გაცოცხლება თქვი, თორემ სიკვდილს წამები უნდა
ვინც კი არ ანგრევს, სიყვარულის ტაძარს აშენებს...
მე მზეს ვადარებ, ვინც სიკეთის ნერგებს აცოცხლებს...
ვინც თბილი გულით მომაკვდავსაც კი გააცოცხლებს.
სიკეთე მითხარ, ბოროტება, არავის უნდა...
აშენებაა ძნელი თორემ, ნგრევას რა უნდა...
გამთელებაა ძნელი თორემ, მსხვრევას რა უნდა...
გაცოცხლება თქვი, თორემ სიკვდილს წამები უნდა....