მე 15 წლის ვარ და ძალიან მიყვარს ერთი ბიჭი, მას კი არა. მეტიც ვერ მიტანს. მე კი ვერ ვახერხებ მის დავიწყებას მინდა რომ დავივიწყო, მაგრამ არ გამომდის. უკვე 1 წელზე მეტია რაც მიყვარს და ყურადღებას არ მაქცევს. ყოველთვის როცა დამინახავს რაღაცა სისულელეებს ლაპარაკობს, როცა გავიცანი მაშინ არ ვიცოდი რომ შეყვარებული ყავდა, ამიტომაც თმით ვითრიე. თავიდან მეგონა რომ მოვწონდი მაგრამ მერე გამოჩნდა მისი შეყვარებული(უკვე ყოფილი). იმ გოგოს ვერ ვიტან ძალიან ლამაზია მაგრამ უბრალოდ არ მომწონს, იმიტომ არა რომ ლამაზია და ლუკას ყოფილი შეყვარებული პირადული მიზეზების გამო. როცა ვცდილობ რომ ხმა არ გავცე ისეთს ამბობს რომ ველაპარაკები, იგნორის გაკეთება მინდა მაგრამ არ ვიცი სწორი იქნება თუ არა. მინდა რომ რამე მირჩიოთ როგორ მოვიქცე მის მიმართ. ლუკა ძალიან ცანცარააა sad და ბევრ გოგოს ეარშიყება.