სევდიანი ფრენა

  • კატეგორია:
  • წამოვედი, გამოვედი, ყველაფრიდან ყველასაგან და გადავწყვიტე მეფრინა ღრუბლებში მარტოდ მარტოს. დამენახა ყველაფერი ზევიდან და აქედან მეყურებინა იმ საცოდავი არსებებისათვის ვინც განგებ თუ უნებლიედ გული მატკინა.
    ბევრი ვიფრინე და შვება ვიგრძენი. მე ხომ ჩემს თავთან მარტო ვიყავი.
    გამოგიტყდებით და ოცნება მიყვარს, რადგან მაგის მეტი რაღა დამრჩენია.
    გადავფრინდი წარსულში სადაც ადამიანები ქაოსურად დაძვრებოდნენ ერთმანეთის სულებში. ისინი შემოძვრნენ ჩემშიც და გადამიარეს, გამსრისეს. მე შემეშინდა და გამოვეცალე იქაორობას.
    არ მინდა აქ, ამ რეალობაში!!!
    დავფრინდი ისევ ღრუბლებში, აქედან უფრო ადვილია წარსულის განსჯა, რადგან მშიშარა ვარ და ვიყავი, კიდევ იქნები?
    უცბად ხმა მომესმა. გაკვირვებისაგან შევკრთი, ვერავი დავინახე გარდა ღრუბლებისა, ეს თქვენ იყავით?-წამოვიძახე
    იქუხა, ქარიშხალი ამოვარდა. ღრუბლებზე აქეთ-იქით მახეთქებდა უნდოდა მიწაზე დავენარცხებინე. მე ღრუბლებს ვეჭიდებოდი და ძვრა ვერ მიყო.
    წვიმა წამოვდა, მეამა ჩემი თვალებიდანაც მოდიოდა წვიმა.
    შემდეგ მზემ გამოანათა. მე მზე არ მინდა წვიმა მირჩევნია, რადგან კარგად ვფიქრობ.
    რამდენიმე კვირის შემდეგ ღრუბელი წვიმა მზე და მე დავმეგობრდით.
    ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით. მე მათ შევჩივლე. იცით
    ქუხილის მეშინია, თქვენ ალბათ ჩხუბობთ მაგ დროს ერთმანეთს ეჭიდავებით და მერე ტირით განიცდით რატო ვატკინეთ ერთმანეთს გულიო?-იცით ჩვენთან ქვემოთ მეც ეგრე ვარ და არ მინდა აქაც იჩხუბოთ.
    ხო, მაგრამ ადამიანებს რომ გჭირდებად ჩვენი ჩხუბი?
    უფრო ღრმად დამაფიქრა ღრუბელმა.
    აი, შენ სანამ ამ დღეში არ ჩავარდი ვერც კი ხვდებოდი ვერაფერს .
    მე ოცნება მიყვარს ცუდია?
    ღრუბლები შეირხნენ ალბათ გაიცინეს და მიმოიფანტდნენ.
    მე მარტო დავრჩი და იცით რას გეტყვით? მარტოობა ძალიან ძალიან ცუდია რასაკვირველია სამუდამო მარტოობას ვგულისხმობ.
    უსაზღრვო შიშმა შემიფყრო.
    წარსულში ვინმე დამაბრუნებს? არა არა ხმები მესმოდა. მაშინ მე ისევ ფრენას განვაგრძობ.
    წვიმა მოვიდა ერთ დღეს ჩემთან და იცით რა მკითხა?
    შენი პირველი ცრელი! დავფიქრდი და ვუპასუხე, როდესაც საუკეთესო მეგობარი დავკარგე ბებოს სახით, მე მაშინ მივხვდი რა არის ადამიანის დკარგვა და მეშინია როცა მაგ თემაზე ფიქრს ვიწყებ, მაგრამ წვიმა არ მომეშვა აინტერესებდა გულწრფელი იყავი მაშინ? მე გამიკვირდა სხვანაირად აბა როგორ? ხანდახან ადამიანს გონია, რომ გულრწფელია. ჩემთვის ცხადი გახდა რასაც გულიხმობდა და თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.
    შემდეგ კითხვები მომაყარა; ტანჯვა, ტკივილი, იმედგაცრუება რამხელა იყავი?
    თვალები ავაციმციმე, არ მახსოვს, ჩავფიქრდი არა მართლა არ მახსოვს.
    წლები გავიდა? კი ძალიან დიდი დრო, მაშინ მართლა გტკენია გული.
    იცი საიდან მივხდი? მე ინტერესით შევყურებდი.
    დროს დიდი ძალა აქვს, დრო რომ გადის აი, ზუსტად მაშინ ხვდები ყველაფერს.
    ხომ, მაგრამ მერე გვიანი რომ არის?
    ეს შენი ფრობლემაა, რადგან ქარმა წაიღო შენი წარსული.
    ქარმა? ჩემი ყველა ოცნება ფიქრი ახლობელი ქარმა წაიღო?
    ეს ხომ უსამართლობააა?
    დამეხმარე წვიმა
    ვერა, მე ქარის მეშინია.
    ბებოსთან რა გაკავშირებდა?
    ბავშვობა და გულწრფელობა, და ახლა აღარ ხალ გულწრფელი? არა ძალიან დიდი ხანია აღარ ან ვეღარ, რატომ გეშინია?
    ყველაფრის მეშინია.სიმართლისაც? დიახ ჩუმად ვუფასუხე.
    ნუ გეშინია, მომავალში შეგხვდება სიმართლე, მე გამეცინა არა ის წარსულში დარჩა და მე მაგის გამბედაობა არ მაქვს.
    შეიძლება როდესმე კარგად ვიყო? არა ეგ ბუნებაში არ არის, რადგან ადამიანს რაც არ უნდა ქონდეს მეტი და მეტი ურჩევნია, მე ხომ ბევრი არ მინდა? შენ წარსულს ვერ დაიბრუნებ შეუძლებელია.
    მე გავბრაზდი და წვიმას გავეცალე.
    წარსული ჩემთანაა ჩემს ოცნებებში.
    ღრუბლებმა უფრო მაღლა ამაფრინეს და მკითხეს; ჩხუბობდი? არა მე ხომ მორცხვი ვიყავი. აი ხომ ხედავ ყველას თუ არ მიახვედრე რაღაც დროს გასვლის შემდეგ შენ იქნები მარტო ცუდათ და მიხვდები რომ, წარსული აღარ მოვა.
    გაბრაზებულმა წამოვიყვირე!!- წარსული ჩემთან არის ჩემს ოცნებაში და იქ შიგნით ძაან ღრმად ჩემი ბავშვობა და სისუფთავეა.
    სიბოროტე იყო? ჩემგან არა მე სუფთა ვიყავი. აღარ ხარ?
    არა ახლა ყველაფერი ტყუილია.
    იცით წარსულში მაშინ უბრალო, მაგრამ ახლა მშვენიერ დღეს გაზაფხულის ერთ ნაწვიმარ საღამოს გარეთ როდესაც ვსეირნობდი სურნელი ვიგრძენი სიცოცხლის, და აი ახლა რატომღაც ის სურნელი კვლავ შევიგრძენი.
    ღრუბელს გაეღიმა, იმიტომ გაგიბრწყინდა ასე თვალები?
    შემატყვეთ? ბედნიერებამ გაგიელვა თვალებში წამებით.
    თვალები ხომ სიმართლეს ამბობენ ყოველთვის.
    ვიცი, რომ ყოველთვის სიმართლეს ამბობენ და როცა დაგა წარსულის შემდეგ, კვლავ თვალებში ჩახედვის დრო მე იქ სიცარიელე, ბრაზი დავინახე შეიძლება ზიზღიც, მაგრამ მაგდენი ვეღარ გავუდელი და გავეცალე იქაურობას სამუდამოდ. ამის შემდეგ ჩავიკეტე ჩემს თავთან.
    ღრუბლები მანუგეშებდნენ; იმედი, სიმართლე და სინათლე წინ გაქვს.
    უცბად მზე შევნიშნე ჩემსკენ მოიწევდა.
    მზეც კი ვერ მიშველის გავიფიქრე.
    მე იმედი ვარ გაზაფხული კი სიმართლე, აი შეხედე ხეზე ჩიტებს ზევიდან რა პაწაწკინტელები არიან და რა სუფთები, ჟღურტულებენ და იმედს გისახავენ.
    იმედს?- წარსული მომიყვანონ. ვერა წარსული უკვე ქარმა წაიღო.
    გთხოვ დამეხმარე, მე ქარის მეშინია.
    მაშინ მე თვალებს დავხუჭავ და ჩემს ოცნებებში წავალ.
    ისევ იქ დაბლა? ისევ დაბლა ისევ ჩემს ოცნებებთან ქარი ვერ წამწრთმევს მათ!!
    მზემ ღიმილით მითხრა; სასწაულის გჯერა? მე პასუხი ვერ გავეცი მან კი მითხრა; პაწაწკინტელა შენი სასწაულია მისი კი თოვლი.
    ჩემს ოცნებებს ეშველება?
    კი შენთან იქნებიან.