მენატრები დედა... ვცდილობ, და აი უკვე მერამდენედ წავშალე დაწერილი, რაღაც დავწერო. შეიძლება კი იმაზე დიდი სიყვარული მოიძებნოს სამყაროში ვიდრე დედის გულს შეუძლია?! უკვე მერამდენე წელია ვებრძვი უშენობას, ვებრძვი და ის სულ მამარცხებს. მაპატიე დედა... ისე მენატრები, ისე მჭირდები... შენსავით ხომ ვერავინ შემიყვარებს,ვერავინ მომეფერება და ვერ მეტყვის მოგიკვდეს დედაო... როგორ მინდა ჩავდო თავი შენს კალთაში და ვიტირო,ვიტირო იმ იმედით რომ თავზე ხელს გადამისმევ და ჩამიხუტებ და მეტყვი მე ხომ შენთან ვარო.
ძალიან გთხოვ სიზმარში მაინც მოდი ჩემთან, დამესიზმრე დე, დამესიზმრე თორემ მეშინია, დე ძალიან მეშინია... მეთხუთმეტე წელია არ მინახიხარ დე, სიზმარშიც არ მინახიხარ... მენატრები დე.