* * *

  • კატეგორია:
  • თითქოს გავედი მე ამ წვიმაში
    მე მოვიწყინე შენზე ფიქრებში
    ჩამძინებია ამ სავარძელში
    ვხეტიალობდით ჩვენ ამ სიზმრებში

    სიზმარში ვნახე შენთან ვიყავი
    მეც დაჟინებით რომ გიყურებდი
    მე მიყურებდი და სულ მიცავდი
    მე შენ მუდმივად რად შემიყვარდი

    გამომეღვიძა წვიმა კვლავ ცრიდა
    და ზამთრის სუსხი არ მაძინებდა
    უნდოდა ჩემს გულს მწარედ სციოდა
    ეს ჩემი გული რად ცახცახებდა

    გულო მითხარი რად გეშინოდა
    ჩემი თვალები ისევ ტიროდა
    ამ გულში მუდამ სევდა რჩებოდა
    შენ მე მკოცნიდი მეჩვენებოდა

    ვიჯექი იქ და მესიზმრებოდა
    ვითომ ჩემს გვერდით გეძინებოდა
    ვიცი არ უნდა შემყვარებოდა
    სევდა და დარდი მექაჩებოდა