ეგოისტის ახსარება
მით რომ ვიყავი მარტო, ეული,
ვთვლიდი სამყარო ძეღვნად მერგუნა,
მაგრამ ხელთ მქონდა ერთი რვეული.
შეიძლებ იყოს აღიარება,
აწ ეგოიზმით მცხოვრები სულის,
გვიან მიხვედრილს ღრმა იარებად
გულს, რომ დამაჩნდა აზრგადასულის.
ისიც არ ვიცი რასა აქვს აზრი,
აქამდე ტყუილ ცხოვრებ მოვლილი,
ჩემი ქმედება იყო მარაზმი,
ეხლა კი ვიცი, მე ვარ ცოდვილი.
როცა თავს ვგრძნობდი მეტად მეფურად
და ეგოიზმით გული ავავსე,
ძლიერ მიკვირდა, ვიყავ მე თუ რად
მარტოსული და ბოღმით აღსავსე.