ცისფერი ღამე

  • კატეგორია:
  • ცისფერ ღამეში დაიმსხვრევა პირამიდები,
    სფინქსის თვალები ატირდება ჩვილი ბავშვივით,
    როცა დაღლილი, უდაბნოში, თეთრი სამოსით,
    პირამიდებთან ნაღვლიანი ქრისტე ჩაივლის.

    და ბეთჰოვენის სიმფონია შეშლის უდაბნოს,
    ქარის მუსიკა ბებერ ქვიშას ტალღებად გაშლის...
    შენ პოეტი ხარ, და ოცნებას ქრისტეს უამბობ,
    რადგან ამ ქვეყნად ქრისტეც იყო ოდესღაც ბავშვი.