დამარცხებული სიყვარული სიძულვილია, არის თუ არა სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯი? შეიძლება თუ არა ის, ვინც ძალიან ,ძალიან გიყვარს, შეიძულოი
ნამდვილი სიყვარული არასოდეს კვდება, არ მარცხდება, ყველაფერს უძლებს და ასე სიძულვილიც გამორიცხულია.
,,არაფერი აძლიერებს სიყვარულს ისე, როგორც გადაულახავი წინაღობები" (ლ.დე ვეგა).
შეიძლება მოხდეს რაიმე ისეთი, რაც ვერ აპატიო ვერასოდეს, მაგრამ ვერასდროს ვერ დაივიწყებ და შეიძულებ.რათქმა უნდა როცა ნამდვილი სიყვარულია.
ჩემთვის,დიდი სიყვარულიდან სიძულვილამდე იმდენად შორი მანძილია, ვერასოდეს მივალ. ასე რომ, ვერ შევიძულებ ვერავის და მითუმეტეს როცა მიყვარს, არ აქვს მნიშვნელობა რა მოხდება.
შენს სიყვარულს შეიძლება არ აპატიო , ხდება, დასაშვებია, დაქუჩდეც უამრავი პრობლემები, მაგრამ სიძულვილი მაინც დაუშვებელია. როგორ უნდა შეიძულო ის ადამიანი, რომლისთვისაც თუნდაც ერთხელ გითქვამს მიყვარხარ და რომლის ერთი შემოხედვაც კი საკმარისი იყო შენი ბედნიერებისათვის...
თუ გრძნობა წმინდაა და უანგარო, მას ვერასოდეს შეცვლის სიძულვილი!...
ყველას თავისი შეხედულება აქვს, "შემთხვევამ"არ შეიძლება დიდი სიყვარული დაანგრიოს და მითუმეტეს სიძულვილამდე მიიყვანოსი გამორიცხულია. მაშინ ის შემთხვევა აღარაა, სხვა რამეა. ისე ძლიერი სიყვარული, რომელსაც შემთხვევები ვერაფერს აკლებენ, რჩეულთა ხვედრია. თუკი სიძულვილი სიყვარულის ადგილს იკავებს, იქ სიყვარული არასოდეს არ ყოფილა.
სიყვარულიდან სიძულვილამდე, ძალიან დიდი გზაა გასავლელი.(ეს ჩემი პირადი აზრია).
ტვინში შეიძლება მოხვდეს უარყოფითი რეაქცია, მხედველობიდან აღთქმული, მაგრამ გული, გულს რას ერჩითი
გული ტვინს არ მისცემს საშუალებას, დიდი სიყვარულის გრძნობა უარყოს და პირიქით, სიბოროტე აკეთებინოს ადამიანს.
სიძულვილით და ბოღმით არ აივსო,თორემ ისევ შენზე იმოქმედებს ცუდად,თავი ხელში აიყვანე,იფიქრე მხოლოდ ერთზე,რომ შენი მომავალი შენს ხელშია,სიცოცხლე მშვენიერია და ის უამრავ კარგ სიუპრიზებს მოგიწყობს.
ადამიანს სხვა დანიშნულება აქვს დედამიწაზე.
სიყვარულით უნდა გამრავლდეს.
გაუფრთხილდით ამ გრძნობას!