თვალების გახელისთანავე ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს პატარა სივრცეში ვიყავი გამოკეტილი.
წამწამებს სწრაფ სწრაფად ვაფახურებდი და ვერ გამეგო სად ვიყავი. ბნელოდა . თავი წამოვწიე და უეცრად თმებზე შეხება ვიგრძენი . ნაცნობი ხმა მომესმა, რომელმაც თითქოს მაშინვე შვება მომგვარა და დამამშვიდა .
–კიდევ კარგი გამოფხიზლდი ანი , როგორ ვინრვიულეთ !
ოდნავ გავმოძრავდი და აღმოვაჩინე , რომ თავი საბას კალთაში მედო .. '' ღმერთო ახლა რაღა მოხდა '' გავიფიქრე ჩემთვის ..
–რა ხდება საბა ? სად ვარ?
–ჩემს მანქანაში !
–მანქანაში , რომ ვართ მაგას მივხვდი , მაგარამ რა მოხდა ?
–მოიცა არაფერი გახსოოვს?
–არა ! – ჩემს სიტყვებს დამაჯერებლობა ნამდვილად ეკლდა ...
წამოვჯექი და წელში გავიმართე. ჩემდა გასაოცრად არაფერი მტკიოდა ! საბამ, გაოცებული მზერა მომაპყრო , მივხვდი , რომ რაღაც ვერ იყო რიგზე ! ზუსტად მახსოვდა რაც მოხდა, როგორ დამესხნენ თავს , არც თუ ისე სასიამოვნო მიმზეზით , თუმცა იმის გათვალისწინებით , რომ ცოცხალი და უვნებელი ვიყავი ნამდვილად შემეძლო სიმშვიდე შემენარჩუნებინა . სიმართლის გაგებას, თუ როგორ მოვხვდი აქ და რა მოხდა მას შემდეგ რაც გონება დავკარგე საბასგან ველოდი .
–ანი კარგად დაფიქრდი და ისე მიპასუხე...
–გისმენ !
–რა გახსოვს შენი უკანასკნელი მოგონებიდან?
–საბა ... ჩემს ენაზე მელაპარაკე !
–რა გახსოვს ანუ რა გადაგხდა ბოლოს?
–არ მესმის რას გულისხმობ !
–ანი რა დაგემართა .. თავი ძლიერად დაარტყი თუ უბრალოდ შოკში ხარ?
–კარგად ვარ საბა !
მე თვითონ მიკვირდა , როგორ ვინარჩუნებდი ამგვარად სიმშვიდეს და როგორ შემეძლო , რომ ასეთი უტეხი ვყოფილიყავი ...
–ანი შენ თავს დაგესხნენ და..
–ვიცი საბა , მაგრამ ვიცი , რომ კარგად ვარ და რაც მთავარია გადავრჩი... სხვას რა მნიშვნეობა აქვს, თუმცა ძალიან მაინტერესებს შენთან , როგორ ავღმოჩნდი? იქ იყავი?
–საბედნიეროდ კი .
–რას ნიშნავს საბედნიეროდ? რატომ იყავი იქ ?
–რანაირ კითხვებს მისვამ?
–ძალიან ჩვეულებრივს და სავსებით მისაღებს !
–მოდი ახლა შენ მელაპარაკე ჩემს ენაზე !
–კარგი უფრო გასაგებად გკითხავ .. რატომ აღმოჩნდი უცებ იმ ადგილას სადაც მე , როდესაც წესით ქობულეთში უნდა ყოფილიყავი ირაკლისთან ერთად ?
ზედმეტი თავდაჯერებულობა იგრძნობოდა ჩემს ხმაში . მართალია საბას დამსახურება იყო, რომ ახლა მე ცოცხალი ვიყავი, მაგრამ მაინც მაეჭვებდა ყოველივე ეს.. იმასაც ვერ ვიხსენებდი , როდის და რატომ დავკარგე გონება.. მიუხედავად ჩემი დაბნეულობისა მაინც შემეძლო მშვიდი გამომეტყველების უკან დამემალა ჩემი აღშფოთება და ნერვიულობა ...
–ანი ახლა შენ მაგაზე არ უნდა ნერვიულობდე !
–აბა რას ელი ჩემგან?
–სულ მცირე მადლობას მაინც , რომელიც პირადად მე არ მჭირდება, რადგან ყველაფერს რასაც შენთვის ვაკეთებ უანგაროდ ვაკეთებ და საერთოდ ძალიან არ მომწონს შენი ტონი !
ვხვდებოდი , რომ საბა ძალიან ბრაზდებოდა . არ მინდოდა ამის მიზეზი მე გავმხდარიყავი , ყველაფერს , რომ თავი დავანებოთ მისი დამსახურებით ვიჯექი ახლა მანქანაში ... რამდენიმე წუთს ჩუმად ვისხედით ... მივხვდი , რომ პირველი ნაბიჯი ჩემი გადასადგმელი იყო .. ღრმად ამოვისუნთქე და საბას გავხედე... ფანჯრიდან იყურებოდა ..
–დიდი მადლობა საბა , მაგრამ ...
–მაგრამ რა ?
–დამაცადე !
–კარგი მაშინ გისმენ ! იმდენად თავდაჯერებული ხარ დარწმუნებული ვარ არაფრის ახსნა აღარ გჭირდება . ისედაც ყველაფერი გახსოოვს და ...
–საბა ძალიან გთხოვ გაჩერდი . ახლა მე არ მომწონს შენი ტონი !
საბას არაფერი არ უთქვამს . მე კი ველოდი , როდის გამცემდა პასუხს,,, დიდ ხანს დუმდა , ბოლოს მოთმინების ფიალა ამევსო , შევტრიალდი , მანქანის კარი გამოვაღე და გადასვლას ვაპირებდი . უცებ საბამ მკლავში ხელი ჩამავლო და უკან დამაბრუნა !
–ანი .... მაპატიე !
ხმა უკანკალებდა... ყელში ბოღმა მომაწვა, ოღონდ ამჯერად საკუთარ თავზე ვბრაზობდი, რომ კვლავ ეგოისტი ბავშვივით მოვიქეცი და ვაწყენინე, ყოველგვარი მიზეზების გარეშე , რისი უფლებაც მე ნამდვილად არ მქონდა.. საბა უკვე ბევრჯერ დამეხმარა ამ მოკლე დროში და მე ერთხელაც ვერ გადავუხადე გულწრფეელი მადლობა , რომელსაც ნამდვილად ყოველთვის ვგრძნობდი და განვიცდიდი. იმ მადლიერების გრძნობას , რომელსაც იგი მანიჭებდა !
–არა საბა პირიქით . მე მაპატიე. იმის მაგივრად , რომ მადლობა მეთქვა ყველაფრისთვის მე...
–კარგი ანი არ გინდა ! მე შენ იმიტომ არ გიკეთებ რაღაცას , რომ მადლობა გადამიხადო და მადლიერების გრძნობა გამოვიწვიო შენში, ან იმის გამო , რომ უბრალოდ კარგ ადამიანად წარმოვაჩინო თავი, მე ამ ყველაფერს უანგაროდ შენთვის ვაკეთებ !
ხმა ვეღარ ამოვიღე...ცრემლები უკვე მახრჩობდა. თავი ვეღარ შევიკავე და ცრემლს უფლება მივეცი ლოყაზე ჩამოსრიალებულიყო.. თავი ფანჯრისკენ შევატრიალე საბას , რომ არ დაენახა , თუმცა მას არც ეს ჟესტი არ გამოპარვია ...
–ანი შემომხედე !
–,,,
–ანი !
ნიკაპზე ხელი წამავლო და სახე თავისკენ შეიბრუნა !
–ანი ტირიი? გაგიჟდი ? რას აკეთებ ? რა გატირებს? რის გამო ტირი? არ გაქვს მიზეზი. და თუ მიზეზი მე ვარ ...
–არა რას ამბობ , უბრალოდ ამეტირა .
–არ იტირო ძალიან გთხოვ. არ შემიძლია!
–მე ხომ უკვე ვიტირე შენთან მაშინ სანაპიროზე !
–კი , მაგრამ ის ცრემლები მოგონებებისგან იყო გამოწვეული . ახლა კიდე თავს მე ვგრძნობ დამნაშავედ შენი ცრემლების გამო !
–არა საბა, ხომ გითხარი შენ არაფერს შუაში ხარ !
–აბა რა ხდება?
–არაფერი . ტირილი ჩემთვის უცხო არ არის .. უბრალოდ სიმართლე მითხარი !
–რა სიმართლე ?
–რა მოხდა?
–რაც შენ იცი იგივე ვიცი მეც ანი !
–მიმალავ ! რაღაცას მიმალავ ! ვიცი ! რატომ გინდა მომატყუო ?!
–მე შენ არ მოგატყუებ , ამას სხვა რაღაც ქვია. რა საჭიროა დეტალების ცოდნა , როცა იცი , რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა !
–არ ვაპირებ იმედგაცრუებით ტკბობას. მინდა ვიცოდე ! არ მინდა იმ შეგრძნებით ვიარო , რომ რაღაცას მიმალავ , თანაც როდესაც მთავარი გმირი ამ საქმეში მე ვარ !
საბამ ამოიხვნეშა, სკამზე გასწორდა და თქვა :
–კარგი ! მოკლედ ...
როგორც იქნა საბამ მოყოლა დაიწყო , თუმცა უეცრად მანქანის წინა კარი გაიღო , მოულოდნელობისგან შევხტი .
–ნუ გეშინია . ირაკლია!
–ირაკლი?
–ხო !
–ანი როგორ ხარ?
–კარგად შენ?
ცოტა არ იყოს გამიკვირდა ირაკლის დანახვა , თუმცა არ შევიმჩნიე და საბას გამომცდელი თვალებით გავხედე , რომ მოყოლა გაეგრძლებინა !
–ირაკლი მინდა ანის მოვუყვე რა როგორ მოხდა,..
–იქნებ არ არის საჭირო ?
ირაკლიმ ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო, მოუკიდა , ერთი ნაფაზი დაარტყა და კვამლი ფანჯარაში გაუშვა ...
–თუმცა რა არის დასამალი ..
უკან გამოიხედა და გამიღიმა !
–ამიხსნით ბოლოს და ბოლოს რა მოხდა? ის გასაგებია , რომ თქვენი დამსახურებით ვარ ახლა უვნებელი , მაგრამ მე მხოლოდ ის მაეჭვებს , როგორ მოხვდით იმ წუთას ჩემთან , ან საერთოდ როგორ გაიგეთ ეს ყველაფერი ?
–ანი მემგონი ზედმეტად განიცდი და ნამეტანი ემოციებში ხარ ! დაწყნარდი . მე და საბა ყველაფერს აგიხსნით , და მიხვდები , რომ ასეთი სანერვიულოც არაფერი მომხდარა !
–ძალიან ემოციური გვყავს !
საბამ გამომხედა და ცაიცინა , თუმცა მალევე დასერიოზულდა და საქარე მინის იქით დაიწყო ყურება ! ერთ წერტილს მიშტერებოდა !
–მე ამ ყველაფრის მოყოლა მხოლოდ იმიტომ არ მინდოდა .. გაიგებდი , რომ მოგატყუე ...
–ვერ მიგიხვდი !
–მოკლედ. დღეს დილას , რომ გითხარი ქობულეთში მივყვები ირაკლის თქო, აი მაშინ ვიცრუე ! ოღონდ დედის სულს ვფიცავარ ცუდი განზრახვით არა . უბრალოდ ვერ ვხედავდი იმ წუთას საჭიროებას ყველაფერი გცოდნოდა. აუცილებლად მოგიყვებოდი , ყველაფერს მხოლოდ მას შემდეგ ,თუ ყველაფერი კარგად დამთავრდებოდა !
–საბა საქმეზე გადადი !
–მაცადე რა ირაკლი !
–მე მაცადე ! .
ახლა ირაკლიმ განაგრძო !
–მოკლედ იმ დღეს აქეთ ვიყავი გვიან ღამით გამოსული, აი მაშინ საბა , რომ შენთან იყო. ამ იმ ნაბიჭვრებთან შენ გაუპ....
–ირაკლიიი ! ცოტა ტაქტიანად !
–აი იმ ბიჭებთან , შენ , რომ დაგესხნენ თავს . გაუგებრობა მომივიდა. ნასვამი ვიყავი და მეც არ ვიცოდი რას ვიძახდი , შელაპარაკება მოხდა , ცოტაც და ჩხუბი აიწეოდა, მაგრამ ერთ ერთმა თქვა , რომ ასე არ ღირდა საქმის გარჩევა და მეორე დღეს დამითქვეს შეხვედრა ზუსტად იმ ადგილას სადაც ის ამბავი მოხდა . ისინი სულ ხუთნი არიან ... საბა ჩემი ძმაკაცია და ვის ვთხოვდი გაყოლას თუ არა მას ! არა იმიტომ , რომ მეშინოდა , ან ვიცოდი , რომ მათ ვერ მოვერეოდი. ისიც კი ვიცოდი დანებით რომ დადიან და ვითომ კაი ბიჭობენ , მაგრამ არ ყოფილა პრობლემა საიდანაც საბას გარეშე გამოვმძვრალვარ ... ან პირიქით ...
მე საბას გადავხედე და ახლა მან დაიწყო...
–დამირეკა და ყველაფერი მომიყვა. შენ კი იმიტომ გითხარი ქობულეთში მივდივარ თქო , რომ არ გენერვიულა . მე არ ვარ ისეთი ადამიანი იარაღით ვიარო ან თუნდაც დანა ვატრიალო ჰაერში. სრულიად სუფთა მივდიოდით მათთან . ჩვენს შესაძლებლობებში ეჭვი არცერთხელ შემიტანია , მაგრამ ცუდი დასასრულისთვისაც უნდა იყო მზად ! ... დანიშნულ დრომდე ნახევარი საათით ადრე მოვედით. ჯობდა ჩვენ დავხვედროდით ვიდრე ისინი. თუ რამე გაუთვალისწინებელს გეგმავდნენ წინასწარ გავიგებდით და ... მოკლედ ხო ხვდები. ხოდა ზუსტად ნახევარი საათით ადრე მოვედით და მანქანა მოშორებით გავაჩერეთ. რომ დავინახე შესახვევისკენ მიდიოდი თავიდან თვალებს არ დავუჯერე, მანქანიდან გადმოსვლა დავაპირე , მაგრამ ირაკლიმ მითხრა , რომ ყველაფერს გავაფუჭებდი. მერე დავინახეთ ერთ ერთი მაგ შესახვევისკენ , რომ წამოვიდა. რამდენიმე წუთში შენი ყვირილის ხმაც გავიგეთ და მაშინვე გამოვიქეცით. შენ ალბათ შიშიგან დაკარგე გონება. მე კი ერთ ერთს დავარტყი და სანამ ფეხზე წამოდგებოდა ხელში აგიყვანე და მანქანისკენ გამოვიქეცი , ირაკლიმ მეორეს მიხედა , მერე მანქანა დავძარით და წამოვედით ...
–მოიცა და ის შეხვედრა? დანარჩენებიც ხომ უნდა გენახათ?
–ამ შემთხვევაში პრინციპებს ვუღალატეთ ჩემო დაიკო ..
ირაკლიმ თქვა და გაიცინა
–ბოდიშით ... თუმცა ეს იქნებ კარგიცა .. ვინ ციის , როგორ დასრულდებოდა.
–ის ორი ერთი დარტყმით გავაგორეთ და...
–აღარ ღირს მაგაზე ლაპარაკი . ახლა ყველაფერი იცი ! – საბამ გამომხედა და გამიღიმა .
–დიდი მადლობა ბიჭებო , მაგრამ იცით რა ვიფიქრე? იქნებ გაუარესდეს მდგომარეობა და იმ ბიჭებმა ,,,
–არა ჩვენ მაგაზეც ვიფიქრეთ და რაღაც გადავწყვიტეთ !
–ირაკლი? რა გადაწყვიტეთ?
–მოკლედ მე მივალ და მათ ბელად დაველაპარაკები, გავარკვევ და მათი ბოლო ვაჟკაცობის შესახებაც მოვახსენებ... თანაც არამგონია მოეწონოს მის ბიჭებს არაკაცების სახელები თუ გაუვარდებათ ქალაქში და ავტორიტეტი შეელახებათ
–ბელადი?
–ირაკლი ასე ეძახის მათ , ასე ვთქვათ უფროსს ,,, ბანდის სულის ჩამდგმელს !
–აჰა გასაგებია...
საათს დავხედე .. ღამის 12 საათი იყო ...
–ბიჭებო უკვე ძალიან გვიანია .. იქნებ სახლში წამიყვანოთ !
–სად თბილისში?
–კაი რა ირაკლი რა თბილისი !
–აბა ახლა სად ხარ თუ იცი?
შუბლი შევკარი, ფანჯარას ჩავუწიე , გავიხედე და მხოლოდ ახლა მივხვდი , რომ მანქანა ჩემი სახლის ჭიშკართან იყო გაჩერებული.
–უი ... კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და დიდი ბოდიში!
–კიდევ ერთხელ მოგვიხდი ბოდიშს და იმ ბიჭებთან დაგაბრუნებთ ... თან არ უნდა იყვნენ გულგრილები შენს მიმართ მგონი !
–საბა მოკეტე რა !
–მაპატიე საბა ძმაო !
–წამოდი ანი კარამდე მიგაცილებ !
მანქანიდან უცებ გადმოვიდა, სწრაფად შემოუარა , კარი გამოხსნა და კარისკენ გამიძღვა !
კართან ორივე შევჩერდით .. ჩუმად ვიდექით და ვუყურებდით ერთმანეთს !
–საბა ,,,
–ოღონდ ისევ მადლობა არა რა !
ახლოს მივედი, თითის წვერებზე ავიწიე და ლოყაზე ვაკოცე , !
რომ შევხედე საბას მომღიმარ სახეს შევაწყდი.. მოვიდა და მთელი ძალით მიმიხუტა გულზე ! ხელები შემოვხვია და ნიკაპი მხარზე ჩამოვადე ! ასე ვიდექით .. არ ვიცი რამდენ ხანს ! ბოლოს ნაზად გაიწია, შუბლზე მაკოცა და წავიდა !
სახლში შევედი, ჩემს ოთახში ავირბინე და ლოგინზე წამოვჯექი. მაშინღა ვიგრძენი საშინელი დაღლილობა ... წამოვდექი , მოვწესრიგდი, გამოვიცვალე და ლოგინში დავწექი ...
საშინლად გადაღლილს და ემოციებით დატვირთულს კი ბალიშზე თავის დადებისთანავე ტკბილად დამეძინა ! ღრმა ძილის გამო იმ ღამეს არაფერი დამსიზმრებია ... დილით კი მოულოდნელად ტელეფონის წრკიარლა გამაღვიძა ....[color=orange][size=10][u]