შენი სიყვარული
შენი მონატრება ტანჯვანარევი სიტკბოებაა,გამაბრუებელი და სანუკველი...
მონატრება!..აი,სიგიჟე ჩემი ოცნებების დიადი მსხვრევისა,სიგიჟე,ჰორიზონტისკენ ნისლით დაბინდულ გზაზე მარტო ხეტიალი.და,ვისთვის?შენთვის,შენთვის,შენთვის...
სიშორე ?!სიშორე რაღაა,თუ არა დარდი და ტანჯვა,ტკბილიც და მწარეც,აურაცხელი ზმანებების უსასრულო მარცხი საკუთარ თავთან ჭიდილში მოპოვებული სიამაყის წილ.სიახლოვე კი,ნეტარების დიდი მწვერვალი.
შენთან ყოფნა!..აი, რა მაკლია,მხოლოდ და მხოლოდ ამ მწვერვალის დაპყრობა...
ალბათ შევდზლებ ოდესმე ამას,ალბათ!!!