ფიქრებში

  • კატეგორია:
  • მეც მაქვს ფიქრები მსგავსის მტრედისა -
    ის ილტვის ღამით უწვდენ სივრცეში.
    სჩანს სიყავარული, ერთგულებისა
    ესმიტ ნაზ ჩიტებს ფერად მინდვრებში.

    უბრალოებამ დაპყრო გული,
    სული ამაღლდა ნეტარებაში.
    ოჰ ეს გრძნობები ქვეყნად ჩაგრული
    ისევ და ისევ ზეცას ესწრაფვის.

    ასე მგონია ქვეყნიერება
    ხელის გულზეა გაგორებული.
    და თუ ეს უფალს ასე ენება
    მაშ აზრი იყოს მარად მეფური.

    მარადისობის სიმბოლო - გედი
    და ისევ ფიქრი შორეულ ქალზე...
    ჩემი სამშობლოს ტანჯული ბედი
    გადაბმულია ჩემს გულის კარზე..

    კვლავ მახსენდება უმწეო მზერა
    და მხოლოდ ახლა შევიცვნე მე ის.
    უკრავს არღანი, რაღაც სიმღერას
    თეთრი მოხუცი ღიღინით მღერის.

    მიჰყვება ქუჩებს ცოცხალი სიო
    და მწყობრად არხევს ჩონჩხიან ჭადრებს.
    მე ისევ ვეძებ დაკარგულ სითბოს
    და გული ეტრფის ციურ ლაჟვარდებს.

    გათენდა, დილა მიმოიფანთა
    და გულს მინათებს დილის ლოცვები.
    ოჰ ჩემი შფოთი თითქოს მიწყნარდა
    და ამ სიჩუმით უფრო ვოცდები.

    ჩუმად საღამო მოიპარება -
    როს ზღაპრულ ყვავილთ იაგუნდები.
    და ვარდისფერი ცაზედ დაწვება -
    აყვავდებიან თეთრი ღრუბლები.

    მეც მაქვს ოცნება მსგავსის მტრედისა, -
    ის ილტვის ღამით უწვდენ სივრცეში.
    სჩანს სიყვარული აღარ მეღირსა
    და მოდის სევდა ისევ ფიქრებში.