ერთი ჩვეულებრივი დილა გათენდა. თათამ გაახილა თვალი და ფიქრი დაიწყო იმაზე ამ დღესაც ისევ ისე უაზროდ როგორ გაატარებდა... არაფერი ხდებოდა ახალი, წლები,რომელიც ადამიანის ცხოვრებაში საუკეთესოდ ითვლება ერთფეროვნად მიედინებოდა..
გაემზადა და წასასვლელად მოემზადა. ძალიან არ ეხალისებოდა სამსახურში წასვლა,იმიტომ რომ იცოდა მოწყენილობისგან მოკვდებოდა,მაგრამ მისი მოლოდინი საერთოდ არ გამართლდა და იმ დღემ რადიკალურად შეცვალა თათას ცხოვრება....
სამსახურში რომ შევიდა მოულოდნელობისგან ადგილზე გაშეშდა,დაინახა ადამიანი რომელიც ერთ დროს სიცოცხლეს ერჩივნა...
-ზურაააა? აქ რას აკეთებ?-ძლივს ამოილუღლუღა თათამ.
-მეც მიხარია შენი ნახვა თათა,დღეიდან თქვენი ახალი თანამშრომელი ვარ,-ღიმილით უპასუხა მან და წამოიწია საკოცნელად,მაგრამ გოგონამ უხეშად გვერდი აუარა და სამუშაო ადგილისკენ გაემართა. თვალწინ დაუდგა ყველაფერი,ის ლამაზი თუ ტკივილით აღსავსე დღეები რომელიც ამ ადამიანთან აკავშირებდა. ვერასდროს წარმოიდგენდა მათი გზები ისევ თუ გადაკვეთდა ერთმანეთს,მაგრამ ცხოვრება ხომ მოულოდნელობებითაა აღსავსე. გაფიქრებაც კი ზარავდა, რომ მასთან ერთად მოუწევდა მთელი დღის გატარება, თითქოს მისმა დანახვამ ხელახლა გაუღვიძა გრძნობები რომლებსაც ამ დროის განმავლობაში დავიწყებულად თვლიდა. დიდი ძალისხმევა დაჭირდა თავის ხელში ასაყვანად,მაგრამ მაინც შეძელო, თუნდაც იმის გამო რომ,მას არაფერი შეემჩნია...
სანამ მუშაობას დაიწყებდნენ მენეჯერმა ყველას ერთად მოუყარა თავი და წარუდგინა ახალი თანამშრომელი:
-გაიცანით ეს თქვენი ახალი თანამშრომელი ზურა გოგბერაშვილია, რომელიც დღეიდან ჩვენი გუნდის წევრი იქნება და ჩვენთან ერთად შეეცდება ჩვენი ბანკი უფრო წარმატებული გახადოს თავის დაუზოგავი და ენერგიული მუშაობით.
_აუცილებლად, მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ რომ,თავს არ დავზოგავ და იმედებს ნამდვილად არ გაგიცრუებთ.-ხელი ჩამოართვა მენეჯერს და თავაზიანად გაუღიმა თანამშრომლებს. თავი ისე გვეჭირა ორივეს,თითქოს საერთოდ არ ვიცნობდით ერთმანეთს, სადმე თუ ერთდროულად მოგვიწევდა ყოფნა ერთ-ერთი ტოვებდა იმ ადგილს რაიმე საქმის მომიზეზებით . ნიაკომ რომელიც თათას მეგობარი იყო მაშინვე შენიშნა მისი უხასიათობა და მიზეზიც კითხა,მაგრამ სიმართლე ვერ გაუმხილა,ამიტომ თავის ტკივილი მოიმიზეზა.
სამუშაო დღეც მიილია და თათა მაშინვე სახლში გავარდა,არ უნდოდა კიდე სადმე გადაყროდა ზურას,იმას კი ხვდებოდა რომ სულ ასე ვერ გაგრძელდებოდა და ადრე თუ გვიან ლაპარაკი მაინც მოუწევდათ, მაგრამ ჯერ ამისთვის მზად არ იყო, ჯერ საკუთარ გრძნობებში უნდა გარკვეულიყო და მიმხვდარიყო მომავალში როგორ გაეგრძელებინა ცხოვრება...
ის მიდიოდა და წარსულის აჩრდილიც უკან მიჰყვებოდა. მთელი დღის მოძალებულმა ცრემლებმა გზა იპოვა და ღაპაღუპით ჩამოსდიოდა მის ლამაზ ლოყებს. გამვლელები ცნობისმოყვარე და თანაგრძნობით აღსავსე მზერით მისჩერებიდნენ გოგონას, რომელიც მის ირგვლივ ვერავის ვერ ამჩნევდა. ვერც გაიგო ისე აღმოჩნდა მის საყვარელ სკვერში, იქვე სკამზე ჩამოჯდა და ფიქრებს მიეცა.....