–მოიცა სად მივდივართ? –მომყევი! ნუ გეშინია არ დაგკარგავ !
უკინდა გამომხედა და თვალი ჩამიკრა...არ ვიცი , რატომ მაგრამ საბას ვენდობოდი, თითქოს ღმერთმა ის ნანატრი უფროსი ძმა გამომიგზავნა.. მხრები ავიჩეჩე და თითქმის სიბნელეში უკან გავყევი .
–ტყეში რა გვინდა?
–შეშა...
–რა შეშა?
–ასანთი ხო გაქვს სახლში? სანთებელა დამრჩა მე ...
–რა სანთებელა ? ან რა შეშა?
–ცეცხლი დავანთოთ სანაპიროზე.. თბილად ჩავიცვათ და ტალღების ხმას ვუსმინოთ.. შენ კიდევ მომიყვები რაღაცეებს შენს სიყვარულზე,,. თან გულს გადააყოლებ ...თუ გინდა გიტარას წამოვიღებ.... !
სიმართლე, რომ ვთქვა მომეწონა ეს აზრი... ნამდვილად არ მინდოდა ამ საღამოს სახლში მარტო ყოფნა, დარწმუნებული ვიყავი , თუ ასე მოხდებოდა მთელს ღამეს ტირილში გავატრებდი , ამიტომ არაფერში შევწიმაანღდეგებივარ და მორჩილად მივყვებოდი უკან ....
თითქმის ყოველ ნაბიჯზე ვბარბაცებდი. ბალახები და ქვები ფეხებში მედებოდა და სიარულში მიშლიდა ხელს . საბა კი გზას ისე მიიკვლევდა თითქოს ჩვეულებრივ ტრასაზე მიდისოო.. რამდენიმეჯერ შევაშინე , ფეხი არ მოიტეხოვო , გზას მიკაფავდა. მთხოვდა ფრთხილად იყავიო... რამდნეიმე წუთში ფეხი შევაჩვიე და წესიერად გავიარე, მაგრამ უეცრად რაღაცას წამოვკარი ფეხი და ცოტას გადვრჩი , რომ ტვინი მიწაზე არ დავტოვე... საბა გაჩერდა და შემომხედა . რამდენიმე წამი გაბუტული ბავშვივით შემომყურებდა,,, ბოლოს ვკითხე :
–რა იყო?
ხელი გამომიშვირა
–მემგონი ჯობია ხელი მომკიდო. არ მინდა დაიმტვრა....
მე ენა გამოვუყავი , მაგრამ მივხვდი , რომ მართლა საფრთხის წინაშე ვიყავი და მეც გავუწოდე ხელი... ხმელი შეშა ცალ ხელშე გადაიტანა. მეორე ხელზე კი მე ვყავდი მიბმული , ხელი ნაზად ევლო , მაგრამ , როგორც კი ოდნავ წავბორძიკდებოდი მთელი ძალით მიჭერდა , გეგონაბა უმაღლესი კდიდან გადავარდნილს ჩემ ამოთრევას ცდილობდა.. ბოლოს როგორც იქნა გავედით სანაპიროზე. სავსე მთვარე არემარეს აკაშკაშებდა.... ზღვა კი მას ლამაზად ირეკკავდა.... შეშა იქვე დაყარა .. ხელები დაიფერთხა და ტანსაცმელიც ჩამოიწმინდა.. წელში გაიმართა და მითხრა...
–სახლში ადი, თბილად ჩაიცვი და ჩამოდი . მანამდე მე წავალ და რაღაცეებ მოვიტან ...
–კარგი!
ავედი სახლში,,, იქვე სანაპიროდან ორ ნაბიჯზე,,,, თბილი ჟაკეტი და თბილი შავი ჯინსი ჩავიცვი,,, კედებიც გამოვიცვალე , რადგან ტყეში სულ გატალახიანებულიყო... ორ თბილ ადიელას ხელი დავავლე და ნაპირისკენ გავემართე ,,, საბა ჯერ მოსული არ იყო , მე ქვიშაზე ჩამოვჯექი და მთვარეს შევყურებდი,, უცებ ფეხის ხმა გავიგე და უკან შევბრუნდი . საბა ჩემსკენ მოდიოდა .. ზურგზე გიტარის ჩანთა ჰქონდა მოკიდებული და კიდევ ერთი მოზრდილი პარკი ეჭირა ხელში . ჩანთა და პარკი ძირს დაალაგა და ჯიბიდან სანთებელა ამოიღო..
–ვიცოდი ასანთი დაგავიწყდებოდა,,,
გაიცინა
–შენ რა იცოდიი...
ტუჩი ავიბზუეე
–ჰაჰა
–დამცინი?
–არა კაცო...
–ჰმმმ....
გვერდით პატარა კენჭი ეგდო. ავიღე და ვესროლე ,,, ფეხზე მოხვდა , მაგრამ ვითომც არაფერიო. ცეცხლის ანთებას პროფესიონალურად შეუდგა.... მალევე აანთო , მოვიდა და გევრდით ჩამომიჯდა,,,,
–აბა? – დაიწყო.
–რა აბა?
–რა ვაკეთოთ?
–არ ვიცი
–დაფიქრდი !
–მართლა არ ვიცი. შენ მოიფიქრე...
–ნწ ,,, ქალებიი.. ცალტვინეებიი.. ყველაფერი ჩემი მოსაფიქრებეელია ..– თქვა და პარკს გადაწვდა მე მუჯლუგუნი ვკარი , მაგრამ ძვრა ვერ ვუყავი... ესეეც დამიიგნორა , მაგრამ გამომხედა და გულიანად გაიცინაა.. პარკიდან ორი დიდი ბოთლი და ერთჯერადი ჭიქები ამოიღო...
–ეს რა არის?– გამცებულმა ვიკითხე,,,
–არ იცი ეს რა არის?
–კი მაგრამ , აქ რა უნდა?
–უი ჩუმად ჩამიხტა პარკში და გამომყვა ....
–მე არ ვსვამ!
–მოიცა არასდროს გაგისინჯავს?
–კი , როგორ არა მხოლოდ დღესასწაულებზე და წვეულებებზე ვსვამ , არ მიყვარს საერთოდ ალკოჰოლი....
–ლოთი არც მე ვარ – გაიცინა– უბრალოდ ხასიათზე მოგვიყვანს და ფერზე,, – ლოყაზე მიჩკმინტა..
–კარგი, ოღონდ ძალიან ცოტა !
–კარგი !
ორი ჭიქის შენდეგ ლოყები წითლად შემეფაკლა ,,, სდღეგრძელოების გარეშე ვსვამდით ,,, გიორგიზე ვუყვებოდი რაღაცეებს ,, ის კი მიცინოდა... მეხუმრებოდა, ბოლოს გიტარას დაავლო ხელი ...
–შენთვის უნდა დავუკრა ,,,,
საოცარი ხმა ჰქონდა... საბას სიმღერას ისეთი სიტყვები ჰქონდა გული ამიჩუყდა და ცრემლები წამომივიდა... საბამ სიმებს ეგრევე აუშვა ხელი.
–ბოდიში..
–არა რას ამბობ შენ რა შუაში ხარ
–ვიფიქრეე...
–დამშვიდდი საბა არაფერია !
–დავასხაა?
–დაასხი!
თითქმის თითო – თითო ბოთლი გამოვცალეთ საბას არაფერი ეტყობოდა,,, მხოლოდ თვალები უბრწყინავდა , მის თვალებში ცეცხლის ნაპერწკლებს ვეხდავდი... თავბრუ მეხვედოო , საშინლად დავთვერი, უაზროდ ვიცინოდი, უეცრად ქვიშაზე გადავეშვი ნელა და თვალები დავხუჭე ,,, საბას ხმა შორიდან ჩამესმოდა . თითქოს მეორე სანაპიროდან მელაპარაკებოდა..
–გეძინება?
–არა!
–ადექი სახლში წაგიყვან!
–არ მინდა!
–მთვრალი ხარ ანი !
–არაუშავს!
–როგორ არაა.. ადექი ადექი მოგეხმარები..
–არ მინდა საბა.....
ხმა აღარ ამოუღია, მე თვალი არც გამიხელია , ნაცემი ძაღლივით წამოვიკნავლეე..
–საბა...
–ხო...
–დაუკარი!
–არა . ისევ ისე დაგემართება..
–გთხოოვ !
–დანპირდი , რომ არ იტირებ .!
–გპირდები!
სიმებს ხელი ჩამოკრაა...
–ძალკიან კაარგიაა..
სიმებს ხელში ისე ათამაშებდა . ისეთ ჰანგეებს უშვებაა . ისეთი ხმა ამოსდიოდა ღიმილს ვერ ვიშორებდი სახიდან....უცებ ვიგრძენი , რონ მეძინებოდა.. ვითიიშებოდიი. უგონოდ მთვრაალს , ბოლო სამი კვირის მანძილზეე , შუა სანაპიროზე ტკბილად ჩამეძინა. ეს ის ერთადერთი ღამე , იყო , როცა არაფერი დამსიზმრებია...
დილით მზის სხივებმა გამაღვიძა.... თვალებს ვერ ვახელდი, თავის წამოწევა ვცადე , მაგრამ ვერ შევძელი... ისეთი შეგრძნება მქონდა , თითქოს ყურებზე დდიდი გირები მეკიდა და ბალიშისაკენ მქაჩავდა ,,, დიდი ძალისხმევის შემდეგ თვალები გავახილე , პირველად ფანჯრისკენ გავიხედე და დავინახე მტვრის ნაწილაკები , რომლებიც ფანჯრის ჩარჩოზე თამაშობდნენ ... გარშემო მიმოვიხედე,,,, ელდა მეცა. პირველი კითხვა რაც საკუთარ თავს დავუსვი ეს იყო :
–სად ვარ?
კუთხეში მიყუდებული გიტარა დავინახე და მაშინვე მივხვდი სადაც ვიყავი.. ძლივს ძლივობით წამოვჯექი და თავი ხელებში ჩავრგე,,,,, ტანზე დავიხედე და მხოლოდ საცვლების ამარა ვიყავი . ჩემი ტანსაცმელი სკამზე იყო მიკიდული. იმ წუთას ჩემი თავი მძულდა, მაგრამ არაფერი მახსოვდა, როგორ მოვხვდი იქ... თუმცა რას უნდა აკეთებდეს გოგო უცხო ბიჭის ოთახში? თვალზე ცრემლი მომადგა . მინდოდა იმ წუთას ვიღაცას ტყვია დაეხლა... ძლივს ვაი ვაგლახით წამოვდექი... მინდოდა მოვმკვდარიყავი, მე აქ წამოვედი იისთვის რომ გიოს გარეშე ვერ ვძლებდი და რა გავაკეთე ? დავანგრიე ყველაფერი.. რატომ არაფერი მახსოვდაა ? ყვირილი მინოდდა... ტანსაცმელი ჩავიცვი ,,, ჟაკეტს ხელი დავავლე და კარისკენ გავემართე , როცა უცებ ოთახში საბა შემოვიდა !!!














