♥როგორ აღიქვამენ ბავშვები სიყვარულს ♥
სიყვარული - ესაა, როდესაც ვინმეს აძლევს შენი შემწვარი კარტოფილის მოზრდილ პორციას და სამაგიეროდ არაფერს ითხოვ.---კრისი, 6 წლის
სიყვარული - ეს არის ღიმილის მიზეზი, როდესაც დაღლილი ხარ.---ტერი, 4 წლის
სიყვარული - ეს არის ის მომენტი, როდესაც დედიკო მამიკოს ყავას უმზადებს და სანამ ჭიქას მისცემდეს, ყლუპს მოსვამს, რომ დარწმურდეს გემრიელია თუ არა.---დენი, 7 წლის
სიყვარულია, როდესაც ბიჭს ეუბნები, რომ მოგწონს მისი პერანგი ამის შემდეგ ის ყოველდღე მას იცვამს.---ნოელი, 7 წლის
სიყვარულია, როდესაც ლეკვი გილოკავს სახეს და გეთამაშება, მიუხედავად იმისა, რომ მთელი დღე მარტო იყო დარჩენილი.---მერი-ენი, 4 წლის
როდესაც ვინმე გიყვარს, შენი წამწამები სწრაფად მოძრაობენ, ზემოთ-ქვემოთ, ზემოთ-ქვემოთ, და მათგან თვალებზე პატარა ვარსკვლავები ცვივა.---კარენი, 7 წლის
სიყვარულია, როდესაც დედიკო შემთხვევით მამიკოს დაინახავს ტუალეტში და ეს ამაზრზენი არ არის.---მარკი, 6 წლის
თუ არ გიყვარს, არასოდეს არ უნდა უთხრა ვინმეს 'მე შენ მიყვარხარ'. მაგრამ თუ გიყვარს, სულ უნდა იმეორო. ხალხს ზოგჯერ ავიწყდება ეს.---ჯესიკა, 8 წლის