-დედიკო... ხომ არასდროს მიმატოვებ??
ერთხელ ვიგრძენი მისი არსი... თუმცა არა მაშინ, როცა დედა გავხდი, არამედ 16 წლის ასაკში...
თავსხმა წვიმა იყო... მშვიდად მივუყვებოდი ტროტუარს და ვსეირნობდი... ჩემი ცრემლები წვიმის წვეთებს ერეოდა, ამიტომ რთული შესამჩნევი იყო, რომ ვტიროდი....ვტიროდი ,იმიტომ , რომ ჩემს არსებობას დედამიწაზე ვერ ვხსნიდი... ვფიქრობდი, რომ უბრალოდ მოვკვდებოდი და ჩემი სახელიც ისევე წაიშლებოდა, როგორც წვიმა შლიდა ჩემს ცრემლებს.... მინდოდა ყვირილი... ღრიალი... ვგრძნობდი, რომ ნელ-ნელა ვდნებოდი...
16 წლის ასაკში უცნაურია იგრძნო სიძულვილი ცროვრებისადმი, რომელიც თითქმის არ გაგივლია... ვიცოდი, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო.... ყოველთვის ვიცოდი, რომ ცუდი ნერვები მქონდა.. მაგრამ არ მეგონა, თუ ჩემი სუსტი ნერვები სიგიჟის ზღვარზე მიმიყვანდა... მაგრამ... უი, თურმე ვცდებოდი... ვგრძნობდი, რა მჭირდა თუმცა, რასაც მე შევესწარი იმ დღეს, ნამდვილად იყო მიზეზი სიგიჟისა და სულიერი დაცემისა...
სანამ ტირილს დავიწყებდი, ბარდიურზე ვიჯექი მშვიდად და წვიმას ვუყურებდი... მიყვარს წვიმა...გოგონა მორბოდა შუა ტრასაზე, ეტყობოდა, ჩემხელა უნდა ყოფილიყო, ან ოდნავ დიდიც... უკან ვიღაც ქალი მოსდევდა, შეშფოთებული და ცრემლებისაგან თვალებდაწითლებული.... გოგონა შუა Qუჩაში გაჩერდა, შებრუნდა და დაუღრიალა, რომ ეზიზღებოდა... ვიგრძენი, რომ უბედურება ახლოს იყო... და აი, ისიც... სულ ერთი წამიც და გოგონას მანქანა გაიტანდა, რომ არა ერთი უცნაური რამ... ეს ისე სწრაფად მოხდა, რომ ვერც მე და ვერც ის გოგო ვერ მივხვდით, რა მოხდა... მაგრამ ფაქტი იყო , რომ მანქანის ბორბლებს შორის გოგონა კი არა, ის ქალი იყო, რომელიც მას ასე ეზიზღებოდა.... მაშინვე წამოვხტი.. მივვარდი.. უყურადღებო მძღოლი სადღაც გაქრა. თუმცა ამას უკვე მნიშვნელობა აღარ ჰქონდა... ქალი სისხლისგან იცლებოდა... ახლა მიხვდა, გოგო გონს მოვიდა და ქალის თავთან ჩაიჩოქა:
-არ მიმატოვო,დედა,გევედრები....
-მიყვარხარ!... თავს ნუ დაიდანაშაულებ, ჩემო სიხარულო... მიყვარ..-და რაღაც დამთავრდა... ქალი გათავდა... გოგო აქვითინდა... მე მივხვდი, რომ ზედმეტი ვიყავი... წავედი... ნელი ნაბიჯებით....ფეხები ერთმანეთში მეხლართებოდა... მერე ნელ-ნელა ფეხებს ავუჩქარე.. ბოლოს გავრბოდი... მივხვდი, რომ ყველას და ყველაფერს მართლაც დაკარგვის შემდეგ ვაფასებთ... შემძულდა ჩემი თავი, ამის ხარჯზე, დედა 2-ჯერ უფრო შემიყვარდა... მივხვდი, რომ არარაობა ვიყავი... ზღვის წვეთი... და ამ სამყაროდან ისე უკვალოდ გავქრებოდი, როგორც ცრემლები- ჩემს თვალებზე, რომელსაც წვიმა შლიდა... ვეგდე ასფალტზე.. ტალახიანი და სველი... მერე ავდექი და ისე გავიქეცი , როგორც არასდროს.. უცებ ხიდი დავინახე... მოაჯირზე შევდექი.. ცურვა არ ვიცი... მოვკვდები.. დედა? მამა? არ მაპატიებენ.... არავინ მაპატიებს, ყველა შემიძულებს და უკვალოდ გავქრები... აღარ გადავხტი...რამაც ორმაგად შემაზიზღა ჩემი თავი... "თუ არ ხტებოდი, რას ადიოდი? ლაჩარო! მშიშარა!"-მეუბნებოდა მეორე მე... ვღრიალებდი... ირგვლივ არავინ იყო. თითქოს დრო გაჩერდა....
უცებ ელვის სისწრაფით შემოვბრუნი და გავიქეცი, ოღონდ ამჯერად არა უმისამართოდ! იქით წავედი, სადაც ყველას ისეთი ვუყვარვარ, როგორიც ვარ! დიახ, სახლში წავედი... კარი ღია იყო ... დედა სამზარეულოში ფუსფუსებდა... იმ საჭმელს აკეთებდა , მე რომ მიყვარს, აი, იმას დილით რომ ვთხოვე!
-ღმერთო, სულ სველი ხარ!
_ვიცი...
ის მიხვდა , რომ არაფერი უნდა ეთქვა.. გულში ჩამიკრა გალუმპული, ტალახიანი, ბინძური , ცრემლებში ნაბანავები და შუბლზე მაკოცა...
-ყველაფერი კარგად იქნება... მიყვარხარ...
ის თითქოს ჩემს სხეულში შემოვიდა და მთელი არეულობა დაალაგა, ისევე როგორც ამას ჩემს ოთახში აკეთებს ხოლმე... ოჯახის სხვა წევრები გაოცებულები გვიყურებდნენ.. მივხვდი,რომ დედამ ანიშნა, და ყველა სადღაც გაქრა.... დედამ მთელი სისველე, ჭუჭყი და ცრემლი შეიწოვა...
-დედიკო... ხომ არასდროს მიმატოვებ??
-არა, არასოდეს!.........