1)როდესაც ხშირად პატიობ - სარგებლობენ, როდესაც დიდხანს გიყვარს - ვეღარ ამჩნევენ, როდესაც მზად ხარ ყველაფრისთვის - აღარ აფასებენ და მხოლოდ მაშინ ხდები ძვირფასი, როდესაც მიდიხარ და აღარასდროს დაბრუნდები უკან.... 2)“საოცარია… გუშინ სულ მთლად ყვითელმა მთებმა, დაიძინეს და ერთ ღამეში გაჭაღარავდნენ”. 3)ვითომ ვისწრაფით თავისუფლებისკენ არადა აც კი ვიცით ეს რა არის. ხანდახან სულაც არ არის თავისუფლება კარგი, ხანდახან ჯობია ვიღაცით ცხოვრობდე, ვიღაცისთვის ცხოვრობდე. თავისუფლება მძიმე ხვედრია რადგანაც იგი მარტოობაშია. მთავარია საკუთარი თავის ტყვე არ გახდე, სული შენივე შექმნილ გალიაში არ გამოამწყვდიო, უიმედობამ არ დაგიმონოს. უთხარი ხალხს რომ სანამ ვარსებობთ შემეცნებისთვის უნდა ვიბრძოდეთ, რომ ყოველ დილით მზის ამოსვლა, ახალი სიცოცხლის დაბადება, თუნდაც ეს წვიმის წვეთები ახლა ჩემი ფანჯრის რაფაზე… ყველაფერი ეს სასწაულია… ყოველი ტკივილის შემდეგ სხვაგვარად შევხედავ სამყაროს და იქნებ სასოწარკვეთამაც მიმსხვერპლოს, მაგრამ დღეს ხომ დღეს არის და არ მაინტერესებს რა იქნება ხვალ…”
4)“რა ლამაზია ზოგჯერ წარსული. ტკივილის გარდა რაღაც ხომ იყო, ბედნიერების ზღვარს გადასული მოკლე დღე, ჩუმი და უთარიღო, ხომ იყო რაღაც, თანაც ისეთი, რაც არასოდეს არ გავიწყდება, რაღაც მომენტებს ფილმის კადრივით რომ ატრიალებ და არ გწყინდება.” 5)რისთვის არიან ადამიანები ერთად ?
- ერთმანეთი უყვართ ალბად.!
- აბა მაშ რატომღა შორდებიან ერთმანეთს
- რომ ერთად გატარებული დრო გაიხსენონ!
- მაშ რატომღა ტირიან დაშორების დროს
- იციან რომ აღარასდროს იქნებიან ერთად..! ♥ 6)“ფანჯრის მინებზე ვკითხულობ წვიმას
შენ კი ლოგინში ბავშვივით გძინავს
მინდა სიზმრების ვიგრძნო სივრცე რომ
წვიმა ლექსებად გადმოგიწერო”..