უცხო ნაპირებთან
გაიხსნა კარიპჭის მძიმე კარები,
მე კვლავ გთხოვ ნუ მეკარები
მზე ესვენება როგორც დაღლილი
და მე ვიქცევი, როგორც აჩრდილი.
ცხოვრების ძაფი გამიწყდა მშვიდი
სულის აღელვების მოვიდა ჟამი
ავუშვი სულის შავი აფრები
და წითლად შევაგებე გემბანი ჩემი
მივცურავ შორს და წინ მიხმობს ზღვები
მათი ფერები უცხოა ჩემთვის.
მაგრამ შენ უფრო უცხო ხარ ჩემთვის
მესმის ძახილი მე მეძახიან
გული კი ამბობს ჩვენ გვეძახიან
მზის ბოლო სხივებს ვაყოლებ სევდას
ჩემს გულს კი არ სურს მგზავრობა მზესთან.
არსენი ოქრუაშვილი