აღარ მინდა ვიყო მხოლოდ თეორია და პრაქტიკულად არ ვარსებობდე…
არ მინდა ვიყო შენი ტკივილი და დარდი…
არ მინდა ცხოვრება შენს მომავალ ცხოვრებაში…ეხლა კი შეუძლებელია…
იცხოვრე მშვიდად … უჩემოდ … მინდა იყო ბედნიერი…
და დიდი იმედი მაქვს, რომ გესმის ჩემი…და თუ არ გესმის, მაშინ შეეკითხე შენს თავს…
შენ თვითონ შეძლებდი იმას, რასაც ჩემგან ითხოვ? ან თუნდაც იმის ნახევარს, რაც მე შემიძლია…
მიყვარხარ…და მტკივა, რომ გეზედმეტები…
მაპატიე, მაგრამ ვიცი, რომ ჩემი წასვლის დროა...ისიც ვიცი, რომ ყოველთვის უკეთესად გამოვიყურები, როდესაც არ ვარ…