Legenda

  • კატეგორია:
  • სემი ყვება:"ოჯახთან ერთად ახალ ბინაში გადავედით, რომელიც საკმაოდ იაფად შევიძინეთ და კომფორტულადაც მოვეწყვეთ.თუმცა სახლი არც ისეთი კარგი აღმოჩნდა, როგორიც ჩვენ გვეგონა-ღამით ქალის ტირილი, ბრახუნი, ნაბიჯების ხმა გვესმოდა და ყველას ძალიან გვეშინოდა. დედამ მეზობელს ჰკითხა ბინის ისტორია და მეზობელმა თქვა:" მე ამ უბანში დიდი ხანია ვცხოვრობ და თქვენი ბინის ამბავი დეტალურად ვიცი, ამ ბინაში მოხუცი ცოლ-ქმარი ცხოვრობდა, ქმარი კიბოთი გარდაიცვალა და ცოლი ამას ძალიან განიცდიდა, ქალმა მთელი ბინა შავი ნაჭრებით"მორთო" , ღამეების განმავლობაში ხმამაღლა ტიროდა, რაღაც შელოცვები ისწავლა და მათი მეშვეობით მის გარდაცვლილ ქმარს უკავშირდებოდა, რამოდენიმე ხანში კი მოხუცი სახლში გარდაცვლილი იპოვეს, ექსპერტიზამ მისი სიკვდილის ზუსტი მიზეზი ვერ დაადგინა, ხალხი იმას ამბობს, რომ ქალი ეშმაკმა წაიყვანა, რადგანაც მისი სული ეშმაკეულ ძალებს დაუკავშირდა"
    ალბათ ამიტომაც არ გვასვენებენ გარდაცვლილების სულები, გვინდა სახლის გაყიდვა, მაგრამ მას არავინ იყიდის."