მე შენ და ჩვენ

  • კატეგორია:
  • ვიყავით მე, შენ და ჩვენ,მაგრამ
    „მე“ და „შენ“_ის განშორებამ
    „ჩვენ“ სამუდამოდ გააქრო, მოკვდა.
    მე მენატრება ის დრო,
    როცა ერთად ვიყავით!
    მე მენატრება ის ადგილი,
    სადაც ერთად ვიყავით!
    მე მენატრება ის ყოფნა,
    როცა ერთად ვიყავით,მაგრამ
    მძულს ის არყოფნა, რადგან
    ერთად აღარ ვართ.
    შემძულდა დროება,
    შემძულდა გარემო,
    შემძულდა ხალხიც,
    ყველა შემძულდა, რადგან
    ყველას და ყველაფერს,
    პირფერობის ფერი დაედო.
    არ შეიძლება რომ ერთი უბრალო შეცდომის გამო
    სამუდამო მსხვერპლად არ ვიქცე?!
    არ შეიძლება რომ გაცილებით მარტივი იყოს ყველაფერი?
    არა!
    არ შეიძლება,რადგან ისე ვერ დავიტანჯები
    და ვერ ვისწავლი ჭკუას!
    ეგ არ არის ჩემი ნება,
    ეგ ცხოვრების წესია, დამახსოვრება უნდა მხოლოდ,
    სამწუხაროდ კი ეს წესი ყველა ჩვენგანს ავიწყდება და
    მაშინ ახსენდება როცა თავიანთ შეცდომებს ნანობენ.
    მეც ახლა გამახსენდა,
    მეც ახლა ვნანობ და უკვე როცა გვიანია
    მეც ახლა მენატრება ის ყოფნა, როცა
    ვიყავით მე,შენ და ჩვენ, მაგრამ
    მძულს ის არყოფნა, როცა
    „მე“ და „შენ“ _ ის განშორებამ
    „ჩვენ“ სამუდამოდ გააქრო,
    გააქრო და მოკვდა!