ზამთრის საღამოს
ეზოში გავალ, რომ გავექცე დარდის მარწუხებს.
სრულ სიჩუმეში, მაცვივიან თოვლის ფიფქები,
გაყინულ გულს კი ვეღარ მითბობს შენზე ფიქრები..
იყო დრო, როცა ვოცნებობდი გულიც მღეროდა,
მე ბედისწერას ვენდობოდი, მისი მჯროდა.
წამში დავკარგე სიყვარული, გულის ქონება,
და ოცნებისგან დამრჩენია დღეს მოგონება.
ყველაზე წმინდა რაც გამაჩნდა, ეს შენ იყავი,
სიცოცხლესაც კი გაჩუქებდი მე მზად ვიყავი.
ოცნებად მქონდა, ჩამეკიდა შენს ხელზე ხელი,
და ასე მევლო, შენთან ერთად ათასი წელი.
მაგრამ სიმართლე სიმართლეა, თუნდ იყოს რთული,
ყველაფერს ააქვს დასაწყისი და დასასრული.
მეც თითქოს ვხვდები, ჩემი გრძნობა ნელ-ნელა კვდება,
როგორც ეს ფიფქი ხელის გულზე ჩუმად რომ დნება...