ოდნავ უფრო შორს ხარ,ვიდრე უსაზღვროებაა...
მყიფე სხეულების მსხვრევა..კამერტონის ხმა...
ფორტეპიანოს ნოტები: დო,რე,მი,ჩავარდნილი ფა და დაკარგული სოლ.მხოლოდ დიეზი და ბემოლი,იმიტომ რომ იქაც სიშავეა.მინორული გამები,აღდგენილი "სევდის სიმი" და შენ..
ვხედავ ტრაექტორიის გასწვრივ მოძრავი გაშეშებული სხეულს,მიზანდაკარგული მინიატურულ არსებათა უწყვეტ ჯაჭვს,ისევ წრეწირს,ისევ წრეს.უაზროდ მოხაზულ ცხოვრების რკალებს,დამკვიდრებულ თვითკმაყოფილებას და ვგრძნობ ზღვის სიღრმიდან მოლამუნე მარტოობის უტკბეს განცდას.იმდენად შეუპყრიხარ,რომ მთელ სხეულში სისხლის პაწაწინა უჯრედებს ხელი მჭიდროდ მოუხვევიათ ერთმანეთისთვის და გაჟღენთილან მარტოობით.
ფეხარეული მოძრაობს სითბო,,ოდნავ შეციებულა,მარცხენა მხარე გაჰყინვია და გულს "ნიჟარებით მოქსოვილ ძაფებში"გახლართულს კუმვა გასჭირვებია.
-გტკივა?
-უფრო მტკივებია.
იიმედებს თავს,შემდეგ ერთი ღრმად ჩაისუნთქვას და ცდილობს სამუდამოდ ეყოს,გაათბოს სხეული,მაგრამ..ფანტაზიას რა არ ძალუძს?ოცნებობ ღრუბლებში ფრენაზე,ზღვის სიღრმეში ცურვაზე,მაგრამ ხმელეთზე?არის კი ხმელეთზე,რასაც შეიძლება ვუწოდოთ თავისუფლება?აქ ხომ არ არსებობს მარადიულობა?ვაკუუმში გამომწყვდეულ არსებბეს ემსგასება ყველა,სუნთქვა უჭირთ და შველა არ შეუძლიათ.დედამიწაც დაიღალა ბრუნვით,თავი დაუხრია და ატმოსფეროთი შემოსილა:შავი ღილები მოურგია და ფარდაგების ქსოვას შესდგომია.იქ კი,სადღაც ჰორიზონტს მიღმა ჩანს,რომ ცხოვრებას შესძლებია ღიმილი,ხალხს სიყვარული,გრძნობებს შესძლებიათ ხეტიალი ვიოლინებით და სიძულვილს ტრფობა მარადისობასთან...ჩანჩქერის "ფერფლით" შემოსილა ბუნება,მომინანქერბულა გრძნობები,მორყეულა ჩარჩოები,რომელშიც ყალბი ღირსებები ჩაუსვამთ და "ჯოკონდას ღიმილივით" იდუმალებით შემოსულა.
ისევ მეშლება თვალწინ ცისკენ აღმართული დანაოჭბული ხელები,თეთრი სისხლის წვეთები აღვლისი,რომელნიც იწვეთება სადღაც სიღრმისკენ და ნელ-ნელა მცირდება,დანაოჭებული კანი და ამაღლებული ასაკი...ციგურებზე შედგარი ღიმილი,მოსრიალე თავისუფლება და ბევრჯერ დაცმული ღირსება,მხატვარი დავიწყება დამის მიერ დახატული ახალი ცხოვრება,ახალი კრისტალებით,სადაც ირეკლება წრეზე მოხტუნავე ტკივილი და სიხარული,ისინი თანდათან ჭადრაკის დაფაზე ლაგდებიან,ფერები დაუსაკუთრებიათ და მოქიშპეებად ქცეულან.სიყვარული წითლად შემოსილა,გრძნობები შემოურტყამს გარშემო და მომთაბარებობა დაუწყიათ,ეჭვით გაცრეცილან და ბაბუაწვერებთან ერთად როვით აჰყოლიან მოზუზუნე სიოს,თავისუფლების სურნელება უგრძვნია,მზის სხივებისკენ აუღიათ გეზი და ამაღლების ნაპირებთან ჩაუშვია სიმართლის ღუზაც,მაგრამ შენ მაინც უფრო შორს ხარ,ვიდრე მზის სხივები,ვიდრე ღღუბელი და ვიდრე ზღვის ვარსკვლავი,თვალუწდენელი ხარ ჰორიზონტს მიღმა,ტკბილი მოგონება,ჩემი მირაჟი ხარ,შენ მაინც უფრო შორს ხარ,ვიდრე უსაზღვროებაა....