მივდიოდი...
მივდიოდი და თან მიმქონდა ჩემი ფიქრებიი .. ჩემი ოცნებები,
მესმოდა როგორ ხრაშუნებდა ქვიშა ჩემს ფეხქვეშ. ნაღვლიანი თვალებით გავყურებდი როგორ იმალებოდა ზღვის ჰორიზონტს იქით მზე...
იქვე პატარა ქვაზე ჩამოვჯექი და ცრემლი მოვიწმინდე. მინდოდა ჩემი თავი გამემხნევებინა, მაგრამ არ გამომდიოდა. საბედნიეროდ ჩემი საყვარელი მეგობარი აქვე იყო. ჩემი დღიური, რომელიც ყოველთვის მისმენდა და მეც ბოლომდე ვიცლებოდი მასთან ... გადავშალე და დავიწყე წერაა ..
____ '' იცი ეხლა რა მინდა? ... ტირილი მინდა , მაგრამ ცრემლი არ მომდის , მინდა ეხლა ამ წამს თვალები დავხუჭო და გავქრე .. ან შენ გაგაქრო...არა, რა სისულელეს ვამბობ... შენ ხომ ცხოვრებას მილამაზებ... ქვეყანა რომც ინგრეოდეს, მაინც მენდომებოდა სიცოცხლის გაგრძელება... მხოლოდ იმის იმედით გავიღვიძებდი დილით,რომ იქნებ შენი თვალები მენახა... ყველაფერს დავთმობდი, რაც კი ძვირფასია ჩემთვის, რომე კიდევ ერთხელ მაინც მეგრძნო შენი სიახლოვე... შენი გულის ცემა... შენი სითბო... იცი რატომ მიყვარს ზღვა? ის შენს თვალებს მაგონებს... იცი რატომ მიყვარს პატაარ ბავშვი? ის შენი ღიმილივით სუფთაა და სათნო... იცი რატომ მიყვარს სიჩუმე? სიჩუმეში შენი გულის ცემა მესმის... იცი რატომ მიყვარს სიცოცხლე? იმიტომ რომ შენ არსებობ... მეძინება... მაგრამ თვალების დახუჭვის მეშინია... იმიტომ რომ ვიცი... შენს სახეს დავინახავ... და მერე ისევ ტირილი მომინდება...არასდროს შენ არ დაგთმობდი .ღამეს ხო ვერსად გაექცევი? როცა დაწვები... და მარტო... სიჩუმეში... სიბნელეში... გინდა თუ არა, ის ფიქრები ამოგიტივტივდება, რომლებსაც ცდილობდი გაქცეოდი მთელი დღის განმავლობაში... და მერე ისევ ტირილი მინდება მირჩევნია გულმა იტიროს... და ტირის კიდევაც..
რის მიღწევას ვცდილობ? ამას ნახაავ? ამას წაიკითხააავ? გამიიგეებ?
ყველაფრის და მიუხედავად .. იმის მიუხედავად რომ აქამდე მომღიმარი პატარაა ბავშვი ვიყავი შენს გამო გავიზარდეე შენს გამო გავხდი ასეთი . შენს გამო მტკივა მხოლოდ მაინც გეტყვი რომ ძალიან ძალიან მიყვარხარ მხოლოდ იმისთვის რომ არსებობ. იმისთვის გიხდი მადლობას რომ სუნთქავ, მადლობას ვუხდი უფალს რომ იმ მიწაზე დადიხარ რომელზეც მე .. იმით ვარ ბედნიერი თუნდაც რომ ყოველ დილით გაღვიძებულს შენზე ფიქრი შემიძლია... მხოლოდ იმისათვის რომ ღამე მესიზმრები.. .... მიყვარხარ ზეცამდე .. უფლამდე !!!იცი რატომ მიყვარხარ ესე ძალიან? არ მინდაა იფიქრო რომ ის რაც მოხდაა იყო დასასრული ის იყო დასაწყისი იმ დიდი სიყვარულისაა რასაც მე შენს მიმართ განვიცდი. მეგონაა აუხდენელი ოცნებაა გახდი ჩემთვის დაა დღეს გეფიცები ყველაა წმინდას გეფიცები რომ ყველაფერი რაც კი გაწუხებს მტკივა სულში იმდენად ღრმად ხარ რომ როგორც არ უნდაა ვეცადო ვერასდროს ამოგაგდებ აქიდან. გულში ყველაზე თბილი შენ მყავხარ. თითქმის ყოველდღე სხვადასხვაა მხრიდან გიცნობ დაა ეს მომწონს შენში მომწონს რომ სხვადასხვანაირი ხარ <3 კიდევ ბევრჯერ გაგიცნობ ხანდახან მგონია რომ ახალი ადამიანი ხარ ვისაც ჯერ არ ვიცნობ დაა ეხლაა უნდაა გავიცნო. ბოლოს მივაღწევ, რომ უკვეე ესეთს კარგად გიგრძნობ დაა სხვად გადაკეთდები. შემიძლია შენი ცხოვრებით ვიცხოვრო და ვიგრძნო ის სიხარული რასაც შენ განიცდი ის ყველა ცრემლი რომელიც შენ მოგდის... მინდა ყოველთვის ყოველ წამს შენს გვერდით ვიყო... არ მინდაა დამტოვო არასდროს.... მინდაა იყო ყველაზე ბედნიერი მინდაა სულ იცინოდეე მინდაა იცინოდეე ბედნიერებით დაა არაა ნიღბით... <3 ჩემი ცის ყველაზე ლამაზი და კაშკაშა ვარსკვლავი ხარ <3 კიდევ შემიძლიაა ბევრი რამ ვთქვაა მაგრამ აღარ გავაგრძელებ უბრალოდ ვიტყვი რომ... გაღმერთებ !!!!''___ მაგრამ მატკინე . ყველაფრის მიუხედავად ჩემში ცოცხლობ ... !!
დავხურე დღიური და ჩანთაში ჩავიდე .. გავხედე ჰორიზონტს რომელიც უკვე გაწითლებულიყო და მზე დსაბოლოოდ ჩაიმალა მასში.. ავდექი და წამოვედი. მივედი სახლში ... გავაღე კარი შევედი იმ სიცარიელეში. არავინ იყო არავინ დამხვდა. არც არავის ველოდი. შევედი საძინებელში ჩამოვჯექი ლოგინზე და ისევ ფიქრებმა გამიტაცა . როცა მივხვდი რომ კვლავ ტირილს დავიწყებდი ჩეს თავს შევუძახე , შევეცადე გამემმხნევებინა. ავდექი აბაზანში შევედი , გამოსვლისთანავე დავწექი სველი თმით და დასაძინებლად მოვემზადე... თუმცა ახლა ძილისაც მეშინია უკვე. იცი რატომ? ვიცი თვალებს დავხუჭავ თუ არა მაშინვე მისი სახე გადამეფინება წინ და კვლავ დავიტანჯები. დავიძინებ თუ არა ლამაზ სიზმებში ჩავიძირები და გაღვიძებულს კვლავ გული დამწყდება რომ ეს მხოლოდ წუთიერი ბედნიერება იყო და სხვა არაფერი .... თუმცა ბოლოს მაინც ჩამეძინა. უჩვეულოდ სასიამოვნობდ მეძინა არ ვიცი რატომ .. იმ ღამემაც ისევ ისე ჩაიარა როგორც ყოველთვის . ლამაზი სიზმრებით გაბრუებულს გამეღვიძა და თვალები როგორც კი გავახილე კვლავ ვაძალებდი თავს რომ დამეძინა რათა ის ბედნიერი სიზმარი გაგრძელებულიყო თუმცა უშედეგოდ.. ისევ ტირილი ამიტყდა .. ავდექიი მოვწესირდგი და აივანზე გავედი. ზღვის ნაპირს გავხედე.. ძალიან ადრე იყო ამიტომ პლიაჟზე ვერავინ დავინახე ... ისევ უკან შემოვედი დაბლა ჩავედიი .. ყავა დავლიე და ეზოში გავედი. თან ჩემი საყვარელი წიგნი წავიყოლე და MP3 , იქვე ჰამაკში ჩავწექი , წყნარი მუსიკა ჩავრთე და წიგნი გადავშალე . ნელ ნელა უფრო და უფრო თენდებოდა მზემ ჩემს ეზოშიც შემოაღწია. ძალიან დამცხა და ისევ სახლში შევედი.. როგორი ცარიელი იყო ..ისეთივე როგორიც ახლა მე ისეთვე გამოფიტული. და არც ვიცოდი როგორ შემევსო ეს სიცარიელე .. დივანზე წამოვწექი . თავი ბალიშში ჩავრგე და ისევ ოცნებებში ჩავიძირე, იცით რატომაა ოცნებები ყველაზე ლამაზი და ამავდროულად ყველაზე საშინელი? იმიტომ რომ ეს წუთიერი გატაცებაა. სადღაც შენს სამყაროში .. აგებ შენს კოშკებს .. იღიმი , გიხარია და როცა ხვდები რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ოცნებაა მტკივნეულად ეცემი მიწაზე.. აიი ეს ყველაზე დიდი იმედგაცრუებაა. ყველაზე მეტად ოცნების შეძულება მინდოდა მაგრამ არ გამომდიოდა... მე ხომ მხოლოდ იქღა ვიყავი ბედნიერი...
თავი წამოვწიე ... გამახსენდა რომ უკვე 2 კვირა იყო გასული რაც აქ ჩამოვედი .. არც დედასთან და არც მამასთან , არც ჩემს მეგობრებთან არ მილაპარაკია.... ტელეფონთან მივედი და შეტყობინებების მოსმენა დავიწყე .. უმეტესი დედაჩემის იყო რომელიც ძალიან განიცდიდა ჩემს მდგომარეობას და სახლში მთხოვდა დაბრუნებას , თუმცა მე აქ სიმშვიდეში მერჩივნა ყოფნა. დანარჩენი კი ჩემი საუკეთესო მეგობრის რომელიც ასევე ძალიან ცუდად გრძნობდა ჩემს გამო თავს .. ავიღე ტელეფონი და ჯერ დედას გადავურეკე.. მთელი ეს დრო ხმა არ ამომეღო არავისთან მისაუბრია და ცოტა შემცვლოდა . პირველივე ზარზე უპასუხა დედამ .. მისი ხმის გაგონებამ გული ამიჩუყა და ყელში ბურთი გამეჩხირა . დიდი ნერწყვი გადავყლაპე რომ ჩაეტანა და დიდი ძალისხმევით დავიწყე
– დედა მე ვარ
– ანიიიიი... როგორც იქნა რამდენი შტყობინება დაგიტოვე უკვე მეშინოდა ხომ კარგად ხარ? დაბრუნდი რა სახლში გვენატრები ძალიან ყველას და განვიცდიით გთხოოვვვ შვილო
–დე დე დე დაწყნარდიიი ... კარგად ვარ უბრალოდ სიმშვიდე მინდა
– ვიცი დედი მესმის რას ნიშნავს შენს მდგომარეობაში ყოფნა მაგრამ ასეც არ უნდა ჩაიკეტო პირიქით გული უნდა გადაყოლო მანდ კი ალბათ პირიქით სულ სახლში ზიხარ და შენს ნაჭუჭში ხარ გამოკეტილი. სადაა ის ძველი ანაა. ის მხიარულიი საყვარელიი ცანცარაა დაა მოსიყვარულე? .. ხმა ცოტა აუკანკალდა
–აღარ არის დეეე .. გამიგე გთხოოვ .. ცოტა დრო მჭირდებაა. კიდევ სულ ცოტა.. იქნებ და ღვთის ნებით შეიცვალოს ყველაფერიი ...თუმცა მე ეჭვი მეპარება
–ძალიან გვენატრები ანიი.
–მეც დედა ძალიან. მამას აკოცე ჩემს მაივრად და ჩემს ძმასაც . მიყვარხართ .. ახლა უნდა წავიდე ..
–კაი ანი დედიი.. თავს გაუფრთხილდიი
–კაი დეე,, მიყვარხარ
–მეც
–კარგად.
დედას გავუთიშე თუ არა მაშინვე ჩემს საუკეთესო დაქალს ნინის გადავურეკე, ვიცოდი რაც იქნებოდა მისი რეაქცია და წინასწარ შევემზადე. ზარი გავიდა... დედამისმა მიპასუხა
– ალო. ნინის სთხოვეთ თუ შეძლება
–მოითმინეთ
ყურმილთან დიდ ხანს ვითმენდი ბოლოს როგორც იქნა აიღო
–ნიინ
–ანიიიიიიიი?? შენ ხააააააარ?
–კი ნინ როგორ ხარ?
–ეგ ჯერ მე უნდა გკითხო სულელოოოოო სად ხარრ?
–ჩემი მშობლების დაჩაზე ვარ ზღვის პირას
–ეგ ვიციი.. დედაშენმა მომცა ნომერი. აბა მობილური გამორთული გაქ და იცი რამდენი შეტყობინება დაგიტოვე??? როგორ ვნერვიულობ
–ვიცი ნინ მაპატიე რომ ევრ გპასუხობდი ხომ იცი როო...
–არა არ მინდა ახსნა ისედაც ვიციი.... ჩამოდი იქნებ დაგეხმარო
–არა ჯერ აქ მარტო ყოფნა მირჩევნია უბრალოდ მომენატრე და მინდოდა შენი ხმა გამეგო
–ვიცი ან რაც მოხდა მარა სულ ასე ევრ იქნებიი
–ვიცი მარა დრო .. დრო მჭირდება
–კაი ანიი სიხარულო ეგ შენ იცი თუ გინდა სკოლიდან დავეთხოვები და წამოვალ 1 კვირით მაინც თან მალე არდადეგები იწყება
–მმმმმ .. ძალიან კარგი იდეაა იცი?
–მართლა ? კაი მაშინ რამდენიმე დღეში გაგაგებინებ :* ტელეფონს ვიცი არ უპასუხებ ამიტომ შეტყობინებას დაგიტოვებ ეგ მაინც შეამოწმე ხოლმე
–კაი კაი.. ცოტა გამეცინა კიდევაც
–აიიი ვიცოდიი.. კაი ან წავედი მე ,, დროებით და მიყვარხარ
–მეც ნინ
–კაი კარგად
–კარგად
კვლავ ჩემს საძინებელში შეევედი ჩემი დღიური ავიღე და გადავწყვიტე მისთვის ყველაფერი დეტალურად მომეყოლა. აქამდე თუ ჩემი გრძნობებისა და გულის ტკივილის შესახებ ვუყვებოდი ... ეხლა გადაწყვეტილი მქონდა ის საბედისწერო დღე მომეთხრო მისთვის რომლის გახსენებაც ყოველთვის სასიკვდილო ტკივილს მაყენებდა და გულს შუაზე მიგლეჯდა ... გადავშალე დღიური და დავიწყე ...

..............
ეს ჩემი პირადი შემოქმედებაა.. პირველად ვდებ ასე სახალხოდ.. თქვენი აზრი ცემთვის გასათვალიწინებეელია .. თუ მოგეწონებათ აუცილებლად გავაგრძელეებ )))))