:**))

  • კატეგორია:
  • ნუცა მოწყენილი იჯდა თავის ოთახში და გალაკტიონის ლექსებით ირთობდა თავს
    -ნუცა,დამირეკე რა,კიდევ წიგნს ხო არ კითხულობ?
    მოუვიდა დაქალის sms გოგოს.
    -ჰოოო,რა უდროო დროს იცი ხოლმე მაკო,გალაკტიონის ლექსევს ვკითხულობდი გინდა წაგიკითხო?პატარა პოეზიის საღამოს მოგიწყობ.
    ნუცამ ხმამაღლა გამოთქმით დაიწყო კითხვა ტელეფონში.
    -არ მინდა მორჩი,სულ კითხვის ხასიათზე როგორ უნდა იყო,გოგო იცი რა მოხდა?!
    -რაააა?
    -რადა გუშინ თაკო ისტერიკაში ჩამივარდა ჩემთან ამოვიდა და ნიანგის ცრემლებს აღვარღვარებდა.
    -და რატო კი მარა?ეხლა არ მითხრა ვიღაც შეუყვარდაო.
    -აუუ გოგო “ვაფშე” გამოშტერდა,ხო იცი სანდრო რო არის?ის შეუყვარდა,ისე ხო იცი შენ მაგარი გემოვნება ქონია,მთელი დასტა სასიყვარულო წერილები გაუგზავნია სანდროსთვის,მერე მესიჯების წერა დაუწყია სანდროც ამდგარა და შუა ეზოში უგინებია.
    -ოოჰოოო,რაღა ისტერიკა რა იყო გოგჩოს დამცირება არ მოეწონა?სულ ჩემზე “კაიფობდა”სირისტიანი ბიჭები მოწონსო და თვითონ ხო მოსწონს ძველი ბიჭები კარგად რო აგინებენ მერე.
    -აუუუ რა ცუდი გოგოები ვართ რო ვჭორაობთ,მაინც ცოდოა,აუუ გუშინ უნდა გენახა “პროსტა”შემეცოდა მართლა,გოგო გიჯს ჰგავდა უნდა გენახა რა,დავიშოკე,ლამის ხელი გავარტყი სახეში მაგრამ ამისიც შემეშინდა ვიცოდი ხელს შემომიბრუნებდა.
    -ისე შენ გედაქალება და ჩემზე არ გეჭორავება ხოლმე რაღაცეებს??
    -არა გოგო გაგიჟდი,რა სისულელეა,იცის კარგ პასუხს რო გავცემ.
    -შენ ნამდვილი მეგობარი ხარ,და ძალიან,ძალიან,ძალიან მიყვარხარ!
    -ოოოჰჰ მე უფრო მიყვარხაე და ხმა,კრინტი არ გავიგონო შენი.
    ოხ,კაი ხო ჯანდაბას.
    გოგოებმა სიცილი ატეხეს.
    ნუცა გეგმებს აწყობდა საკუთარი წიგნის გამოცემაზე ოცნებობდა,ბიბლიოთეკაში იჯდა და მასალებს აგროვებდა.ამ დროს მაკო მივიდა და ცოტა განტვირთვა შესთავაზა და გუდაურში წასვლაზეც უპრობლემოდ დაიყოლია.
    -გოგო,ცოტა დასვენება გჭირდება,ეგ შენი წიგნები ისევ აქ დაგხვდებიან,წაამო ბაკურიანში წავიდეთ დიდი თოვლი მოსულა.
    -ხო გოგო მართლა არ მაწყენდა ცოტა დასვენება თორემ მართლა ძალიან გადავიღალე.
    -ე.ი.მივდივააააააართ,რა მაგარია,ანუ იქით კვირას წავალთ სპორტულ ჯგუფს გავყვებით რა,უფრო იაფი ჯდება,სახლის პრობლემაც მოხსნილი გვაქვს და ჭამისიც თან “დაჟე”მწვთნელიც გვეყოლება,რაც მთავარია კაი ჯგუფია რა,შარშან იცი რა მაგარი ბიჭები იყვნენ??
    -თანახმა ვარ გოგონი,კვირას მივდივართ.
    -იცი ოღონდ ჩვენთან ერთად ვინ მოდის?თაკო.
    -აუუ,ე.ი მაგარი ჩხუბი მელოდება რა.
    გოგოები მთელი კვირა ემზადებოდნენ,ჭკუაზე არ იყვნენ ისე უხაროდათ.მეორე კვირა დღეს უკვე ბაკურიანში იყვნენ,ჯგუფით მართლა კმაყოფილები იყვნენ,ერთადერთი ცოტა დისკომპორტს ნუცას ცოტა თაკოს იქ ყოფნა უქმნიდა.გოგოებმა ჩასვლისთანავე იგუნდავეს.თოვლით დაფარული არე-მარე,ფიფქები და ეს ნათელი სითეთრე მართლაც სიმშვიდეს ჰგვრის ადამიანს.