მაპატიე

  • კატეგორია:
  • მაპატიე სიმართლის თქმა, რომ ვერ გავბედე.
    შენი გული აღარ ფეთქავს ;(...
    ღმერთო.
    ძალა არ მაქვს, რომ ვიცოცხლო... ხმა არ მაქვს, რომ ვიყვირო...
    უფალო, ღმერთო დამეხმარე შიგნიდან, გულიდან ყვირის რაღაც.
    წახვედი და დამიტოვე მიტოვებული გრძნობა, დამიტოვე ცრემლი, ტკივილი და დიდი სიყვარული.
    ნუთუ, რომ გეძახი გესმის? რომ გეჩურჩულები ისიც გესმის? იქნებ როცა ჩახუტება მინდა შენ მიკრავ გულში... იქნებ ჩემ სხეულში ორი გული ცემს... ქუჩაში, რომ მივდივარ იქნებ შენი ჩრდილი დამდევს თან... იქნებ ის წვიმაც შენ იყავი ჩემ ცრემლებს, რომ ერთვოდა?
    სად წავიყო ეს იქნებ? სად დავმალო შენი მონატრება? რავუყო ამდენ კითხვებს? სიზმრებს რომელიც ფეხდაფეხ მომყვება...
    როგორ მინდოდა შენი ნახვა, როგორ მინდოდა სიამაყის დაძლევა...
    უბრალოდ მოსვლა,
    უთქმელად.
    მაგრამ ვეღარ გიპოვე ;(
    მაგრამ ვერ გავბედე...
    ხოდა თუ გესმის, თუ მხედავ სიზმრებში მესტუმრე ხშირად...
    მაპატიე, მაპატიე, მაპატიე რომ არ მოვედი შენთან, შენამდე. მაპატიე ჩემი მეობა.
    მაპატიე, რომ გულში არ ჩაგიკარი.
    მაპატიე, რომ სიკვდილის მერეც ვერ გნახე.
    შენ საფლავზე დაღვრილი ცრემლი მაპატიე...
    უბრალოდ, უთქელად, უყველაფროდ, უღმერთოდ მომენატრე, ;((((((((((