ერთხელ გამიღიმე
და ეს ოცნებებიც უკვე მდუმარეა,
დარდი გამიტაცებს ცრემლით გარეცხილი
ცივი მარტოობა ხშირი სტუმარია.
მინდა საიდუმლო გულში გავაშიშვლო
დაღლილ მოლოდინში მრჩება საფიქრალი,
უცნობ მომავლიდან ვმარხავ მწუხარებას
და ეს ყველაფერი გულში ჩავიკალი.
გამხმარ შემოდგომას აღარ მოვიკითხავ
გრძნეულ სიყვარულში ზიზღი დავიხალე,
ქარმა მონატრებაც გზა-გზა გამიფანტა
ღმერთო ამ ყველაფრით უკვე დავიღალე.
თეატრს დახურავენ,მაესტრო გარდაცვლილა
და დღეს მერამდენედ წარსულს მოგაგონებ,
ერთხელ გამიღიმე თუნდაც ირონიით
რადგან ამ ნაწერით თავს ვერ მოგაწონებ.