ორი არსება

  • კატეგორია:
  • არსებობს ქვეყნად
    მრავალი რჯული,
    მილიარდობით
    ადამიანი:
    დინჯი, თამამი
    და დაჩაგრული,
    უსამართლო და
    სამართლიანი.

    მაგრამ ამჯერად
    ორი სხეული,
    ორ ადამიანს
    აღვწერ უფალო,
    ერთი თვლის, რომ არს
    გამორჩეული,
    მეორე ამბობს:
    “მე ვარ უბრალო!”

    I
    არის ეული,
    გულდასერილი,
    ბოღმით აღსავსე,
    სულით სნეული,
    ყოვლის მოძულე,
    კარჩაკეტილი
    და ამბობს: “მე ვარ
    გამორჩეული.”

    II
    არის კეთილი,
    არა დევნილი,
    სილაღით სავსე,
    არა უნაკლო,
    სასიამოვნო,
    ხან განდეგილი
    და ამბობს: “ხალხო
    მე ვარ უბრალო.”

    ასეა ზოგი
    იმას გასძახის,
    რაც ის არასდროს
    არა ყოფილა,
    ის კი ცოტაა,
    სიტყვა მართალით
    ბრბოს, რომ დროზევე
    გამოყოფილა.