არ მსურს იქ სიცოცხლე,
სადაც სიყვარული
მხოლოდ წამიერი
არის აგონია,
არც იქ სიყვარული,
სადაც სულს სიცოცხლე,
მა-მარადიული
არ ჰგონია.
სადაც ოცნებები,
მწარე რეალობის
ცეცხლში ნაცრდებიან.
სადაც ვარსკვლავები
ჭექა-ქუხილისას,
იმალებიან და
ცაზე არ ჩნდებიან.
არ მსურს იქ სიცოცხლე,
სადაც მიღიმიან
მხოლოდ იმიტომ, რომ
გული არ მეტკინოს.
სადაც წირვა-ლოცვა
კომედიას ჰგავს და
მღვდელი არლეკინოს.
სადაც არსებიდან
არ არსებობამდე,
ნაბიჯ-ნახევარიც
აღარ დარჩა.
სადაც მეფეებმა
სკიპტრა დაკარგეს და
გვერდზე მოისროლეს
ძველი ფარჩა.
არ მსურს იქ სიცოცხლე,
სადაც სიყვარული
ბოღმის და ცოდვების
ცეცხლზე დაწვეს.
სადაც თვით უფალი,
აქეს ადიდეს და
შემდეგ
ჯვარზე აცვეს.
სადაც გალილეი
იყო გალილეო,
სადაც ლეონარდო
და-და-და ვინჩობდა.
სადაც მანდილოსანს
წუთში გავიცნობ და
მერე მივატოვებ - ვიტყვი
არ მიცნობდა.
არ მსურს იქ სიცოცხლე,
სადაც ზეცისფერი, მხოლოდ
თვალის ფერის
გამო ახსნედებათ.
სადაც ყველა კვდება,
სადაც ყველა სცოდავს,
მხოლოდ იმიტომ, რომ
ყველგან ასე ხდება.
სადაც ჯულიეტამ
მოკლა რომეო და
სადაც ჯულიეტა
სხვაზე დაინიშნა.
დილამ დაივიწყა,
ღამე, რომ ელოდა,
ღამე, რომ ელოდა,
სწორედ ა_იმ ნიშთან,
სადაც პირვანდელი
კოცნის სურნელება,
მოხუც იასამნებს,
სუნთქვად დაუსხიათ.
სადაც სიყვარულებს
ტოტები ახმებათ,
მხოლოდ იმიტომ, რომ
წყალი არ უსხიათ.
არ მსურს იქ სიცოცხლე,
სადაც ბაგეები
თოვლის ფანტელებზე
უფრო ცივებია.
სადაც გვაოცებს, რომ
მთვარეს -
მზეზე ბევრად მეტი
სხივები აქვს.
სადაც შენს თვალებზე
სხვები მღერიან და
სადაც შენს დალალებს
სხვები შესცქერიან.
მე - კი შენთვის
უკვე ძველია და
მე - კი შენთვის
უკვე ბებერია.
არ მსურს იქ სიცოცხლე,
სადაც სიყვარული
ამოშრა და
წვეთიც აღარ დარჩა.
სადაც ქრისტე
ჯვარს აცვეს და
სხვისთვის გადარჩა და
ჩვენთვის არ გადარჩა.
და თუ რომელიმეს,
ისე სხვათაშორის,
არ სურს იქ სიცოცხლე,
სადაც სიყვარული
მხოლოდ წამიერი
არის აგონია...
- მაშინ მომბაძოს და
მაშინ მე გამომყვეს,
თუ სურს რათქმაუნდა,
თუმცა - არ მგონია.

დღეს ხომ სიყვარული,
მხოლოდ სიტყვაა და
დღეს ხომ სიყვარული
მხოლოდ ჟარგონია...