))))
-არა,მაგრამ წიგნის გმირზე ვფიქრობ,ჩემი აზრით საინტერესო ტიპაჟი შევქმენი.
-მაინც როგორი,სულ ცოტათი მაინც არ მგავს?აბა კარგად დაფიქრდი,იქნებ მე უნდა აღმწერო?
-ვითომ ხუმრობ არა??
-გეხვერწები ერთი თხუთმეტი წუთი გამოდი,მოგაკითხავ,ძალიან მინდა შენი ნახვს.
ყოყმანისა და დიდი ხვეწნის შემდეგ,ნუცა ძვლივს დათანხმდა შეხვედრაზე.ბავშვები იქვე თოვლზე მოკალაღდნენ.
-რა ღამურასავით მოგინდება შუაღამისას გართობა და კაი “პონტი”,ნახე რა მაგარი ცაა,ამდენი ვარსკვლავი და შუაში დიდი მთვარე,თან თოვლზე რაღაც მოვერცხლისფერად ანათებს ორი წუთი გინდა და ეგრევე ოცნებებში მიდიხარ....ნუცა ჩაფიქრდა.......
-მაგარი სხვანაირი აზროვნება გაქვს,გთხოვ ერთი აბზაცი მაინც წამიკითხე შენი წიგნებიდან.
-კაი ოღონდ არადერი მკითხო,თავის დროზე თავიდან ბოლომდე წაიკითხავ.გოგომ დაიწყო:”თეთრი გრძნობა შემოაწვა და აუტანელი ტკივილი იგრძნო,ეს სულის ტკივილი იყო.თვალებით ეძებდა მას,მაგრამ ვერ პოულობდა,ყვირილი უნდოდა მაგრამ ვერ ყვიროდა,ნეტა ვის ეძებდა?თვითონაც არ იცოდა.მხოლოდ ერთს გრძნობდა,მას სულის ნაწილი წაართვეს.ფიქრის თოვლი წამოვიდა,ცოტა ხანში მარადიულობას შეუერთდა ყველაფერი.”
-აუუუ,”დავიგრუზე”ეგ წიგნი რომ წავიკითხო ,ალბათ კარგა ხანს სტრესით ვივლი.
-არა,სულაც არა,პირიქითცხოვრებაზე დაგაფიქრებს და ყველაფერს სხვა თვალით შეხედავ.
-ისე,შენ რაც დაწერე ყველაფერი ზეპირად გახსოვს?
-არა ეგ გუშინ დავწერე,თან ეს მონაკვეთი თოვლმა გამახსენა.თოვლი სულ სხვა ემოციებს ჰგვრის ადამიანს იცი რაზე ვოცნებობ??მთაში ვიყო,მაგარი თოვლი იყოს,ხის პატარა სახლში ვცხოვრობდე,ბუხარი გიზგიზებდეს,შეშა ტკაცუნობდეს,მე ვიჯდე ცეცხლთან დაა......
-მე გეჯდე გვერდით-დაამთავრა ბიჭმა.ორივეს სიცილი აუტყდათ.სამდრომ ახლოს მიიწია გოგოსთან და მოეხვია.ნუცა შეკრთა,-რა იყო,მონსტრი კი არა ვარ,შეგიძლია დამშვიდდე.
-გოგოები ბაკურიანში კიდევ ათი დღე დარჩნენ.სანდრო ყურადღებას არ აკლებდა მათ.თაკოსა და ნუცას შორის სიტუაცია იძაბებოდა მაკოს კი ისევ გამშველებლის ამპულაში უწევდა ყოფნა.სანდრო ეხვერწებოდა გოგოებს კიდე დარჩითო მაგრამ ნუცა სასტიკ უარზე იყო.-გოგო ნუცა,გაიღვიძე რა დროს ძილია მთელი ხალხი მაგაზე ლაპარაკობს.-რა ხდება,რამ დაგაფეთა?ერთხელ არ მაქვს უფლება მეც დავიძინო?
-ადე და გარეთ გადი სასწრაფოდ.
ნუცა შეშინებული გავიდა და მთაზე დიდი ასოებით ეწერა"ნუც მიყვარხარ"გოგო აღფრთოვანდა,თაკო სად არის ნახა?
-მთელმა ბაკურიანმა ნახა და თაკო რა თვალებს დახუჭავდა??
ნუცა სასწრაფოდ შებრუნდა ოთახში,ჩაიცვა და თაკოს სანახავად გაეშურა.
-კაი გოოგო,რა გატირებს მთავარია მე არ მიყვარს,დაწყნარდი.თაკო სულს ვერ ითქვამდა ისე ტიროდა.ნუცა მოეხვია და ამნშვიდებდა.
-მე დღეს საღამოსვე წავალ თბილისში არ ინერვიულო ყველაფერი კარგად იქნება.
-მაკო და ნუცა ისე წამოვიდნენ სანდროს არც კი დამშვიდობებიან.თაკო სანდროს გულისთვის დარჩა.ნუცა ხმნას არ იღებდა თვალები ცრემლიანი ჰქონდა.
-ნუც მობილური გამორთე?მეც დამიჯდა,მაგარი "ტეხავს"სანდროს დავმშვიდობებოდით მაინც.რა გჭირს არ გესმის?ერთი შემომხედე.
-არ ვიცი რა მჭირს და საერთოდ რატომ მოვიქეცი ასე?თაკო შემეცოდა.
-შენ გაკლია,მეგონა არ გინდოდა სანდროსთან შეხვედრა მისთვის იმედის მიცემა.თუ შენც მოგწონს პრობლემას ვერ ვხედავ.
-არ ვიცი რაღაც მომენტში უკენ ვიხევ!