- გოგონა ვამპირის სულით ♥ 1 ♥
წვიმდა. ყველაფერი მუქ ფერებს მოეცვა ,მაგრამ მე ეს ყველაფერი ბედნიერებას მგვრიდა ,რადგან თითქოს ბუნებაც იზიარებდა ჩემს სულიერ ტკივილს . ინსტიტუტიდან ვბრუნდებოდი. წვიმაში მივაბიჯებდი და თან ჩემს გრძნობებს ვაკვირდებოდი. რატომ ვიყავი ასეთი ჩაკეტილი? რატომ ვერ ვუგებდი ვერავის ? რატომ ვიყავი ასეთი ცივი ადამიანების მიმართ? ამ ფიქრებში ვიყავი როცა უბანს მივუახლოვდი და ბიჭების ხმა შემომესმა, რომლებიც ჩემზე ათასგვარ რამეს ამბობდნენ . ზოგი მლანძღავდა ზოგი კი ხოტბას მასხავდა . ერთი ბიჭის მზერას ყოველთვის გამორჩეულად ვგრძნობდი . თითქოს რაღაც არაადამიანურად მიყურებდა რაღაც უნდოდა, ჩემგან მაგრამ არა ის რაც ყველა ბიჭს უტრიალებდა თავში ჩემი დანახვისას. ალექსის მზერა მაბნევდა თითქოს რაღაც ისეთს ვხედავდი მის თვალებში, რაც არასოდეს მინახავს . უბანში ბევრს ეშინოდა მისი და პატივს სცემდნენ . ვერ ვხვდებოდი, რატომ ვიქცევდი მის ყურადგებას ასე, მას ხომ უამრავი ლამაზი გოგო ეხვია გარს, მაგრამ ალბათ იმიტომ, რომ მე ვიყავი ერთადერთი,ვისი გულიც ვერ მოინადირა. ვიცოდი რომ რაგაც ცუდ საქმეში იყო გარეული, მაგრამ ეს ჩემთვის უმნიშვნელო იყო, რადგან მასთან არასოდეს დავიჭერდი საქმეს .სახლში მარტო დედაჩემი მელოდებოდა, რადგან მამა დიდი ხნის წინ გარდამეცვალა . ალექსს მზერა მოვარიდე და სახლში წასვლა დავაპრე ,მაგრამ ბოლოს გადავიფიქრე და იმ ადგილისკენ გავემართე, სადაც ხშირად დავდიოდი უფრო იმიტომ , რომ იქ ბევრი ხალხი არასოდეს იყრიდა თავს . ტყეს მოგაგონებდათ ისეთი ლამაზი გარემო იყო . მივუახლოვდი კიდევაც წვიმის და ბალახების სუნი ერთმანეთში ირეოდა და სასიამოვნო სურნელს ქმნიდა. იქვე ხესთან ჩამოვჯექი და ფიქრებში წავედი . თანდათან ამ ფიქრებიდან ფოთლების შრიალს გამოვყავდი, მაგრამ ეს არ იყო ნიავის ბრალი. იქ სადღაც ვიღაც იყო..
ვგრძნობდი, რომ ის ვიგაც თანდათან მიახლოვდებოდა ბოლოს კი იკადრა გამოჩენა და წინ დამიდგა . თვალები გამიფართოვდა.ის იყო, ალექსი. გაოგნებული მივჩერებოდი და ხმას ვერ ვიღებდი. - გაგიკვირდა? მკითხა მან. -გაინტერესებს , რატომ ვარ აქ ახლა შენთან და რატომ გამოგყევი? -არ მაინტერესებს, ცივად ვუპასუხე და წამოსვლა დავაპირე,როცა დამიჭირა და ხესთან მიმაყუდა, ხელები პირზე ამაფარა და მიღრიალა. -ჩემო პატარავ , არ შევარჩენ მამაშენს იმას , რაც დამიშავა , ის შეიძლება ჩაძაღლდა და ვერ მიეზღო თავისი , მაგრამ მისი ლამაზი გოგო აგებს ყველაფერზე პასუხს.ეს იქნება იმის საზღაური , რაც მან დააშავა. საშინელმა შიშმა ამიტანა და კანკალი დამაწყებინა. ცრემლები თავისით ცვიოდნენ თვალებიდან .მხოლოდ ამის კითხვა შევძელი . -რატომ? -ჰა,ჰა ცინიკურ სიცილს არ წყვეტდა , ამ სიცილში მივხვდი თუ როგორ ვძულდი მეც და ჩემი ოჯახიც . ჩემს ასეთ აღელვებას არც კი იმჩნევდა და აშკარად უხროდა,რომ ასეთ დღეში მხედავდა. ცრემლებად ვიღვრებოდი მას კი ეკიდა. ისევ სიცილს აგრძელებდა . -რატომ?რატომ? -იმიტომ რომ ..... -ამას მალე გაიგებ. ხელს ხელზე გამწარებული ისე მიჭერდა ,რომ კინაღამ მომტეხა. -მტკივა , გამიშვი. სიმწრით ვუღრიალე. -მე , ხომ , შენთვის არაფერი დამიშავებია.რატომ მაწამებ? დიდი ტკივილით ნათქვამმა ჩემმა სიტყვებმა , ერთი წამით ჩააფიქრა . -იმიტომ, რომ იმაზე რაც მამაშენმა გააკეთა ვიღაცამ უნდა აგოს პასუხი. -გესმის ? და ეს შენ იქნები. -ამ ტკივილს რასაც ახლა შენ განიცდი არაფერია იმასთან შედარებით , რაც მომავალში მოგელის მარიშკაა. -ახლა კი წადი,მომშორდი,ვეღარ ვიტან შენ ბღავილს. ვერ ვიჯერებდი ,რომ ასეთი რამ ჩემს თავს ხდებოდა . მაგრამ დავიფიცე ,რომ გავარკვევდი რა მოხდა წარსულში და აუცილებლად ვანანებდი ალექსს, ჩემს თითოეულ ცრემლს. და იმასაც მივხვდებოდი ,ამ საიდუმლოს ჰქონდა თუ არა რამე კავში ჩემს კოშმარებთან . ცრემლები მოვიწმინდე და თანდათან დავმშვიდდი . უბანში მივედი და იმედი მქონდა ისიც იქ დამხვდებოდა და პასუხს მოვთხოვდი იმ კითხვებზე რაც საშინლად მინდოდა, რომ გამეგო და ყველაფერში გავრკვეულიყავი და იმ ნაძირალასთვის საკადრისი პასუხი გამეცა . მაგრამ იქ არ დამხვდა. სხვა გზა არ მქონდა სახლში უნდა ავსულიყავი . როგორც კი მივედი დედაჩემისგან ყველაფერის მოყოლის, მოთხოვნას ვაპირებდი,თუ რა მოხდა წარსულში და რა დაშავა მამაჩემმა, მაგრამ ემოციებისგან ისე ვიყავი დაღლილი ვერაფრის მოსმენას ვერ შევძლებდი. ამიტომ წყალი გადავივლე და დასაზინებლად დავწექი..