მე თქვენ მიყვარდით
არც მინავლულა, ძველებურად მიღვივის სულში,
მაგრამ თქვენ ნუღარ შეშფოთდებით, ჩემთან მყოლოდით
მინდოდა... დღეს კი, ნუ მოიწყენთ, ხელს დაბლა ვუშვებ...
მე თქვენ მიყვარდით, უთქმელად და... ჰო, უიმედოდ,
მოკრძალებითაც... არ დავმალავ, ეჭვებიც მკლავდნენ...
მიყვარდით მთელი გულწრფელობით, სინაზით... ღმერთო...
მინდა, იმ სხვასაც, ასე ძლიერ რომ შეუყვარდეთ.