ვინ ხართ? რისი გწამთ? და რას დაეძებთ?...
საკუთარ გულში თუ ჩაგიხედავთ?
გინდათ პრობლემებს თქვენსას გაექცეთ
და სხვისი, თურმე, სულ არ გეხებათ.
სხვისას დასცინით, თქვენსას კი მალავთ,
ის სხვა თქვენს თვალში დაძრახულია,
ენებს იმ სხვაზე ხალისით ღალავთ,
თქვენი ამბები უფრო რთულია.
სხვის ნაკლს დასცინით, თქვენსას არ იმჩნევთ,
იქნებ თვითონ ხართ მათზე საწყალი?
თავს შებრალებით ისე დაიქნევთ,
ცრუ ეგონება ალალს მართალი.
ან თუ ვიღაცა უბრალოდ გჯობნის,
თუნდ ფიზიკურად, ან თუნდაც გონით,
ერთხელ დაღალო ეგ ენა გყოფნის,
სხვას ათქმევინო: ''ვერ ვიტან მგონი''
სხვას კარგად კიცხავთ:' 'ეს რა აცვია?
რა იყო, მოდას სულ არ მიყვება''
ის არ იკითხო, იქნებ დღეს შია,
პურიც რომ არ აქვს, მაგას ვინ ხვდება!
მაძღარი იყო - რა ადვილია,
ზიზღით უცქირო მშიერ მათხოვარს,
თუ ლუკმა სხვისთვის არ გაგიყვია,
სანთელს ნუ უნთებ…