თუ შენს თვალებზე
ცრემლი გაბრწყინდა,
და გული შენი მწარედ
მწარედ ატირდა,
თუ მეგობარი
გვერდით დაგჭირდა
მენდე ჩემს მეტი
არავინ გინდა!!!

უსიყვარულოდ არც ყვავილია ,
არც ნამი დილის,
უსიყვარულოდ ტირიფია და
ისიც ტირის.
უსიყვარულოდ სიციცხლე არ ღირს,
ასე ეტყვიან საბრალო ტირიფს
და ისიც მუდამ წყალში ჩამდგარი
თმაგაწეწილი ქალივით ტირის

"ეკლიან ვარდებს
ისე ვერ დაკრებ,
ეკალმა ხელი
რომ არ გატკინოს,
ისე ვერავის
ვერ შეიყვარებ,
თვალიდან ცრემლი
რომ არ გადინოს!"

მაგრამ ვაი რომ შენ არ მოხვიდე,
სხვა შეგიყვარდეს თავდავიწყებით
სხვისმა თვალებმა უფრო მოგხიბლონ,
ვიდრე გხიბლავდა ჩემი თვალები.

მემახსოვრები სულ მუდამ,მუდამ
არ ვიცი თავი რით შემაყვარე,
მაგრა ძლიერ ვგრძნობ მე ამ სიყვარულს,
რომელსაც კარგო გულით ვატარებ

გეყო, შესდექ, გიწყენს ღმერთი!
წვიმავ, - ეს შენ გეხება.
რადგან ზოგი შენი წვეთი
სატრფოს ტუჩებს ეხება.
ეს ტუჩები მე მეკუთვნის,
ვერავის ვერ დავუთმობ.
თუ შესცივდა სატრფოს, ტუჩებს
ჩემს ტუჩებით გავუთბობ.

გეყო, ცელქო წვიმის წვეთო,
დაიმოკლე ფეხები.
თმები - გინდა დაუსველე,
ტუჩებს ნუ შეეხები

ბევრი იმედი გაწბილდება,
ბევრი ოცნება გაცივდება...
მაგრამ არასდროს არ გცილდება -
ქალი, რომელიც გიყვარს.

ხანდახან ყოფნა გაძნელდება,
და სიმარტოვე გაგრძელდება...
მაგრამ არასდროს არ გბეზრდება -
ქალი, რომელიც გიყვარს.

წლებმა იციან გამეტება,
სულს ბინდისფერი დაედება...
მაგრამ არასდროს არ ბერდება -
ქალი, რომელიც გიყვარს.

თურმე სიცოცხლე ხანმოკლეა,
მალე ბალახი მოგედება...
მაგრამ არასდროს არ მოკვდება -
ქალი, რომელიც გიყვარს

მე მე ვარ! ნუ მე-სიყვარულები, ნუ მე-თანაცხოვრები, ნუ მე-სხეულები, ნუ მე-მეები რა! აი გამოჩნდი.. მოკლე კაბა ჩაგიცვამს, ეს ქვედატანის ქვემოთ დაქაჩვა ვიღამ გასწავლა? მოხვედი და ჩამეხუტე. არ მინდა შენი ჩახუტება, რატომ მაყენებ 1 საათი აქ პატარა ბიჭივით... ნაყინს რომ ვყიდულობთ ნუ მეუბნები ერთიც გვეყოფაო და მერე "შემთხვევით" მეორე ნაყინი ხელიდან მივარდება ... თვალებზე რა გისვია? რა პატარა გოგოსავით იპრანჭები! წამწამები აგიპრეხია ... არა რა სასაცილო ხარ! მაღალ ქუსლებზე შემდგარხარ და ნიავის ერთი წამობერვაც, რომ უკვე წაიქცევი, ალბათ მთელი ღამე სწავლობდი სიარულს ... რატომ შემომაჭდე ხელები კისერზე? რა პატარა გოგოსავით იქცევი! ნუ მე-სიყვარულები, ნუ მე-თანაცხოვრები, ნუ მე-სხეულები და ნუ მე-მეები რა!
გოგო, რომელიც, ყოველ დილით, კოკა-კოლის ბოთლით ხელში, კეპით, წითელი ჟაკეტით, მუქი ჯინსებით და თეთრი ბატინკებით, ფოსტალიონის ჩანთით მხარზე, The Beatles-ის მუსიკით ყურებში, შენ ფანჯრებთან, დაღმართზე ჩარბის...
გოგო, რომელიც, ყოველ დილით, სითბოთი გულში, ღიმილით თვალებში, Hello goodbye-ს ფონზე, კოკა-კოლის ცარიელ ბოთლს სანაგვეში აგდებს და "პარნასში" წიგნების გამოსატანად შედის...
გოგო, რომელიც უღიმის ადამიანებს შენი ფანჯრიდან, შენ ფანჯრამდე და მოწყენილია, როდესაც წვიმს შენ აივანზე ...
გოგო, რომელსაც უყვარს შენი სახლის უკნიდან ამომავალი მზე და ბედნიერია, როდესაც ხედავს მას, რადგან შეუძლია ხმამაღლა იყვიროს: Here comes the sun...
გოგო, რომელსაც შენი ქუჩის შემდეგ, ერევა ყველა სხვა ქუჩა (რადგან ორიენტაციის უნარი არ აქვს)...
გოგო, რომელსაც ამჩნევენ სხვები და უღიმიან, მაშინ, როდესაც მას ყურში ესმის: All we need is love...
გოგო, რომელიც ესალმება უცხო ადამიანებს, დაუკითხავად ედევნება უცნობებს და მათ მოძრაობას იმეორებს ქუჩის ბოლომდე...
გოგო, რომელიც, ყოველ დილით, ცრემლით თვალზე, ხურდას აწვდის მოხუც ქალს, სახელად Eleanor Rigby, რომელიც შენი აივნის პირდაპირ, ბაღის შესასვლელთან დგას...

გოგო, რომელიც, ყოველ დილით, იხრება შენს აივანთან და გახსნილ თასმას იკრავს...
გოგო, რომელიც იცინის საკუთარ თავზე, როცა ამჩნევს, რომ ისე ჩაუქროლა შენ ფანჯრებს, რომ ხელი არ დაგიქნია, შორიდან...
გოგო, რომელიც, ყოველ დილით, იხდის კეპს, იხსნის ყურსასმენს, აპაუზებს mp3-ს სიტყვებზე: Help me if you can I`m feeling down და რიდით იწერს პირჯვარს ეკლესიასთან, შენი სახლის წინ...
გოგო, რომელსაც, ყოველ დილით უყურებ ფარდის სიღრმიდან, ქვაფენილზე მი(ო)მავალს,- კოკა-კოლის ბოთლით ხელში, ქერა თმებში, თეთრ ბატინკებში, წითელ ჟაკეტში, ჯინსებში, The Beatles-ის მუსიკით ყურებში, ფოსტალიონის ჩანთით მხარზე, ახალი წიგნებით მკერდზე, დიდი ყურსასმენით თავზე...
გოგო, რომელსაც, ყოველ დილით, უყურებ და უღიმი ისე, რომ ის ვერ გხედავს.
გოგო, რომელიც არასოდეს გეჯახება ქუჩაში შემთხვევით, არ გედევნება უცნობივით და არც არასდროს გეუბნება, რომ უგიჟესად გამოიყურები...
გოგო, რომელიც, თითქოს, არაფრით გამოირჩევა, მაგრამ მაინც ყველაზე სხვანაირია შენთვის, რადგან მაკარტნის Michelle-ს გაგონებს...
და გოგო, რომელიც, ახლაც, როგორც ყოველ დილით, შენ ფანჯრებთან დგას, ქუჩის კუთხეში ნაყიდი გვირილებით, თეთრ ბატინკზე შეხსნილი თასმით, და უბოროტო, ლაღი ღიმილით -
მე ვარ...
ჩამო, კოკა-კოლა დავლიოთ ...