ეს ცხოვრება
უხეშობით გავიფუჭე ზმანება,
ყველაფერი ცუდი გულში დამჩემდა
და დღეს უკვე ყველა მე მემგვანება.
მერამდენედ დაატირეს გაზაფხულს
ეს უფალმა ალბათ თვითონ ინება,
დღეს მე ვინც გამაკრიტიკა,გამჭორა
ჩემგან რჩება სამახსოვროდ გინება.
მე არ ვგავარ იმ ბედნიერ პოეტებს
თან მსდევს მხოლოდ დარდები და “ნისია”
თუ წარსულმა არ მანახა სინათლე
მომავალი მაშინ რის მაქნისია.
ჩამომიტყდა საფეხური მიზნამდე,
ეს ცხოვრება მაგიჟებს და მამწვავებს
სიცივისგან გათოშილი,მშიერი
გზაზე ვეძებ სიგარეტის ნამწვავებს.