გამაყრუებელმა ხმამ რამის სმენა დამიქვეითა ...
ყველაფერი 1 წამში მოხდა. იმდენად სწრაფად , რომ ვერც კი მავასწარი გამეცნობიერებიან რა ხდებოდა. მოულოდნელად ვიგრძენი , როგორ გადამისროლა რაღაც ზებუნებრუვმა ძალამ უკან და ცივ ასფალტზე დამაგდო , გიორგის ქვეშ მოვექეცი.
გიორგი გაუნძრევლად მეწვა ზემოდან . მე გაშეშებული ვიწექი და აზრზე ვერ მოვდიოდი. ვერ ვხვდებოდი რა შეიძლება მომხდარიყო. რამ გამოიწვია ყოველივე ეს ან საიდან მოვიდა გასროლის ხმა ! შიშის გრძნობამ შემიპყრო. ამას ისიც ემატებოდა , რომ გიორგი არც კი ინძრეოდა. მეტიც მის სუნთქვასაც ვერ ვგრძნობდი . მინდოდა დამეზახა მისთვის , თუმცა ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს გავიყინე და მოძრაობის უნარი დავკარგე .
უცებ გიორგიმ ნელი მოძრაობით თავი აწია და ჩუმად მკითხა :
–ხომ კარგად ხარ?
–რა მოხდა?
–არ ვიცი !
–სროლის ხმა საიდან მოვიდა?
–არც ეგ ვიცი !
–და ძირს როგორ ავღმოჩნდით?
–არც ეგ !
უცებ ვიგრძენი , როგორ მოიწევდა ჩვენსკენ ჩრდილი და თანდათან იზრდებოდა. რაც უფრო გვიახლოვდებოდა ჩემი გულის ცემაც მით უფრო ჩქარდებოდა... მხოლოდ მაშინ დავმშვიდდი , როდესაც მისი ხმა გავიგონე !
–აღარ ადგებით?
–თორნიკე?
წამოვიყვირე გაოცებისაგან..
–ადექით მიწა ცივიაა..
–ხო მართალია,
უხალისოდ დასძინა გიორგიმ და ფრთხილად წამოდგა , მეც ხელი მომკიდა და წამომაყენა...
–რა მოხდა?
თორნიკესაკენ გავიხედე და თვალი მის მზერას გავაყოლე. ბარისაკენ მიეპყრო თვალები . მხოლოდ ახლა შევამჩნიე , რომ უამრავ ადამიანს მოეყარა თავი ბარის კართან . ორი მამაკაცი ერთმანეთს გამეტებით ურტყამდა. ბოლოს ძირს გაგორდნენ . ხან ერთი მოექცეოდა ზემოდან , ხანაც მეორე .მალევე შევამჩნიე , რომ ერთ ერთს ხელში იარაღი ეჭირა , მალე გააგდებინა ხელიდან და ახლა მუშტები დაუშინა .. გაშველებას არც არავინ ცდილობდა, თუმცა მას შემდეგ რაც იარაღი დაიგულეს და აღარაფერი აშინებდათ შეგულიანდნენ და რამდენიმე მაღალი მამაკაცი ჩხუბში ჩაერია ... სამივე შევყურებდით სანახაობას , მე კი უეცრად კანკალმა ამიტანა ...
თონიკემ გამოგვხედა და მშვიდი გამომეტყველებით აგვიხსნა :
–თქვენ , რომ ბარიდან გამოცვივდით მე ცოტა ხანს იქ შევყოვნდი. მერე ჩხუბი აიწია , გარეთ გამოვარდნენ და მეც მალევე გავშორდი იქაურობას. დაგინახეთ შორიდან და თქვენსკენ წამოვედი. სანამ მოვიდოდი ერთხელ შევტრიალდი უკან , , თქვენ ალბათ ხმა არც გაგიგიათ ჩხუბის , გარშემო უამრავი მანქანა ირევა და ... მოკლედ შევამჩნიე , ერთ – ერთმა , როგორ ამოიღო იარაღი და გაისროლა ,,, სამიზნეს აცდა , მე უკვე მოახლოვებული ვიყავი თქვენთან , გამოვექანე და ყოველი შემთხვევისათვის ხელი გკარით . მეც გზის მეორე მხარეს გადავვარდი .. მოკლედ ხომ მიხვდით არა ?
გიორგიმ ჩაიღიმა, მივიდა და თმა აუჩეცა :
–მადლობთ ძმაო !
–არ გრცხვენია ტო?
–არ წავიდეთ?
–დამიცადეთ აქ . მე მანქანას მოვიყვან .
თორნიკე წავიდა და კვლავ დავრჩით მე და გიო მარტონი ...
ცოტა დამშვიდებული მეჩვენა , მაგრამ , როგორც კი მის თვალებში ჩავიხედავდი მაშინვე ვიძირებოდი მის მორევში და თითქოს მისი ტკივილი ჩემზე გადმოდიოდა !
ცოტა ხანს ასე ვუყურებდი , ბოლოს ამოვიოხრე და დავიწუწუნე :
–იარაღის ხმა გავიგონე , მაგრამ მერე რა მოხდა ვერაფერი გავაცნობიერე . კიდევ კარგი თორნიკე , თორემ შენს კიდევ ერთხელ დაკარგვას ვერარ გადავიტანდი !
გიორგი უფრო მომეკრო , ჩემი სახე ხელებში მოიქცია და მითხრა :
–პატარავ შენ მე არასდროს დაგიკარგივარ . მე უბრალოდ წასული ვიყავი , ახლა აქ ვარ და ...
–არარასდროს გაგიშვებ !
–საკუთარ თავს იმასაც ვერ ვპატიობ საერთოდ , რომ მიგატოვეთ შენ და დედა .
–შენ , ხომ ყველაფერი მამაშენის ღირსებისათვის გააკეთე .
–კი , მაგრამ არც კი მიფიქრია , რომ თავს ასეთი უბედურება დამატყდებოდა. ვერც კი წარმოვიდგენდი ... მამა დავკარგე , წავიდა სწორედ იმ დროს , როცა მჭირდებოდა, მაგრამ მან გააკეთა იმდენი , რომ მასწავლა , როგორი უნდა იყოს ნამდვილი მამაკაცი, ნამდვილი ადამიანი , თუმცა ის იმასაც მასწავლიდა , რომ ყოველთვის უნდა იბრძოლო საყვარელი ადამიანის შესანარჩუნებლად რადაც არ უნდა დაგიჯდეს . მე კი ისე გამომეცალა ხელიდან დედა, რომ მისთვის იმის თქმაც ვერ მოვასწარი , როგორ მიყვარს !
–გიორგი !
ცრემლები გადმომცვივდა და მთელი ძალით შემოვხვიე ხელები გიორგის... გიორგიმ თავზე მაკოცა , ხელი წელზე შემომხვია და ყურში ჩამჩუჩულა :
–შენ თუ გადამატანინებ ! არ მინდა შენც დაგკარგო .
–მიყვარხარ !
–მეც პატარავ !
გიორგი ჩემს ტუჩებს ნაზად შეეხო , გულის ცემა ხან ჩქარდებოდა , ხანაც ჩერდებოდა . ცხოვრებაში არ არსებობს იმაზე დიდი ბედნიერება , როცა გრძნობ იმ ადამიანის სიყვარულს , რომელიც ყველაფერს გირჩევნია. გრძნობ რომ მას სჭირდები . იმაზე მეტი ხარ მისთვის ვიდრე ეს სიტყვებით გადმოიცემა .
მალე ჩვენს გევრდით თორნიკეს მანქანა გაჩერდა , გიორგიმ კარი გამოხსნა და პირველი შემიშვა. თვითონაც გვერდით მომიჯდა და ხელი გადამხვია.
მთელი გზა არცერთს ხმა არ ამოგვიღია ...
მხოლოდ რამდენჯერმე გავაპარე თვალი გიორგისაკენ . ყოველ ჯერზე ვხედავდი , როგორ სდიოდა ცრემლები , გიორგის , თუმცა ცდილობდა დაემალა , ამიტომაც არ იყურებოდა ჩემსკენ . არ მინდოდა მისთვის ტავის შებეზრება და უაზროდ გამხნევება. ახლა მისთვის ტირილი ყველაზე დიდი შვება იქნებოდა .
საავადმყოფოში შესვლისას მამა პირველივე სართულზე მოგვეგება. გიორგისთან მივიდა, მის წინ გაჩერდა , მერე ხელი მოკიდა თავისკენ მიიზიდა და მთელი ძალით ჩაიხუტა გულში. დიდ ხანს იდგნენ ასე.., ბოლოს მამაჩემი გაიწია , მხოლოდ მაშინ შევამჩნიე მამას თვალებზე ცრემლები ... სახე გაამკაცრა და გიორგის თბილად მიმართა :
– გიორგი შვილო ! ძალიან მიჭირს ამაზე ლაპარაკი შენთან , მაგრამ ხვალ დილით უნდა გადავასნენოთ სახლში. შენ არაფერზე იდარდო შვილო. ყველაფერს მივხედავ . არაფერი გექნება სადარდებელი ,ჩემი იმედი გქონდეს ყველაფერში . და უარს არ მივიღებ იცოდე ...
–მადლობა ყველაფრისათვის . არც კი ვიცი უთქვენოდ რას ვიზამდი !
–რას ამბობ რა მადლობა ...
გიორგისთან მივედი და ხელი ჩავჭიდე . საპასუხოდ ცერა თითი ხელზე მომისვა .
გიორგიმ და მამამ განაგრძეს საუბარი თუმცა გულისყური ვერ დავუგდე . ფიქრებში ვიყავი გართული. მხოლოდ მაშინ გამახსენდა, რომ გიოს ჯერ დედა არ უნახავს , თუმცა მე არ ვაპირებდი ამის შეხსენებას .
უეცრად თითქოს გარშემომყოფთ ჩემი აზრების წაკითხვა შესძლებოდეთ მამამ ყოველიშემთხვევისათვის თქვა:
–გიორგი არ გინდა დედაშენი ნახო? ექთანი მიგიყვანს .
გიორგის ხმა არ ამოუღია. კვლავ თვალები აუცრემლიანდა და კარისაკენ გაემართა სადაც ექთანე ელოდა. არ მინდოდა გაყოლა , რადგან ვიცოდი ახლა მისთვის ყველაზე სწორი მარტო დარჩენა იქნებოდა. დედას ბოლოჯერ ჩაეხუტებოდა და ტირილით გულს მოიოხებდა.
მამა და თორნიკე საავადმყოფოდან გავიდნენ , რომ ხვალისათვის ყველაფერი მოემზადებინათ . მე მოსაცდელში დავჯექი . გიორგის მოლოდინში მოსვენება დავკარგე. მოულოდნელად ერთმა აზრმა გამიელვა თავში , ტელეფონი ავიღე და ნომერს ძებნა დავუწყე .
მესამე ზარზე უპასუხა . სასიამოვნოდ ჩამესმა ყურში მონატრებული ხმა :
–ხო ანი გისმენ!
–საბა როგორ ხარ?
–არამისავს შენ როგორ ხარ?
–მეც არამიშავს . ახლა საავადმყოფოში ვარ. გიორგი დედამისთან დღეს პირველად შევიდა ...
–როგორ არის . გადააქვს ?
–ხო . ვცდილობ დავეხმარო , გევრდიდან არ ვშორდები.
–დაკრძალვა როდის არის?
–ხვალ სახლში გადავასვენებთ და დაკრძალვა სავარაუდოდ სამშაბათს იქნება .
–კარგი გასაგებია. გიორგის ჩემგან მიუსამძიმრე . კარგად მესმის მისი. უთხარი გამაგრდეს , თან გვერდით , როცა შენნაირი გოგო ყავს ყველაფერს გადაიტანს. ნეტა მეც მყოლოდა მაშინ ვინმე შენი მსგავსი . ან თუნდაც შენ .
ბოლო სიტყვები ძლივს გასაგონად წარმოთქვა .
საბას ხმას სევდა გამოერია . მის ნათქვამზე ვერანაირი პასუხი ვერ მოვიფიქრე . ამიტომ გადავწყიტე დავმშვიდობებოდი .
–კარგი საბა ძალიან დიდი მადლობა . უნდა წავიდე მალე გიორგი გამოვა და დავჭირდები .
–კარგი ანი. აბა შენ იცი. შეგეხმიანები ამ დღეებში.
–კარგი, მაშინ დროებით !
კდიევ რამდენიმე ხანს ვიჯექი ჩემთვის. მერე კარი გაიღო და თვალებჩაწითლებული გიორგი გამოვიდა. უხმოდ მომიჯდა გვერდით . რამდნეიმე წუთს ჩუმად ვისხედით. ვერაფრის თქმას ვერ ვბედავდი. წინ ვიყურებოდი და გიორგის ველოდი.
გიორგიმ ხელი წამოიღო და ჩემი ხელი აიღო, წამოდგა და გარეთ გამიყვანა.
–გიორგი სად მივდივართ?
–შენთან ერთად მინდა ყოფნა, მაგრამ არა საავადმყოფოში .
–კარგი.
ხელი გადამხვია და მასთან ერთად გზას გავუყევი. 15 წუთი ფეხით ვიარეთ , ბოლოს ტაქსს ხელი დაუქნია , გააჩერა , ჩავსხედით და მისამართი მიუთითა , თუმცა მე ვერ მივხვდი სად მივყავდი იმ შუაღამეს. არც გზაში არ ამოგვიღია ხმა. მხოლოდ რამდენჯერმე გამომხედა გიორგიმ და გამიღიმა . მანქანა ერთ უცნაურ ადგილას გაჩერდა , გადმოვედით , გიორგიმ ფული გადაუხადა , ხელი წამავლო და ნელი ნაბიჯებით წამოყვანა .
ბნელოდა და გარკვევით ვერაფერს ვხედავდი .
–სად ვართ გიორგი?
–ტბაზე.
–სად?
–აქ რამდენიმე ნაბიჯში ტბაა.. მიყვარს აქაურობა . მამშვიდებს.
–ბნელა გიორგი.
–ნუ გეშინია..
მითხრა და მიმიხუტა.
ტბას მივუახლოვდით ... გზიდან ლამპიონები ტბის მიმდებარე ტერიტორიიასაც ანათებდა. მივედით და შორიახლოს მდგარ სკამზე ჩამოვსხედით ...
–მინდა ხვალამდე შენთან ერთად ვიყო.
სკამზე წამოწვა და თავი კალთაში ჩამიდო . მე თმაზე ვეფერებოდი . გიორგი თვალებში მიყურებდა. ხანდახან აუწყლიენადბოდა ჩემი საყვარელი ზღვისფერი თვალები , რომელშიც ჩემი სამყარო ჩანდა, თუმცა ვაკოცებდი და მაშინვე ღიმილი გადაჰკრავდა სახეზე.
ასე ვისხედით რამდენიმე საათის განმავლობაში... ჩუმად. ალბათ ძნელი წარმოსადგენია , როგორ უნდა გაძლოს ადამიანმა გათენებამდე ასე ყოფნა თუმცა , ზუსტად დილის 6 საათი იყო, იქიდან , რომ წამოვედით.
საავადმყოფოში მისულებს მამა , დედა, თორნიკე , ნინი და მათი მშობლები იქ დაგვხვდნენ. ასევე გიორგის ბიძა და რამდენიმე ნათესავი...
თამუნა დეიდა სახლში გადავასვენეთ. გიროგიც მთლაინად საქმეში ჩაება. მეც სულ მის გვერდით ვიყავი მასთან სახლში და მხარში ვედექი. ვიღებდი სამძიმარზე ხალხს . გიორგის ვეხმარებოდი და ყველანაირად ვცდილობდი მისთვის ტკივილი შემემსუბუქებინა, გიორგი არ მრთავდა ნებას , რომ ღამე გამეთეებინა ხოლმე , თუმცა არცერთ ღამეს იგი მარტო არ დამიტოვებია.
დაკრძალვის წინა ღამეს კი მისი დაჟინებული თხოვნით სახლში თორნიკემ წამომიყვანა , რომ გამომეძინა .
ამდენი ღამის უძილომ თავი ბალიშზე დავდე თუ არა მაშინვე ჩამეძინა.
დილით დედამ გამაღვიძა, შუბლზე კოცნით.
–ადექი დედიკო მალე უნდა გავიდეთ!
–ხო დედა ვდგები!
–ახალი კაბა მოგიტანე და პიჯაკი .
–მადლობა დედა.
–ორივე ჩემს მკერავთან შევუკვეთე. იცის შენი ზომები. მართალია გახდი , მაგრამ ძალიან შესამჩნევად არა.
–შენს თვალს დედა 3 გრამიც არ ეპარება.
ვუთხარი და თბილად გავხედე.
–კაი დედიკო ადექი და მოწესრიგდი!
ლოგინიდან წმაოვდექი, ნინის დავურეკე და ვუთხარი 1 საათში ჩემთან ყოფილიყო .
შხაპი მივიღე , კაბა და პიჯაკი ჩავიცვი, ფეხზე კი ახალი შავი ფეხსაცმელი, თმა ზევით ავიწიე და ქვევით ჩასასვლელად მოვემზადე...
ფანჯარას მივუახლოვდი, გავიხედე და ნაცნობ მანქანას მოვკარი თვალი. თავიდან ვერ გავიაზრე საიდან მეცნობოდა, ასე . მერე ვიფიქრე უბრალოდ სადმე მეყოლება ნანახი თქო. მერე გამახსენდა , რომ ზუსტად ასეთი საბას ყავდა.
გულში თითქოს გამიელვა , მაგრამ ფიქრი ბოლომდე ვერ მოვასწარი. კარზე კაკუნის ხმა გავიგე და ქვევით დავეშვი. ვიცოდი , რომ ნინი იქნებოდა. კარგი გავაღე და წინ მომღიმარ საბას შევეჩეხე...