ზეგ გიორგი აქ იქნება ... ზეგ გიორგი აქ იქნება ... ზეგ გიორგი აქ იქნება ...
ვიმეორებდი გულში ამ სიტყვებს და ჯერ კიდევ ვერ დამეჯერებინა , რომ ეს შესაძლებელი იყო.. 48 საათში კვლავ მომეცემოდა საშუალება გიორგისათვის შემეხედა და გიორგის ჩავხუტებოდი... თუმცა ნამდვილად არასდროს ვისურვებდი გიორგისთვის ასეთ განაჩენს . ცხოვრებამ ისედაც ბევრი ტკივილი არგუნა. მამა დაკარგა მაშინ , როდესაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა. ახლა კი თამუნა დეიდა ... წარმოდგენაც არ მინდა რა მოჰყვება , იმ ამბავს ,როდესაც გიორგი ყველაფერს გაიგებს. გაიგებს , რომ დედა აღარ ყავს . ადამიანი ვინც ქვეყანას ერჩივნა მიატოვა და ყველაზე უარესი კი ის არის , რომ ყველაზე ბოლოს ეს ამბავი გიორგიმ უნდა გაიგოს. ჩემ გონებას იმის გადახარშვაც კი არ შეეძლო , რა მოჰყვებოდა ამ ყველაფერს, ძნელი წარმოსადგენი ნამდვილად არ უნდა იყოს რა რეაქცია ექნებოდა გიორგის ! ყველაზე დიდი მოვალეობა კი მე მაკისრია... მე უნდა ვცადო და რადაც არ უნდ დამიჯდეს , გიორგის ყველანაირი ტკივილი უნდა შევუმსუბუქო. მის გამო ყველანაირ დათმობაზე წასასვლელად ვარ მზად !
ამდენი ფიქრისაგან და ნერვიულობისაგან თავი გამიბრუვდდა, სულ დამავიწყდა ხელში ყურმილი , რომ მეკავა და დედას ველაპარაკებოდი... ისედაც აკანკალებული ხმა ბოლომდე ჩამიწყდა , ცრემლები კი როგორც ჩანს შეჩერებას არ აპირებდნენ ... ხელის გულები გამიოფლიანდა და ნერვიულობისაგან თავი საშინლად ამტკივდა ... ყელი ამეწვა და გულის არეში მწვავე ჭვალი დამადგა ...
ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და ჩუმად წამორმოვთქვი :
–დედა !
–ხო დედი !
–არ შემიძლია ახლა ლაპარაკი, ხვალ დილით დაგირეკავ , უნდა დავისვენო!
–კი , მაგრამ დედი აქ ხომ უნდა ჩამოხვიდე. გიორგი , რომ ჩამოვა და ყველაფერს გაიგებს , ვინმემ ხომ უნდა შეუმსუბუქოს ეს ტკივილი. შენზე ახლობელი მას აღარავინ ყავს ანი ....
–ვიცი დედა ! მაგაზეც ხვალ დავილაპარაკოთ. საბა უნდა ვნახო საავამდყოფოში წევს ...
–რატო დედი ხომ მშვიდოობაა ?
–კი დედა, განსაკუღებული არაფერი , მოგვიანებით აგიხსნი !
–კარგი შვილო . ახლა დაიძინე და გონს , რომ მოხვალ დამირეკე .
–კარგი დედა . ღამემშვიდობის !
ტელეფონი დავკიდე და კიდევ რამდენიმე ხანს ასე გაშეშებული ვიდექი ... კედელს მივეყრდენი , ბოლოს კი ჩამოვცურდი, იატაკზე დავჯექი ,მუხლები სახესთან ახლოს მივიტანე. თავი ზედ ჩამოვდე და ბოლო ხმაზე დავიწყე ტირილი ..
ღმერთო რა სასიამოვნოა, როცა იცი შეგიძლია იტირო და იცოდე , რომ ამ დროს ვერავინ გხედავს.. ხანდახან მარტოობა ერთადერთი რამ არის რაც ყველანაირ ტკივილს კურნავს... ვიჯექი ჩემთვის მიყუჟული და ვტიროდი. ვტიროდი ყველაფერზე. ხმამაღლა , არაფერს ვერიდებოდი. ანდაც რისი უნდა მომრიდებოდა, ვინ გაიგონებდა ახლა ჩემ ხმას... ვტიროდი და ცრემლებს ვატანდი ყველაფერს... სანამ დრო მქონდა მანამდე უნდა ამომენთხია ყველაფერი.. გიორგისთან ჩემი სისუსტის გამოვლენა ყველაზე დიდი შეცდომა იქნებოდა. ახლა ყველაზე ძლიერად მე უნდა ვიდგე. უნდა ნახოს გიორგიმ , რომ მარტო არ არის და მე მასთან ვარ , სამუდამოდ მასთან ვიქნები ... მოვკიდებ ხელს და საითაც წამიყვანს იქით გავყვები. რადაც არ უნდა დამიჯდეს და რამდენი დროც არ უნდა დამჭირდეს მაინც ვაგრძნობინებ გიორგის თავს ბედნიერ ადამიანად .
ხელები თმებქვეშ შევიცურე და თავს აქეთ იქით ვიქნევდი. უცხო თვალს შეიძლება ისიც ეფიქრა , ჩემზე , რომ მთლად ნორმალური ადამიანი არ უნდა იყოსო , მაგრამ მე ახლა სხვა არაფერზე შემეძლო ფიქრი გარდა გიორგისა. ნუთუ ღირსია ასეთი დიდი ტკივილის? განა რით დაიმსახურა ასეთი ტანჯვა? განა რა დააშავა ასეთი , რომ ასე ეხდება სამაგიერო?
ბოლოს თავი წამოვწიეე... ზევით ავიხედე და ჩუჩულით ვთქვი :
–ღმერთო ! ძალიან გთხოოვ დაეხმარე გიორგის. მიეცი ძალა გადაიტანოს.. უფალო შენ ხომ კაცთ მოყვარე ხარ ! შენზე კარგად არავინ იცის რა ხდება ჩვენს გულებში... გემუდარები უფალო აჩუქე გიორგის დიდი ბედნიერება.. გადაატანინე ,,, გევედრეები ! ის ხომ იმსახურებს ,,,
კიდევ დიდ ხანს ვიჯექი ასე , ბოლოს წამოვდექი , ოთახში ნელა შევედი და ლოგინზე პირდაპირ ტანსაცმლიანი დავემხე, თვალი ვერაფრით მოვხუჭე, თეთრად დამათენდა. საათს , რომ დავხედე 5 საათი იყო . ვიცოდი , რომ ძილი არ მომეკარებოდა , ამიტომ გადავწყვიტე ავმდგარიყავი . ფანჯარას მივუახლოვდი , ფარდა გადავწიე ... ვხედავდი , როგორ შეჰპარვოდა მტრედისფერ ცას სინათლე . მალე მზეც ამოვიდოდა. ფანჯრის რაფაზე ჩამოვჯექი და დილის სუსხიანი ჰაერი ჩავისუნთქე .. უნდა მომეცადა კიდევ ცოტა ხანს , დაახლოებით 8 საათზე კი საბასთან მივსულიყავი , ყველაფერი მომეყოლა და შემდეგ მამაჩემს დავურეკავდი , რომ თბილისში ჩავეყვანე ... დიდი ამოცანის წინაშე ვიდექი. ზეგ დილით გიორგის ვნახავდი . ეს თან მახარებდა , მაგრამ სიხარულზე მეტად ჩემი გული ტკივილს განიცდიიდა. სულ სხვანაირი წარმომედგინა ცხოვრება გიორგის ნახვის შემდეგ . სულ სხვანაირად ვხატავდი ჩვენი შეხვედრის შემდეგ დღეებს ! 3 წელი უნდა მეცადა , მხოლოდ იმიტომ , რომ ჩვენი შეხვედრა ყველაზე განსხვავებული და ლამაზი ყოფიყო. ახლა კი მოდის გიორგი და თან ნერვიულობს , იცის რომ დედა სიკვდილის პირას არის, თუმცა ყველაფერი მაინც წინ აქვს... ყველაზე დიდი დარტყმა მას აქ თბილისში ელის !
ფანჯრის რაფიდან ჩამოვედი, მობილურს ძებნა დავუწყე . მობილური დამჯდარი იყო , შევაერთე და მეც იქვე სავარძელში ჩავჯექი.. ახლა ყველაზე მეტად მჭირდებოდა ვინმესთან ლაპარაკი... საბათან ან ნინისთან .. ნინის ალბათ ეძინებოდა. საბა კი ... საბას აქეთ ესაჭიროება მეგობრის დახმარება .
6 ს 15 წუთი ეკლდა. უკვე ვეღარ ვჩერდებოდი ერთ ადგილას. ვეღარ მოვითმინე და ნინის ნომერი ავკრიფე ... გამიკვირდა რადგან პირვეკუვე ზარზე უპასუხა.
–ხო ანი !
–ნინ? არ გეძინა?
–არა ახლა რა დამაძინებს
–ვერ გავიგე !
–მე და თორნიკე მამშენს გუშინ საღამოს კომისარიატში გამოვყევით , რომ გიორგის ჩამოსვლის ამბავი იქნებ როგორმე მოვაგვაროთ . იმის მერე აქ ვართ დაყუდებულები... ხომ იცი , მამაშენს გავლენა აქ , თორნიკე კი გიორგის საუკეთესო ძმაკაცია,, თან ჩემი ძმაა და მთხოვა შენც გამომყევიო.. ხოდა აქ ვარ წუხანდელს მერე ...
–რა გაარკვიეთ მერე ?
–მამაშენი გიორგისთან დააკავშირეს . მამაშენმა უთხრა , რომ დედაშენმა ინფაქტი გადაიტანა და ახლა ძალიან ცუდადააო და შენს ნახვას ითხოვსო , მერე მამაშენმა გვითხრა , რომ ტელეფონზე ლაპარაკის დროს უტირია კიდეც ...
–ღმერთოოო !
სხვა ვერაფერის თქმას ვერ მოვაბი თავი . ისევ ტირილი ამივარდა !
–ანი ანი ! ახლა ყველაზე მაგრად შენ უნდა დადგე ... ყევლაფერი შენზეა დამოკიდებული ...
–რას გულისხმობ ?
–რას და ,,,
–მოიცა ნინ მოიიცაა.. მე გიორგის ამ ამბავს ვერ ვეტყვიი ! არ შემიძლია . არა არა .. არ არსებოობს .
–დაწყნარდი ანი .. მაგას სხვა მიხედავს , უბრალოდ ახლა მას მხარში შენ უნდა ამოუდგე ,
–ეგ რათქმა უნდა ვიცი..
–აეროპორტში , ხომ დახვდები?
–რა თქმა უნდა !
–კარგი ახლა წავალ ! მამაშენი დღეს შუადღეს წამოვა შენს წამოსაყვანად , მზად იყავი..
–კარგი კარგი !
–კარგი დროებით .. გკოცნი !
–მეც !
მობილური გავთიშე .. დიდ ხანს ვერ მოვითმენდი . დაახლოებით 8 საათზე საბასთან უნდა ვიყო. ყევლაფერს მოვუყვები , მერე დავბრუნდები , გავემზადები და მამას დაველოდები ...დრო რომ გამეყვანა ჩემი ნივთების ჩალაგებას შევუდექი , შხაპი მივიღე და წასასვლელად გავემზადე. ყველაფერს , რომ მოვრჩი საათს შევხედე , 8 ის ნახევარი იყო .. ტაქსი გამოვიძახე.. 15 წუთში უკვე ჩემს კართან იდგა ... დაასგინალა და მეც მაშინვე გარეთ გავვარდი. ფული წინასწარ გადავიხადე და ავუხსენი სადაც უნდა წავეყვანე.
დაახლოებით 10 წუთში უკვე საავადმყოფოს კართან ვიდექი. მისაღებში შევედი და მიმღებს ვკითხე საბას პალატა. მითხრა კიდევ 5 წუთი მოითმინეთო .. იქვე სკამზე დავჯექი. დრო იმაზე ნელა გადიოდა ვიდრე წარმომედგინა. სიჩუმეში მჭექარედ გაისმა მიმღების ხმა :
–უკაცრადავ გოგონა . შეგიძლია აბრძანდეთ ... მეორე სართული ... 23 პალატა ..
–დიდი მადლობა ...
შორიდან მივაძახე და კიბეზე ავირბინე , თეთრი დერეფანი წამებში გავირბინე და საბას პალატის კართან შევჩერდი , კარი ფრთხილად შევაღე , დავინახე , რომ საბას ჯერ კიდევ მშვიდად ეძინა ... საწოლის გევრდით სკამზე ჩამოვჯექი და დაველოდე , როდის გაიღვიძებდა საბა .., მის სახეს დავშტერდი. შეიძლება თამამად თქვას ადამიანმა , რომ ულამაზესი სახის ნაკვთები აქვს. ვაკვირდებოდი და მეღიმებოდა.
უეცრად საბა გამოძრავდა , თავი გადმოწია და თვალები გაახილა,..
–ვა ანი ? აქ ხარ ?
–ხო საბა. როგორ გრძნობ თავს?
–არამიშავს კარგად ვარ , თავიც არ მტკივა მაინც და მაინც.
–ძალიან კარგი. დღეს გწერენ ხომ?
–ხო ! ისე ასე ადრე , რატომ მოხვედი ?
–იცი? უნდა დაგემშვიდობო?
–რაა? სად მიდიხარ?
–თბილისში...
–რამე მოხდა?
–ხვალ გიორგი ბრუნდება !
–რას ამბობ მართლაა? გილოცავ გულით და სულით ...
საბას სახის გამომეტყველება შეეცვალა , თუმცა ვერ მივხვდი , რა იკითხებოდა მისი თვალებში .რაღაც განსხვავებული რისი ამოხსნაც ვერ შევძელია ... უეცრად მზერა ჭერს მიაპყრო . მეც თვალკი ავარიდე და ჩუად ვთქვი ..
–დედამისი დაიღუპა და ...
–მართლა? ძალიან ვუწხვარ...
–ჯერ არ იცის ..
–მერე ვინ უნდა უთხრას?
–არ ვიცი .. ის კი ზუსტად ვიცი მე ვერ შევძლებ ...
–როდის გნახავ კიდევ?
–არ ვიცი , მაგრამ როცა კი შესაძლებლობა მოგვეცემა მაშინვე ვნახოთ ერთმანეთი..
–როგორ შეგეჩივე და ახლა მიდიხარ?
–რა ვქნა საბა ... ნეტა ეს არ მომხდარიყო და ...
–მესმის !
–დაგირეკავ ხოლმე !
–რა თქმა უნდა ! ამ ზაფხულს ხომ ჩამოხვალ?
–ალბათ ... თუ შევძელი გიორგისაც წამოვიყვან , გაგაცნობ , ეჰჰჰ ნეტა ეს არ დამართნოდა და .
–ხო ძალიან ძნელია დედის დაკარგვა ... ყევლაზე კარგად ახლა მე მესმის მისი ...
–საბა...
ფეხზე წამოვდექი,,,
–ხო ანი ..
–წავედი მე !
–აბა შენ იცი... ჭკვიანად იყავი და არ დამივიწყო ...
–არა რას აამბობ ,,,
დავიხარე და ლოყაზე ვაკოცე ... საბამ გამიღიმა და თმის კულული ყურში ჩამიტანა. თვალიდან ცრემლი წამმოგორდა .. საბამ ხელით მომწომინდა და აკანკალებული ხმით მითხრა
–არ იტირო ..ძალინ გთხოვ !
არაფერი აღარ მითქვამს, წელში გავსწორდი და კარისკენ გავემართე .. რატომღაც ძალიან მიჭირდა საბას დატოვება , არ ვიცი რატომ მაგრამ მინდოდა ისიც ჩემს გევრდით ყოფილიყო.. რაღაც უხილაავი ძაფებით ვიყავით დაკავშირებულები ერთმანეთთან .. ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი გახდა ამ მოკლე დროში ის ჩემთვის !
კარი გამოვაღე , კიდევ ერთხელ შევბრუნდი საბასკენ და დავინახე , როგორ მოსდიოდა თვალებიდან ცრემლები ... ვერაფერს ვხვდებოდი , მაგრამ ჩავთავლე ეს უბრალოდ დამშვიდობებისგან გამოწვეული ემოციების ბრალი იყო , თუმცა ვერ დავმალავ მეც ძალიან მინდოდა იმ წუთას ტირილი ... ღრმად ამოვისუნთქე და ბოლოჯერ დავემშვიდობე საბას .
–დროებით საბა ! სამირეკე !
გამოსვლისას კი ყურში ჩამესმა საბას ხმა ...
–მომენატრები !
არაფერი არ მითქვამს ... არც კი შევბრუნებულვარ ...
პალატიდან გამოვედი და თეთრ დერეფანს წყნარად გავუყევი....
სახლში დავბრუნდი , სანაპიროზე ჩავედი და ქვიშაზე ფეხშიშველმა დავიწყე სიარული. დავდიოდი , დავდიოდი , დიდ ხანს . გაუჩერებლად. ვფიქრობი, გეგმებს ვაწობდი და თვალწინ მიდგებოდა სცენა , თუ როგორ შევხვდებოდით მე და გიორგი ერთმანეთს ... ახლა კი ნამდვილად მქონდა გადაწყვეტილი , რომ აღარსად გავუშვებდი....
უეცრად ისევ საბა გამახსენდა... რამხელა ადგილი დაიკავა საბამ ჩემს ცხოვრებაში.. ჩემი საუკეთესო მეგობრის სტსტუსით სარგებლობდა.. ვგრძნობდი , რომ არც მისი დატოვება მინდოდაა ... ვგრძნობდი რაღაცას .. უცხოოოს ....
ამ ფიქრებში გართულს კი , ბოლოს გამახსენდა , რომ მალე მამაჩემი უნდა მოსულიყო და უკან მიბრუნება გადავწყვიტე .
კიდევ ერთხელ გავჩერდი , ზღვისკენ შევბრუნდი. ღრმად ამოვისუნთქე და მეორე დღისათვის ძალები მოვიკრიბე ! ყველაზე მძიმე წინ მელოდა !
სახლში შევბრუნდი , ყევლაფერი გავამზადე და უეცრად კარზე კაკუნის ხმაც გაისმა .... კართან მივირბინე .... გამოვაღე და დავინახე ადამიანი , რომელიც ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარს ... მაშინღა ვიგრძენი , როგორ ძლიერად მომნატრეებია , ვუყურებდი და ახლოსაც ვერ მივცდიოდი. იმდენად მიხაროდა მისი დანახვა .... ბოლოს წამოვიყვირე და მისკენ გავექანე...
–მამაა .... !
მივვარდი და კისერე ჩამოვეკიდეე ...
–ანი მამი დამენახე აბა .. როგორ გაზრდილხარ,,
–რა გამზრდიიდა მამა 1 თვეში...
–როგორ მომენატრე ჩემო პრინცესა !
–არ წავიდეთ ?
–ხო ხო წავიდეთ ! ეს შენი ჩანთებია ?
–კი მამი ყველა ჩემია ...
ჩანთები მანქანაში ჩავალაგეთ ... კარები დავკეტეთ და თბილისისაკენ მიმავალ გზას დავადექით ....