრები საკმარისი მყავს და ძალიან გთხოვ იმათ მიხედე ასე ნეტარებით რომ შემოგციცინებენ თვალებში- ეს უთხრა და იმ კუთხისკენ გაიხედა სადაც გოგოები შეკრებილიყვნენ და ცნობისმოყვარე მზერით მათ უყურებდნენ.
-მე ეგენი საერთოდ არ მაინტერესებს, ვისთან ერთადაც მინდა ყოფნა კი ვდგავარ მის გვერდით. თათამ თითქოს ვერ გაიგო ბიჭის ეს სიტყვები და როდესაც ზურამ კიდევ რაღაცის თქმა დააპირა მიუბრუნდა და უხეშად უპასუხა:
-აქ საჭორაოდ არ მოვსულვარ და მაცადე რა ლოცვას მოვუსმინო და თუ წინააღმდეგი არ იქნები ჩვენი ურთიერთობა სხვა დროს გავარკვიოთ. ეს რა თქმა უნდა მას არ ესიამოვნა, მაგრამ მიხვდა რომ მთლად სულერთი არ იყო მისთვის, ეხლა ჭკვიანურად მოქცევა იყო საჭირო გოგო რომ არ დაეფრთხო, უნდა ეთამაშა დამჯერი და წესიერი ბიჭის როლი,სხვანაირად ვერ შეძლებდა მასთან დაახლოებას. ლოცვა ისე დამთავრდა არცერთს ხმა აღარ ამოუღიათ.