-კიდევ გიყვარვარ?!

მეკითხები უკვე მეორედ...
-მიყვარხარ,დიახ,
უფრო მეტად,ისევ,ძლიერად...
მაგრამ ამას გთხოვ,
რომ მაგ სიტყვას ნუ იმეორებ,
ცუდი სიტყვაა,
როგორც "დარდი",როგორც "იარა"...
- ო,მაპატიე,
ვერც დღეს,ვერც ხვალ
ვეღარ შევხვდებით...
სულ საქმეები,პრობლემები...
თავადაც გესმის...
- მესმის,ძვირფასო,
როგორ არა,მშვენივრად ვხვდები...
არც პირველია
ამ ჩემს გულზე სამსალა გესლის...
სულ ამას ვწერდი:
რომ ცხოვრება სცენაა,ფარსი...
ჰოდა,ჩამთავრდა ალბათ ჩვენი სპექტაკლიც...
ფარდა მაგრამ ო,როგორ არ მინდოდა
ფინალი მსგავსი,ო,ღმერთო ჩემო,
მე კი მაინც როგორ მიყვარდა