
ტელეფონს ხელი დავავლე. ნინი რეკავდა ...
–ხო ნინ !
–ანი ? სად ხარ აქამდე ? მობილურამდე ტივით მოდიოდი?
–გადმოვვარდი ...
სიცილს ვერაფრით ვწყვეტდი ...
–საიდან გადმოვვარდი ? რა გაცინებს გაგიჟდი ?
–საწოლიდან ... საწოლიდან გადმოვეშვი პირდაპირ თავით ...
–ა გასაგებია და თავი ძლიერად დაარტყი ხომ რა თქმა უნდა ...
სწორედ ეს მაცინებდა ყოველთვის ყველაზე მეტად . როდესაც ანი რაღაცა სასაცილოს იტყოდა სერიოზული ტონით . ამ ყველაფერზე შემეძლო გაუჩერებლად რამდენიმე წუთი მეცინა .. კიდე რამდენიმე ხანს გულიანად ვიცინე , რა თქმა უნდა ნინიც ავიყოლიე და ბოლოს , როგორც იქნა დავმშვიდდი ..
–თავი საერთოდ არ დამირტყავს ... გადავრჩი
–სხეულით მოწყდი უბრალოდ ხომ?
–კარგო გეყოფა თორემ ისევ თავიდან დავიწყებ ,,
–კარგი , კარგი ეგ ანმდვილად არ მინდა... ძალიან მიხარია კარგ ხასიათზე , რომ ხარ . წერილი თუ ასე გაგახარებდა და ასეთ ხასიათზე დაგაყენებდა რას წარმოვიდგენდი. ასე ალბათ გიორგის დანახვაც არ გაგიხარდება .. ისე , როგორ ხარ?
–რავიცი კარგად .. შენ როგორ ხარ ?
ვფიქრობდი მომეყოლა თუ არა წინა დღეებში გადამხდარი თავგადასავლები მისთვის , თუმცა ჩავთვალე თავის შეკავება ყველაზე კარგი გამოსავალი იყო და ყველაფერი მაშინ მომეყოლა მისთვის , როდესაც ვნახავდი ...
–მე არამიშავს ... ახლა მასწავლებელთან მივდივარ , წეღან ქუჩაზე , რომ გადავდიოდი კინაღამ მანქანამ დამარტყა და ჰაერში გამკრა !
–როგორ გამიკვირდა . როდის უნდა ისწავლო გზაზე სიარული ძალიან მაინტერესებს ..
–რავიცი ვიფიქრე მანქანა თუ დამეჯახება შეიძლება ჩამოვიდეს და მნახოს თქო. აბა ისე არც ფიქრობ მაგაზე და . თუმცა რა ნამუსით იძახი ჩემზე მაგას. მანქანას , რომ ხედავ სანამ ბოლომდე არ გაივლის ქუჩას და თვალს არ მოეფარება მანამდე ტროტუარზე ხარ დაყუდებული.
–სამაგიეროდ დაზღვეული ვიქნები
–და რათქმა უნდა ყოველთვის ყველგან დაგაგვიანდება .
–შენ მასწავლებელთან მიდიოდი ხომ?
–არა ჯერ არ მივსულვარ , კიდევ მაქვს ცოტა დრო სისხლი , რომ გაგიშრო .....
ანიმ ჩაისინა და ჩვენ ორივე გულიანად ავხარხარდით . მაშინ ყველაზე მოზღვავებულად ვიგრძენი მონატრება ნინის მიმართ . ადამიანი , რომელთანაც არ მჭირდება ნიღაბი. ვარ უბრალოდ ის ვინც ვარ , ვიცი ,რომ ვუყვარვარ და ყოველთვის მხარში დამიდგება. ხანდახან მისი უბრალო ჩახუტებაც კი ყველა ტკივილს შველის. ქვეყნად ბევრი რამს არსებობს , ძალიან ბევრი რამ და რა თქმა უნდა უამრავი ადამიანი ტრიალებს შენს გარშემო , თუმცა მეგობარზე უკეთესი და ძვირფასი არავინ არის. ალბათ ბევრი ვერ აცნობიერებს რამხელა სიმდიდრეს ფლობს , როცა საუკეთესო მეგობარი უდგას მხარში და მისგან სითბოს გრძნობს ...
–აუ ნინი ძალიან მენატრეები !
–ხოდა ხომ შეგპირდი , როგორც კი ყველა საქმეს მოვაგვარებ მაშინვე შენთან წამოვალ, აბა შენ თბილისში ჩამოსვლაზე ლაპარაკს ვერც შემოგკადრებ ..
–სულ როგორ უნდა მახსენებდე მაგას ..
–კაი ხო ვხუმროობ ხო იცი.. კარგი ანი ახლა უნდა გაგითიშო.. ძალიან მიყვარხარ და იცოდე თავს გაუფრთხილდი..
–კარგი ნინ .. მეც მიყვარხარ და წარმატებებიი !
ფანჯარასთან მივედი, ფარდა გადავწიე და ზღვის ჰაერს უფლება მივეცი ოთახში შემოჭრილიყო . თავი გარეთ გავყაავი და სახე მზეს შევუშვირე , როგორ მიყვარს დილის მზე . ზღვის ხმაა ... ყველაფერი მამშვიდებს აქ . ყველაფერი მიყვარს. არ ვიცი რა მჭირდა მაგრამ ემოციებით დატვირთულს არ ვიცოდი რა მეკეთებინა ... აფორიაქებული ვიყავი და ვერ ვჩერდებოდი ერთ ადგილას , სწრაფად ჩავიცვი , ოთახი მივალაგეე. ქვევით სართულზე ჩავირბინე და მუსიკალური ცენტრი ჩავრთე. რაც აქ ჩამოვედი ერთხელაც არ გავკარებივარ , არადა მუსიკის გარეშე ერთ დღესაც ევრ ვძლებ . ბოლო დროს ძირითადად გიორგის ნაჩუქარ MP3 ის მივმმართავდი. მსუიკამ უფო კარგ ხასიათზე დამაყენა .. უეცრად მაგიდაზე გიორგის წერილს მოვკარი თვალი. ხელში ავიღე და გულში ჩავიკარი. ასე მეჭირა და მისაღებ ოთახში ვტრიალეებდი წერილთან ერთად , ვიღიმოდი, ვიღიმოდი და ცხოვრებას შევიგრძნობდი. ველოდი , ველოდი სულმოუთქმელად და ამ ფიქრებში გართულს გული მიცემდა ისე , როგორც არასდროს ...
სამზარეულოში ღიღინით შევვარდი და მაცივრის კარი გამოვაღე . საბას დამსახურებით საჭმელი გადმოცვენაზე იყო.. . კოკა კოლა გამოვიღე და ნამცხვარი დავიჭერი ... ჭამის დამთავრების მერე თეფში და ჭიქა ნიჟარაში ჩავალაგე და აივანზე გავედი...
გარშემო ყევლაფერს თვალი მოვავლე , უეცრად სანაპიროზე საბას მოვკარი თვალი. მიხვდა , რომ ვუყურებდი და ხელის ქნევით მიხმო თავისკეენ ... მაშინვე ჩავირბინე ქვევით , ცენტრი გამოვრთე , სახლიდან გამოვედი და სანაპიროსკენ გავემართე.
საბა ჩრდილ ქვეშ იჯდა ჩემგან ზურგით და ქვიშაში ხელებს ურევდა. თავი ზევით არც აუწევია, გევრდით მივუჯექი , გამომხედა და გამიღიმა,, მისი გამომეტყველება მეუცხოვა , მაგრამ არაფერი ვთქვი ...
–როგორ ხარ ანი?
–რავიცი დღეს ძალიან კარგ ხასიათზე და სხვათაშორის მიკვირს რატომ?
– რა არის მაგაში გასაკვირი. აბა სულ ცუდ ხასიათზე , ხომ არ იქნები?
–რაღაც გჭირს ხომ?
–ვერ მიგიხვდი !
–ძალიან კარგად იცი რასაც ვგულისხმობ ...
–არა კარგად ვარ , უბრალოდ უძილო ვარ ცოტა ..
–საბა !
–ხო !
–კარგი რა ...
–რა გინდა ვერ გავიგე ?
თან გაიცინა , მაგრამ ვხვდებოდი , ვხვდებოდი რომ ეს არ იყო გულწრფელი სიცილი. მას რაღაც აწუხებდა .. მე ამას მის თვალებში ვხედავდი...
–კარგი მაშინ წავალ..
წამოსადგომად გავემზადე თუმცა საბამ ხელი წამავლო და უკან დამაბრუნა..
–ნუ ხარ ბუტია ..
–მაშინ მომიყევი რა ხდება , თორემ ვიფიქრებ , რომ არ მენდობი !
–ანი ... დღეს ...
–რა ? დღეს რა?
–ყველაზე მძიმე დღეა ჩემთვის..
–რა ხდება?
–შენთვის რაღაც არ მაქვს მოყოლილი. რაღაც რაც ყველაზე დიდ ტკივილს მაყენებს...
–მოგისმენ ... გული გადამიშალე ...
–ანი ... მე ძმა მყავს დაღუპული...
თავი ზღვისკენ მქონდა შეტრიალებული. ამ სიტყვების გაგონებით გამოწველი შეგრძნება ძალიან გავდა მიწაზე დაცეემით გამოწვეული ტკივილის გრძნობას. თავი მისკენ შევატრიალე , მაგრამ მის სახეს ვერ ვხედავდი. თავი დაბლა ქონდა დახრილი ...
–დღეს მისი დაღუპვიდან 8 წელი გავიდა...
–ღმერთო საბა .. ძალიან ვწუხვარ !
სხვა ვერაფრის თქმა ვერ შევძელი...
–ჩემი ძმა ჩემზე ზუსტად 5 წლით უფროსი იყო... რომ იცოდე როგორ მიმძიმს მასზე წარსულში ლაპარაკი... მე 20 წლის ვარ .. ცოცხალი , რომ ყოოფილიყო 25 წლის იუბილეს ავუღნიშნავდით. მიუხედავად იმისა , რომ ყველაზე საუკეთესო ოჯახი მყავდა და ყველაზე კარგი მშობლები ყოველთვის იმ შეგრძნებით ვცხოვრობდი , რომ მასზე ახლობელი არავინ მყავდა, რომ იცოდე როგორ მედგა ყოველთვის მხარში.. კაცად მზრდიდა ... თვითონ.. თვითონ ყველაზე გრანდიოზული ადაამიანი ვინც კი მინახავს .., ცხოვრებაში არ შეუქმნია მამაჩემისთვის სერიოზული პრობლემაა. საამაყო ადაამიანი. სწავლობდა დაა უკრავდა.. ჩემნაირად გიტარაზე.. მან მასწაავლა დაკვრა... უამრავი ძმაკაცი ყავდა და , რომ წამოვიზარდე მეც დავყავდი ხოლმე მათთან ... 12 წლის ვიყავი , როცა ის წყეული ამბავი მოხდა.. ის ამბაავი რამაც ცხოვრება დამინგრია, ის საბედისწერო დღეე.. მძულს .. მძულს ის დღე , როცა ღმერთამა საკუთარი ძმა წამართვაა ..
საბას შევხედე, ტიროდა... ერთხელაც არ გამოუხედავს ჩემსკეენ.. ჰორიზონტს გაჰყურებდა და ზიზღით წარმოთქვამდა თითოეულ სიტყვას. ვერაფრის თქმა ვერ შევკადრე... ვიჯექი ჩუმად და ვუყურებდი , ვუსმენდი და ყურებს არ ვუჯერეებდი..
–ხომ შეიძლებოდა ეცხოვრაა... 17 წელი.. რა არის 17 წელი ... მე ხომ წესიერად იმის თამქც ვერ შევძელი მისთვის , რო მიყვარდა .... ვერასდროს ვერავინ წარმოიდგენდა თუ მისი სიცოცხლე ასე დასრულდებოდა... ბოლო ზარი ჰქონდა. ძმაკაცებთან ერთად იქეიფა , ბევრი დალიეს ... მათ ერთი სრულწოვანი ძმაკაცი ყავდათ , რომელიც მანქანით დადიოდა. იქაც მანქანით იყო მისული. იმდენი დალია გაითიშა.. მანქანას კი ჩემი ძმა მიუჯდა , მართალია კარგად ატარებდა , მაგრამ მამა არ აძლევდა არასდროს საჭესტან დაჯდომის უფლებას მანამ , სანამ მანრთვის მოწმობას აიღებდა, მერე კი მისთვის სასურველი მანქანაც უნდა ეყიდა...
მოკლედ ხომ იცი მთვრალი ძმაკაცების ამბავი. გადაჭარბებული სიჩქარეე.. მუსიკეები მანქანაში ბოლო ხმააზე.... სატვირთო მანქანა კვეთდა გზას , როდესაც შუქნისანი ვერ შენიშნა და ..... ყველა გადარჩა სასწააულეებრივად .. ყველას ქონდა მიღებული ტრამვა , მაგრამ სერიოზული არცერთს... 2 თვე კომაში მყოფ ძმას 12 წლის ბიჭი რეანიმაციაში ვუთენებდი ღამეებს.. დედა და მამა ... რა თქმა უნდა არცერთს ცრემლი არ შეშრობია.. ვხედავდი , როგორ იტანჯჯებოდნენ , მაგრამ იმასაც ვხედავდი , რომ თავის ხელში აყვანას ცდილობდნენ , მხოლოდ ჩემს გამო... მაინც სამივეს გვჯეროდა , რომ ჩემი ძმა თვალს გაახელდა და დაგვიბრუნდებოდა... 2 თვის თავზე კი ჩემი ძმის გული საბოლოოდ გაჩერდა ... ვხედავდი , როგორ მიდნებოდა ხელებში დედა , შენ იცი დედაჩემის დაღუპვის მიზეზი.... ჩემი ძმის სიკვდილი არ მქონდა გამოტირებული , რომ დედაჩემმაც მიგვატოვა მე და მამა .... მეშინოდა მამაც არ დამეკარგა , მაგრამ ამის გასაკეთებლად არაფერს ვაკეთებდი. სკოლა სულ ძალაზე დავამთავრე . არაფრის ხალისი არ მქონდა... მძულდა ყველაფერიიი... ვგრძნობდი , რომ ადამიანს აღარ ვგავდი... ჩემი ძმის სიკვდილის შემდეგ გიატარას აღარ გავკარეებივარ ... 15 წლის ვიყავი ირაკლი , რომ გავიცანი .. ყველაფერი მოვუყეევი ჩემს შესახეებ .. მას შემდეგ გვერდიდან არ მომშორეებია. მისი თხოვნით დავუბრუნდი გიტარას 18 წლის ასაკში... ახლა აქ კი იმიტომ , ვარ რომ ვიცი იქ მამაჩემს უბრალოდ გავაღიზიანეებ , მიუხედავად იმისა , რომ ახლა ჩემს გარდა არ აღავინ აღარ ყავს მაინც ვერ შევძლებ იმის გაკეთებას რაც მას უნდა... ნაჩხუბარი არ ვარ მაგრამ მთლად გადასარევი ურთიერთობაც აღარ გვაქ. მირეკავს ხოლმე ,, მას რა დაუშავებია ჩემთვის , ვცდილობ ნორმალურად ველაპარაკო.. არ მინდა თბილსში ცხოვრებაა, იქ ყველაფერი დედას და ჩემს ძმას მახსენეებს... მამაჩემს იცი რაც უნდოდა.. მესწავლა , მემუშავა .. არ ვარ მასეთი კატეგორიის ადაამიანი... ჩემი ძმა , რომ ცოცხალი ყოფილიყო ალბათ სულ სხვანაირად იქნებოდა ყველაფერიიი...
საბა ისევ ტიროდა... .... არ ვიცოდი რა მეთქვა მისთვის ...არ შემეძლო რამე მეთქვა ან რამით მენუგეშებინა ... უბრალოდ მინდოდა რაღაცით შემემსუბუქებინა ეს ტკივილიიი მისთვის ... მივიუახლოვდი და მთელი ძალით მოვეხვიე. რამდენიმე ხანს ასე ვისხედით გაუნძრევლად ....
–სად არის დაკრძალული?
–აქ ბათუმში... დედაჩემის სურვილით ... შეიძლება აქეთ მაგ მიზეზით უფრო მომიწევს გული... იციი რას ვაკეთებ , როცა ძალიან ცუდად ვარ ? მივდივარ ჩემს ძმასთან და ველაპაარკები.. დედაჩემი თბილისშია დაკრძალული ... დედაჩემა ანდერძში დავიტოვა , რომ თავისი შვილის გევრდით ნუ დავკრძალავდით. არ ვიცი რატომ ისურვა ასე, მაგრამ სურვილი შევუსრულეთ...
–გინდა წავიდეთ სასაფლაოზე?
–შენ ? შენ არა .. აქ იყავი მე ისედაც ვაპირებდი..
–მეც მინდა წამოვიდე და შენს გვერდით ვიყო..
–კარგი მაშინ წავიდეთ ..
გზაზე დიდი ტაიგულით ყვავილები ვიყიდეთ, არცერთს ხმა არ ამოგვიღია ..
სასაფლაოზე რამდენიემ წუთს ვიარეთ . ბოლოს საბა ერთ საფლავთან შეჩერდა .. ახლოს მივიდა და მუხლებზე დაეცაა... ასე იჯდა დიდ ხანს. კვლავ ვხედავდი , როგორ მოგორავდენენ მისი მწვანე თვალებიდან ცრემლები... თითები მიწაში ჩაასო და ჩურჩულით წარმთქვა სიტყვები:
–რატომ? რატომ წახვედი? ხომ დამპირდი არასდროს მიგატოვებო. ხომ მითხარი სულ შენს გვერდით ვიქნებიო? მჭირდები ძმაო... მჭირდები !
ბოლოს წამოდგა და სასფლაოდან გავიდა.. მე თაიგული იქვე დავდე და საბას უკან გავყევი...
ხმა არც აქეთ გზაზე ამოგვიღია ... სახლამდე მიმაცილა ...
კართან შევჩერდით... ერთმანეთს შევყურებდით რამოდენიმე წუთის განმავლობაში... მიყურებდა თვალებში ... ვერ აგიღწერთ არ იკითხებოდა იმ წუტას მის გამომეტყველაბაში. უზომოდ დიდი ტკივილი.. მე უბრალდო არ მქონდა იმ წუთას ჩემი ტკივილისთვის ტკივილი მეწოდებინა... საბა კი , საბას ცხოვრება უსამართლოდ მოექცა .., ნამდვილად იმსახურებდა ბედნიერებას ....
უეცრად საბა მომიახლოვდა ... სახე ძალიან ახლოს მოწიაა. მის სუნთქვას უკვე კანზე ვგრძნობდი.. თითქოს ადგილზე გავიყინე , კიდევ უფრო ახლოს მოწია თავი და მოულოდნელად ჩემს ტუჩებს ვნებიანად დაეწაფა ...