***

  • კატეგორია:
  • ერთი შაური გადააგდე კაცო კეთილო
    სანთლად აენთე სანაპიროს ცივ კიდეებთან
    არსად არასდროს არ ყოფილა ცა-დედამიწა!
    ამნაირი,ვებერთელა,უმისამართო.
    ასანთის კოლოფს ათამაშებს ბავშვი ანცურად
    ფიქრობს აფსურდზე ქუჩის ბოლოს ერთი გოგონა
    წამად იქეცი დედამიწავ,ჩემად სარკმევლად
    გამომიგზავნე წვიმის წვეთი ო,კიდევ-კიდევ
    თუ რა არის საყვარელო ბოტიჩელი?
    ამას უკვე დაგიმტკიცებს საქმე ჩემი
    ვნებით,არსით მოღელვარე გული ჩემი
    სული ჩემი მშფოთვარე და ასაკლები
    შაურს ადგეს ერთი კაცი სასიკეთოდ
    მეორე კი ატყავებს და ავაზაკობს
    დიდრონ ველზე გავარდნილა ჯიხვი მარდად
    სული ხორცად გარდაიქცა-საქართველო!



    /გიორგი გაგუა/