ჩემი სიგიჟის თავშესაფარი...
ჩემი ფიქრების ცივი გალია,
და ყველა სიტყვა ლექსით ნათქვამი
შენი ლამაზი სევდის ბრალია..

შენ როგორც მგელი, ეძახი ზეცას
დაუმეგობრდი მარტოსულ ღამეს,
შენ უნდა ლექსის სამოსი გეცვას,
და პოეტებში ახელდე თვალებს...

გამილამაზე სევდის ტყეები,
შენი ჩრდილები მატყვია სულზე,
მე ყველა ლექსში მოგეფერები...
შენი სიჩუმის მუსიკას ვუსმენ...

თეთრ ანაფორას შეუკრავ ღილებს,
ღამის წირვაზე გამობრძანდები,
პოეტებს, როგორც შენს უკვდავ შვილებს,
დაჭრილ მუზებში დაუღამდები

შენახარ სხვენი ამდენი დარდის
ამდენ ტკივილის, ამდენ ფიქრების
ნუთუ ცხოვრება ვერასდროს დაგღლის,
და სულ ასეთი კარგი იქნები...

რამდენი სევდა გაჩუქა ღმერთმა...
და ვის უყვები გულის ტკივილებს?
ყველა მის დარდზე წუწუნებს შენთან
შენგან მოისმენს ვინმე იგივეს?

მოდი მომხვიე ვიცი ხელები,
შენ ხომ არ იცი რა არის სითბო,
ჩემი ლექსებით მოგეფერები...
მე ჩემს გაზაფხულს ზამთარში გითმობ...