დამაბრუნა ისევ სახლში
ავანთებდი ისევ სანთლებს ვადიდებდი მხოლოდ ღმერთს,
ყოველ დილით ვაჩუქებდი ჩემს ძველ ლექსებს ზურგის სიოს
მერე ჩოქვით მოვივლიდი უკვდავ ტაძარს, ბებერ სიონს.
შეყვარებულს დავუკრეფდი წითელ-ყვითელ ყვავილებს
მერე ღამით მოვივლიდი ამ შავი ზღვის ნაპირებს.
სახლში მისულს, საღამოზე გამკიცხავდა ალბათ დედა
ასე გვიან რომ მოხვედი რას ფიქრობდი შვილო ნეტავ.
მე კი ვეტყვი ეს უძღები შვილი, სახლში მიმიღე,
მე ხომ ვიცი იავნანას ჩემთვის ეხლაც ღიღინებ.
ვიცი შენ, რომ ჩემთვის ბევრჯერ ცრემლის ზღვანი დაგდენია
შენ კი, დედა ჩემო კარგო სიტყვაც კი არ დაგცდენია.
დამაბრუნა ისევ სახლში, ეხლაც ვნატრობ მხოლოდ ერთს
ეხლა შორს ვარ, რომ დავბრუნდე ვევედრები უფალს ღმერთს.