სიყვარული და სიკვდილი
სიმშვიდე რწმენა თავისუფლება
ჩვენ სიცოცხლეში ამას ვნათრულობთ,
როდესაც საქმე კარგად ჩაივლის
წარმატებასაც მასჰინ ვნახულობთ,
სანამ სიცოცხლის ცოტაოდენი
და წამიერი დრო დაგვრჩენია
სიყვარულისთვის უკან არ ვიხედვთ
მოკვდავებს მხოლოდ ეს შეგვრჩენია.
თითქოს სიყვარულს ყველა ნაბიჯზე
მარადისობის ძალა იფარავს,
ამის გამო კი სიკვდილსაც ებრძვის
ეს წმინდა გრძნობა და მიჯნურთ ფარავს,
მაგრამ ყოველთვოს ბედი ვის წყალობს
უიღბლობა ხომ ჩვენი ხვედრია,
დიდ სიკეთეში და დიდ გრძნობაში
მწარე ნაღველი მუდამ ერია.
ერთხელ როდესაც უფლის შვილები
ცხოვრების გზაზე ბედმა შეჰყარა,
ისინი ერთად ტკბებოდნენ ამით
თუმცა სიკვდილმა შეძლო შეპარვა
გოგო და ბიჭი მწარედ აცდუნა
და უიღბლოებს ფეხი წაუცდათ,
რომ გადაეშვნენ ტრფობის მორევში
უცებ სიკვდილის ძაფი გაუწყდათ.
ორივემ ერთად დალიეს სული
რადგან სიყვარულს სიკვდილმა სძლია
თუმცა ამ ფაქტთან შეგუება კი
არცერთ ჩევნთაგანს არ შეუძლია.
ნეტავ რაღატომ იბადებიან
თუ ისევ ისე იქ ბრუნდებიან,
ალბათ იმისთვის რომ დაგვანახონ
სიკვდილს ვერავინ გაექცევიან
და სამუდამოდ დავიმახსოვროთ
ჩვენი ცხოვრებაც არაფერია!..