ციდან სამ მეტრზე.

  • კატეგორია:
  • ყოველთვის არის რაღაც, რასაც ვერ გამოხატავ მაგრამ გრძნობ. "ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ხდება რაღაც მნიშვნელოვანი, და ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ადიხარ ციდან სამ მეტრზე." და აი იქ ვიყავი, ზუსტად "ციდან სამ მეტრზე" და უეცრად, სრულიად მოულოდნელად ქვევით დავეშვი და აღმოვჩნდი რაღაც გაურკვეველ, სრულიად არარეალურ სამყაროში, რომელშიც ყველა გიჟია, უბრალოდ ჩემგან განსხვავებული დიაგნოზით, რომელთაც უფალმა ადამიანი უწოდა. ისინი თითქოს ერთნაირები არიან, მაგრამ ერთმანეთის არ ესმით, ან უბრალოდ არ უნდათ გაგება. ერთმანეთზე ლაპარაკობენ, მაგრამ თავადაც არ ესმით რას ან რატომ, ან რას ერჩიან ერთმანეთს. ამიტომ ამბობენ:" ენას ძვალი რომ ქონდეს, მთელი ქვეყანა ტრავმატოლოგიურ საავადმყოფოდ იქცეოდაო." მაგრამ მათ თითქოს რაღაც დადებითიც აქვთ, ისინი ხომ ზრუნავენ ჩვენს განწყობაზე:) საკუთარ თავზე ისეთ რამეს გვეტყვიან რაც თავადაც არ ვიცით, და ჩნდება კითხვა: საიდან იციან ჩვენზე ის, რაც თავადაც არ ვიცით? თითქოს ვიღაც სხვაზე გვესაუბრებიან, იმ ადამიანზე ვისაც საერთოდ არ ვიცნობთ და ჩვენდა უნებურად გვინდა რომ მასზე კიდევ რამე გავიგოთ.
    მაგრამ თურმე წარსულს ერთი დადებითი თვისებაც აქვს, მას თურმე დაბრუნებაც შეუძლია და განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ იმ წარსულსჩვენ თვითონაც არ ვშორდებით.
    ... და აი ჩნდება იმედი, იმედი იმისა რომ წავალ ამ გაურკვევლობით აღსავსე სამყაროდან და დავბრუნდები იქ საიდანაც მოვედი, "ციდან სამ მეტრზე"