თათა მოულოდნელობისგან ადგილზე გაშეშდა, ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა, რომ ზურა მართლა გადახტებოდა.
-მგონი მართლა გაგიჟდა,-პირველი ამ ფიქრმა გაუელვა თავში. -ზურა, ზურაააა ხომ კარგად ხააარ,-ხმამაღლა ყვიროდა და ქვემოთ იხედებოდა იმის მოლოდინში, რომ ზურა სადაცაა გამოჩნდებოდა, მაგრამ ბიჭი ჩანჩქერის მორევში არსად ჩანდა. უცებ შიშის გრძნობა დაეუფლა, -იქნებ რამე დაემართა, იქნებ იხრჩობა და შველა უნდა,იქნებ საერთოდაც ცურვა არ იცის... თავში ათასმა აზრმა დაიწყო არევა... ზურას რომ რამე მოსვლოდა თავს არასდროს აპატიებდა,იმიტომ რომ სწორედ მან გააქეზა ბიჭი,რომ გადამხტარიყო. უკვე აღარ იცოდა რა გაეკეთებინა, ყვირილსგანაც ხმა სულ წაერთვა, ღონე გამოცლილი იქვე ჩაიკეცა და ცრემლები ღვარად ჩამოედინა მის ლამაზ ლოყებს... ყველანაირი იმდეი რომ გადაეწურა, სწორედ მაშინ შემოესმა ზურას მშვიდი და ამავდროულად დაღლილი ხმა:
- რა გატირებს ანგელოზო, შეგეშინდა რომ აღარ დავბრუნდებოდი? ნუ გეშინია მე შენ არასოდეს მიგატოვებ,-უთხრა და გადაეხვია.
- კიდე ერთხელ თუ მოიქცევი მასე საკუთარი ხელით მიგახრჩობ იცოდე, მე რა აღარ ვიფიქრე, იცი როგორ შემეშინდაა, უნამუსო ხარ მაგარი,-აღარ ცხრებოდა თათა
-კარგი დამშვიდდი პატარა, მართლა არ მიფიქრია შენი შეშინება, მაპატიე თუ რამე ისე არ გამომივიდა, მაგრამ მეორე მხრივ არ ვნანობ ამ საქციელს,იცი რატომ? იმიტომ, რომ მივხდი, შენთვის სულერთი არ ვარ,-ზურას უსაზღვრო ბედნიერება ეტყობოდა თვალებში
-გაფრთხილებ მართლა სულ ერთი გახდები, თუ კიდევ გაიმეორებ მსგავს საქციელს.
-შევთანხმდით, პირობას გაძლევ ყველაფერი ისე იქნება როგორც შენ გინდა... თათას როგორც იქნა გაბრაზებამ და შიშმა გადაუარა და ცოტა დაწყნარდა.
-ნამდვილი გადარეული ხარ, რამ მოგაფიქრა იქ გადახტომა.
-გეუბნები შენ გადამრიეთქო და არ გჯერა, რაც თავი მახსოვს ამ ადგილას თითქმის ყოველდღე მოვდივარ, მარა თავში აზრადაც არ მომსვლია აქედან გადახტომა, ხედავ შენმა სიყვარულმა უფრო მამაცი გამხადა,-ეს უთხრა და გულში მაგრად ჩაიხუტა. თათას წინააღმდეგობა არ გაუწევია, ასე იდგნენ კარგა ხანს...
-გამიშვი თორე ისე ძალინ მეხუტები გამგუდავ,-სიმორცხვე ნარევი ღიმილით მოიშორა თათამ ბიჭი.
-მართალი ხარ მაპატიე, რატო არ ვიცი მაგრამ, ასე მგონია სადმე გამექცევი და მე კიდე მთელი ძალით ვცდილობ ხელი მოგიჭირო და არსად არ გაგიშვა. იმდენად არ მეთმობი მთელი ცხოვრება არ მომბეზრდება მე ასე დგომა. ნეტა შემეძლოს ამ წამის გაჩერება...
-მთელი ცხოვრება წინაა, მე კიდე არსად წასვალს არ ვაპირებ... თუ გამგუდავ კიდე საერთოდ აღარ გეყოლები,-ამ სიტყვებზე ორივეს გულიანად გაეცინათ. საუბარი ისევ თათამ გააგრძელა:
-იცი მინდა მეტი რამე ვიცოდე შენზე, შენს ოჯახზე, რა გატაცებები გაქვს, რაზე ოცნებობ, მომიყევი რამე გთხოვ.
-დიდი არაფერია მოსაყოლი, დავიბადე თბილისში ერთ-ერთ შეძლებულ ოჯახში, მამა ბიზნესმენია, დედა საკმაოდ წარმატებული იურისტი. მათ მარტო მე ვყავარ და წარმოიდგინე რა ფუფუნებაში გავიზარდე, არსდროს არაფერი მაკლდა, ყველა ჩემ ხუშტურს მისრულებდნენ. ერთადერთი რაც მათგან დღემდე მაკლია ეს მათი ყურადღებაა. ყოველთვის საქმეში იყვნენ გართულები და ჩემთვის არასოდეს ეცალათ. შვილის გაზრდა მაგათ ის ეგონათ ყოველდღე ახალ სათამაშოს და ტანსაცმელს რომ მოუტანენ, დასასვენებლად გაუშვებდნენენ, ოღონდ ძიძასთან ერთად, საღამოს კი იმის მაგივრად რომ შვილს მოფერებოდნენ და მასთან ერთად გაეტარებინათ თუნდაც რამოდენიმე საათი, მეგობრებთან ერთად გართობა ერჩივნათ. ფაქტიურად დედობა ძიძამ გამიწია და თუ რამე ადამიანური არსებობს ჩემში მხოლოდ მისი დამსახურებაა,-ეტყობოდა ძალიან უჭირდა მას ამ თემაზე ლაპარაკი, მაგრამ არ უნდოდა რამის დამალვა,- მე ოღონდ მათი ყურადღება როგორმე მიმექცია რას არ ვაკეთებდი, საუკეთესოდ ვსწავლობდი, ოლიმპიადებში ყოველთვის ვიმარჯვებდი, სპორტშიც საუკეთესო ვიყავი, მაგრამ ისინი მადლიერებას მხოლოდ თავზე ხელის გადასმით გამოხატავდნენ, ეგონათ რომ რადგანაც საუკეთესო მასწავლებლებთან მამზადებნ ასეც უნდა ყოფილიყო,იმას კი ვერ ხვდებოდნენ რომ მე მხოლოდ მათ გამო ვინდომებდი. მერე, ცოტა რომ წამოვიზარდე და მივხვდი ამით მათ ყურადრებას ვერ მივიქცევდი, გადავწყვიტე სრულიად სხვაგვარად მოვქცეულიყავი, სწავლას თავი დავანებე, დავიწყე სმა, ოცდაოთხი საათი ქუჩაში ვიყავი, ათას შარში და ხათაბალაში ვეხვეოდი და მათაც ხშირად უწევდათ პოლიციის განყოფილებაში სირბილი. ამან გამოიწვია ის, რომ საშინლად დაგვეძაბა ურთერთობა, მათ რცხვენოდათ ჩემი, ყოველდღე ვჩხუბობდით და საბოლოოდ სახლიდან გამომაგდეს. ქუჩა გახდა ჩემი სახლი. ფუმფულა ლოგინი ტროტუარზე დაფენილმა კარდონებმა შეცვალა. თავის სარჩენად ქურდობაც მიწევდა... ყველაფერი სულერთი გახდა ჩემთვის, სიცოცხლე აღარ მინდოდა, თავს ვერ მოვიკლავდი,ამიტომ ყველა ღონეს ვხმარობდი რამე ისეთ შარში გავხვეუიყავი რაც სიცოცხლის ფასად დამიჯდებოდა. მაგრამ ღმერთმა არ გამწირა, ალბათ არ იყო ჩემი ბედი რომ ასე ახლაგაზრადს დამესრულებინა ცხოვრება. ერთ დღეს ჩემმა ძიძამ, ნინომ გამოიარა და ქუჩაში მძინარეს წამაწყდა, ამის დანახვაზე მწარედ აქვითინდა, სასწრაფოდ წამომაყება ფეხზე, გულში ჩამიკრა და თავისთან წამიყვანა, დღემდე მასთან ვცხოვრობ, ის მპატრონობს, მან მე მეოთხე შვილად მიმიღო, ზრუნვას არ მაკლებს, ეხლაც მისი მშობლების სახლში ვართ ჩამოსულები დასასვენებლად, ცდილობს რომ წესიერ კაცად მაქციოს, მთლად ისე ვერ გამომდის ყველაფერი როგორც მას უნდა, მაგრამ მისი ისეთი ხათრი მაქვს უსიტყვოდ ვუსრულებ ყველაფერს,ვიცი რომ მას მხოლოდ კარგი უნდა ჩემთვის. მან გადამაწყვეტინა წელს ჩამებარებინა, მინდა დავუმტკიცო ჩემ მშობლებს ,რომ მაგათ გარეშეც შემიძლია წარმატებას მივაღწიო და კაცად ვიქცე. ვიცი გავა წლები და თავიანთ საქციელს ძალიან ინანებენ,მაგრამ მე მათი პატიება არ შემიძლია,-ამ სიტყვებზე ხმა აუკანკალდა ზურას, ეტყობოდა რომ გული ძალიან ტკიოდა,- არ მესმის რატომ ხდება ასეთი რაღაცეები , ხომ შეიძლებოდა ერთი ლამაზი, ბედნიერი ოჯახი ვყოფილიყავით, ჩვენ ხომ ყველაფერი გვქონდა ამისთვის....
- ჩემთან კიდე პირიქით იყო ყველაფერი, ძალიან გვიჭირდა,ხელმოკლედ ვცხოვრობდით, მაგრამ მთავარი მქონდა, მშობლების უსაზღვრო სიყვარული, მამაჩემი მხატვარია დედა პედაგოგი, არცერთი პროფესია არაა დიდად შემოსავლიანი, ძლივს შოულობდნენ ჩემი მშობლები ფულს მე და ჩემ ძმას საჭმელი რომ გვქონოდა. გართობაზე და ახალ ტანსაცმელზე ხო ლაპარაკიც ზედმეტია. მიუხედავად ამისა მათ მატერიალურზე მეტი მოგვცეს და ამაზე მათი უზომოდ მადლიერი ვარ.
-მიხარია პატარა შენ მაინც რომ გაგიმართლა მშობლებში. მოდი აღარ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი,ისედაც თავი მოგაბეზრე, თემა შევცვალოთ რა. წელს შენც აბარებ?
-კი, მე ეკონომიურზე გადავწყვიტე ჩაბარება, შენ?
-მე იურიდიული მინდოდა,მაგარმ იცი რაა? მეც ეკონომიურზე ჩავაბარებ, ერთად ვისწავლით, ამას რა ჯობია სულ ჩემს გვერდით მეყოლები. გამოცდებისთვისაც ერთად მოვემზადებით. აბა რას იტყვი?
-კაი გეგმები სხვა დროს დავაწყოთ, გვიანია უკვე დავბრუნდეთ სახლში, ჩემები ინერვიულებენ.
-რა დრო გასულა, ვერც შევამჩნიე, ღამდება უკვე,- გაოცებულმა წამოიძახა ზურამ და ფეხზე წამოდგა.