♥ ℒℴѴℯ ♥

  • კატეგორია:
  • მოდი, ამ ჭიქით იმ მეგობრის სადღეგრძელო ვთქვათ,

    ლხინის სუფრაზე ბოლომდე რომ გვერდით დაგრჩება,

    ვინც შენს სიხარულს, ვით საკუთარს ისე გაიყოფს–

    შენი სიკეთე, რომ არასდროს არ შეშურდება!

    მოდი!–დავლოცოთ მეგობარი ლხინის ზიარი...

    პირველ მოსული...ბოლო სტუმარს რომ გააცილებს,

    ჭირში კი არა,ზუსტად ლხინში არ გაგექცევა–

    და შენს სიხარულს, ვითარც სხვისას არ აიცილებს!

    მოდი, ერთხმად ვთქვათ! არ არსებობს ადამიანი,

    რომ არ უნდოდეს მეგობარმა გული გაუთბოს,

    მაგრამ წაქცეულს, ხელს რომ კაცი წამოგაშველებს,

    იმას კი არა...ლხინის ზიარს!–მსურს გაუმარჯოს!

    ეს სადღეგრძელო მეგობრობის, ყველამ დავლიოთ!

    სიხარული რომ მის თვალებში აირეკლება,

    ადამიანი ხშირად ჭირში...სიბრალულს მოჰყავს–

    მაგრამ ასეთი სიხარულში გაგერიდება!

    P.S.

    მოდი, დავლოცოთ მეგობარი, ლხინის ზიარი–

    პირველ მოსული...ბოლო სტუმარს რომ გააცილებს!